დასჯილი ქობულეთის "შუქურა" საშინაო მატჩებს სამტრედიაში ჩაატარებს

AutoSharing Option
დეკემბერში ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე ქობულეთის "შუქურას" 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, რის გამოც ეროვნული ლიგის პირველ სამ საშინაო მატჩს "ჩელე არენაზე" ვერ ჩაატარებს.

მიზეზი ბოლნისის "სიონთან" პლეი აუტის საპასუხო მატჩში მომხდარი ინციდენტი გახდა: ქობულეთელმა გულშემატკივრებმა პირველ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო (ბოლნისში ქობულეთელთა ფეხბურეთელ კობა შალამბერიძეს აგინეს) სტუმრებზე ჯავრი საპასუხო შეურაცხყოფით იყარეს.

"შუქურას" დირექტორ რევაზ ჩელებაძის თქმით, რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან დროებით საშინაო არენად სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძე" ამჯობინეს. შეთანხმება უკვე მიღწეულია და 10 მარტს "შუქურა" ქუთაისის "ტორპედოს" სწორედ სამტრედიაში
უმასპინძლებს, ისევე, როგორც 1-ელ აპრილს ფოთის "კოლხეთს", ხოლო 8-ში - თბილისის "ლოკომოტივს".

საერთოდ კი, სამწუხარო ფაქტია, რომ ეროვნული ლიგის 10 გუნდიდან საკუთარ სტადიონზე მხოლოდ 5 თამაშობს: "სამტრედია", თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო", გორის "დილა" და "შუქურა".

მეორე ხუთეულიდან, "ლოკომოტივი" და "საბურთალო" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მოედნებს ქირაობენ, "ჩიხურა" მეტოქეებს ზესტაფონში მასპინძლობს, ბათუმის "დინამო" მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და მორაგბეთა სტადიონზე ითამაშებს, ფოთის "კოლხეთი 1913" კი "ჩელე არენის" იმედადაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ironiaa raa, visaz fexburti ukvart da dadis xalxi stadionze, vgulisxmob dasavlet sakartvelos, mag gundebs arz stadioni ar aakvt da arz baza, aba dinamos da lokomotivis tamashze 50 kazi tu dadis.
giorgi
08 მარტი 2017 17:24
0
vin unda mivides xalxi amat tamashze, samokvarulo ligis donea, done rom amagldes kvalifiuri uzxoelebi unda chamovides, ak kidev normaluri vin chamova am infrastukturis da stadionebis shemxedvare, rom hkitxot donee aamaglen maisurze kartulad gvarebis daterit)))
jason
08 მარტი 2017 17:16
0
საინტერესოა ვის უქომაგებს სამტრედიელები 10-ში შუქურა-ტორპედოს მატჩზე რომელიც სამტრედიაში ტარდება :) ?
მე ვისურვებდი რომ ფრე დამთავრდეს , მაგრამ რეზულტატიანი :)
საერთოდ კი ყველა წყვილს ფრეს ვუსურვებ ყოველ თამაშში სამტრედიის გარდა :)
ამასთანავე ვუსურვებ რომ პატიოსანი,ლაღი და გამართული ფეხბურთი ითამაშონ !
Jango
08 მარტი 2017 15:50
0
რას ითხოვთ, კობის გერმანიიდან ჩამოეტანა სტადიონები? სტადიონები, თორემ ბილეთებზე არ ატყდეს მეორე დღესვე ტაციაობა.

კლუბებს შეექმნა ელემენტარული პირობები, რომ ფეხბურთზე იფიქრონ. სტადიონები თავისით მოვა, როცა მაყურებელი ფეხბურთზე წავა და თან ბილეთის ყიდვასაც რომ ისწავლის.
კოტე
08 მარტი 2017 14:09
0
უფრო იძირება ჭაობში ფეხბურთი კობიაშვილის "ბრძნული" აზრებით. არაა ეს გერმანია, არააააააა. აქ სხვა ღონისძიებებია საჭირო ჯერ საფუძვლის ასაშენებლად.
22
08 მარტი 2017 13:42
0
ერთი ვერ გავიგე. ლოკომოტივი რატომ ქირაობს საკუთარ მოედანს, როდესაც ეს სტადიონი ლოკომოტივს ეკუთვნოდა?
გფფ
08 მარტი 2017 13:40
0
Aayvava fexburti kobim umaglesi ligis 5 gunds stadioni ara aqvs jer zgva mere gemi unda gaaketo sircxvilia meti araferi
foteli
08 მარტი 2017 12:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული