"სამტრედიის" ფანკლუბი: ჩვენი ფეხბურთელებისგან ამას ვერ ავიტანთ!

AutoSharing Option
"სამტრედიამ" წლევანდელი ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და ორ საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ქულას დასჯერდა. მეორე ტურში გია ცეცაძის გუნდი შინ ვიცე-ჩემპიონ "ჩიხურასთან" 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ სამტრედიელმა გულშემატკივრებმა ფეხბურთელები სტვენით გააცილეს. გუნდის ფანკლუბმა ("მტრედები") მომხდარზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც დააკონკრეტა, რომ ობსტრუქციის მიზეზი არა გუნდის წაგება, არამედ მოთამაშეთა საქციელი გახდა.

"ძალიან ვწუხვართ, ამ თემაზე დაწერა რომ გვიწევს, მაგრამ ჩვენთვის ეს საქციელი აუტანელია! გუნდის და ჩვენი ქალაქის უსაზღვრო სიყვარულის მიუხედავად, ჩვენ, "მტრედები" ტრიბუნაზე არ დავდგებით, სანამ ფეხბურთელები არ მოიქცევიან ისე, როგორც ვიმსახურებთ!

უპირველესად,
ვიტყვით, რომ გვყავს ყველაზე მაგარი კაპიტანი - გიორგი დათუნაიშვილი, ადამიანი, რომელმაც იცის ჩვენი ფასი. აქ წაგება არაფერ შუაშია, ამაზე გართულება არ გვაქვს. მაგრამ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რომელსაც ჩვენი ფეხბურთელებისგან ვერ ავიტანთ - წაგებული თამაშის შემდეგ ბიჭების მიმართ გამამხნევებელი შეძახილი დავიწყეთ და ჩვენს ტრიბუნასთან მადლობის გადასახდელად მხოლოდ კაპიტანი და 2 ფეხბურთელი მოვიდნენ. დანარჩენები მსაჯებს დაემშვიდობნენ და გასახდელისკენ წავიდნენ, რის გამოც სტვენით გააცილეს.

გასაგებია, რომ წაგების გამო მოწყენილები და დამწუხრებულები იყავით, მაგრამ მოგება ჩვენზე მეტად ვინმეს უნდოდა? ჩვენ შეძახილით გაგაცილეთ, თქვენ კი... მიბაძეთ კაპიტანს და სამტრედია შეგიყვარებთ. სხვაგვარად, ერთმანეთს მალე დავემშვიდობებით!

იმედია, ვისაც გეხებათ, ამას წაიკითხავთ და თქვენს საქციელს გააანალიზებთ. მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გარეშე მოგიწევთ ბრძოლა", - წერია "მტრედების" განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
kaladzisatvis es semihkis fulia.
. . . . .
16 მარტი 2017 10:57
0
Jango არანაირი დაფინანსება არ ჩამოკლებია სამტრედიას, მხოლოდ მიემატა. შარშანდელი დაფინანსება რაც უნდა მიეღო რაიონისაგან იმაზაე ბევრად მიეტი მიიღო ფეხბურთის სახლმწიფო მხარდაჭრის პროგრამიდან და ფონდიდან და წელსაც მეტი დაფინანსება აქვს. ასე რომ ნუ ავრცელებ გადაუმოწმებელ ინფორმაციას :)
dave
15 მარტი 2017 18:37
0
არ იფიქროთ რომ ეს რაღაც გამყოლი განაწყენება იქნება უბრალოდ ფან კლუბთან უნდა მისულიყავით რაც შეეხება ლეგიონერებს ცოტა ხანს კიდე დაუცდით და ალბათ მოუწევთ სკამზე ჯდომა სამტრედიელი გულშემატკივარი არ იმსახურებს უპატივცემულობას როცა ჩვენთან სტუმარი გუნდი ჩამოდის თამაშის დროს ზოგი ტრიბუნებისკენ იყურება იმიტომ რომ ასეთ ატმოსფეროში თამაში ხშირად არ უწევთ.
demo
15 მარტი 2017 14:48
0
adre gundi biujetidan pinansdeboda da gundic kargi iyo.. exla agar pinansdeba da jibeshi xelis chayopa aravis unda... elementaluri satadarigo pexburteli ar yavs samtredias.. biujetis pulze yvela magaria..
bebeto
15 მარტი 2017 14:39
0
სამტრედია არა სწორი ტრანსფერის გამო ისეტი გუნდი არ არის როგორიც იკო შარშან
d;g
15 მარტი 2017 13:40
0
კლუბს არ გაუმართლა იმით რომ ვერცერთი ახალწვეული ვერ ამართლებს იმის 1/10 იმედებს რასაც მასზე ამყარებდა მწვრთნელი რადგან სხვა სელექციონერები ამ სკითხში არ/ვერ ჩაერივნენ. ამას კიდევ ემატება სასტიკად მოკლე სკამი,ასეთი ლიგაში არავისა აქვს.
ფანები მართლები არიან ყოველნაირად, წლების განმავლობაში რაიონის ბიუჯეტიდან მილიონობით ფული გამოიყო და დაიხარჯა რომ ამ დონეზე მოსულიყო კლუბი,ეს მხოლოდ წელსაა როცა რაიონის ბიუჯეტს ასცილდა კლუბი გასული წელი რაიონის დახმარებით ჩაამთავრა,ამას კი პატივი უნდა სცეს ფეხბურთელმა, სხვანაირად ის თანხები სხვა უფრო რეალისტურ და შემოქმედ პროგრამებს მოხმარდებოდა.


საბა

ცოტა მეტი ცოდნა რომ გქონეს გეცოდინება როპმ ლალიგის მეოტე ადგილოსანი ჩემპლიგის პლეიოფშია,არც მეორე,არც მესამე ეტაპზე არამედ პლეიოფში.
Jango
15 მარტი 2017 13:29
0
მაგარი ფანკლუბია,გინდმა 2 წლის განმავლობაში ერთხელ წიფორხილა და რა ამბავი ატეხეთ.ყველგან დილეტალიზმი.
nukri
15 მარტი 2017 13:20
0
ერთმანეთს დაემშვიდობებით და რას იზამთ? დილას უგულშემატკივრებთ? თუ რას ნიშნავს ეგ?)))
იკა
15 მარტი 2017 13:05
0
sauketeso tavdacva tavdasxmaa. es principia am gancxadebashi
nnnn
15 მარტი 2017 12:39
0
wageba martlac arafel shuashia.veravin ityvis ro bichebma aribrzoles da orive tamashi upiratesoba armoipoves magram rasizam fexburti aseti tamashi cota fortunamac tu argadmogxeda ise gamarjvebac armodis.cotac da esgundi isev erterti favoriti gaxdeba erovnul liga ertis,radgan amis zala sheswevs am shemadgenlobas...
romandro
15 მარტი 2017 12:37
0

სიახლეები პოპულარული