ეროვნული ლიგა 2. II ტურის წინ: "რუსთავი" - მარტვილში, "მერანი" - რუსთავში

AutoSharing Option
დღეს, 10 მარტს, საქართველოს XXIX საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგა 2-ის II ტური აიღებს სტარტს.

დღეს ოთხი მატჩი ჩატარდება. მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე წყალტუბოს "სამგურალი" "რუსთავს" მიიღებს, "მცხეთა პარკზე" "გაგრა" ბოლნისის "სიონს" შეხვდება, რუსთავში "ცხინვალი" "მერანს" უმასპინძლებს, ხოლო თბილისში, "ბენდელაზე" ერთმანეთს ტყიბულის "მეშახტე" და ლანჩხუთის "გურია" ეთამაშებიან.

ტურის ბოლო მატჩი შაბათს ზედა ეწერის მოედანზე ჩატარდება, სადაც "ზუგდიდი" "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდება.

ყველა მატჩი 15:00 სთ-ზე დაიწყება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
სოფლების სტადიონებზე იმართება მატჩები ზოგან. ან ბენდელაზე რა უნდა მეშახტეს. ასე გვინდა შორს წასვლა? რა ჰქნას ტყიბულელმა კაცმა თბილისში ჩავიდეს ?
''არა შეჯდა მწყერი ხესა.''.....
16:31 10-03-2017
0

სიახლეები პოპულარული