ეროვნული ლიგა. IV ტურის წინ: საგაზაფხულო მარათონის სტარტი

AutoSharing Option
შაბათს, 1 აპრილს, საქართველოს ჩემპიონატი განახლდება და წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს გუნდებს ურთულესი პერიოდი ეწყებათ! თავად განსაჯეთ: აპრილის თვეში ეროვნულ ლიგაში 6 ტურია დაგეგმილი, პლუს - თასის მერვედფინალებიც!

ანუ, 30 დღის განმავლობაში 7 ოფიციალური მატჩის ჩატარება ნამდვილად არ უნდა იყოს იოლი საქმე.

თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გუნდების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ("შუქურასა" და "კოლხეთის" გარდა), ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში ნაყოფიერი უცხოური შეკრება გაიარა და, აქედან გამომდინარე, გადატვირთულ გრაფიკზე საწუწუნოც არავის უნდა ჰქონდეს.

თუმცა, გარკვეული დისკომფორტი, შესაძლოა, მაინც
შეექმნათ გარკვეულ გუნდებს, მით უფრო, რომ კალენდრის თანახმად, ხვალიდან 13 აპრილის ჩათვლით, ოთხი ტური უნდა გაიმართოს. სამაგიეროდ, კლიმატური პირობების გაუარესებას არ ელოდებიან ჩვენი სინოპტიკოსები და იმედი დავიტოვოთ, რომ ამ საგაზაფხულო გამძლეობის ტესტს ჩვენი გუნდები წარმატებით დაძლევენ.

ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე 10 გუნდიდან რამდენიმესთვის ყოველ მესამე-მეოთხე დღეს თამაშის ჩატარება პრობლემა არ უნდა იყოს. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, ეხებათ იმ გუნდებს, მეტ-ნაკლებად გრძელი სათადარიგოთა სკამი რომ აქვთ...

ახლა კი, IV ტურის მატჩებზეც ვთქვათ, მით უფრო, რომ თითქმის ყველა დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს...

ლოკომოტივი-ტორპედო
ორივე გუნდს საქართველოს სხვადასხვა ნაკრებში არაერთი ფეხბურთელი ჰყავდა მივლინებული და, აქედან გამომდინარე, ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელს, გიორგი დევდარიანსა ("ლოკომოტივი") და კახა ჩხეტიანს ("ტორპედო") ეს სანაკრებო პაუზა, საწვრთნელი პროცესის დროს, გარკვეულ დისკომფორტსაც შეუქმნიდა.

..."ლოკომოტივმა" სეზონი ზედიზედ ორი მოგებით დაიწყო, "ტორპედომ" კი პირველ ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა; თუმცა, ამის მერე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: ქუთათურებმა ჩემპიონატშიც მოიგეს პირველი მატჩი (თანაც - დამაჯერებლად) და სათასო შეხვედრაც.

აი, "ლოკომოტივმა" კი, ზედიზედ ორი დედაქალაქური "დერბი" წააგო (ჯერ - ჩემპიონატში, მერე - თასზე).

ცალკე საინტრიგო თემაა ამ გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაც: საქართველოს ჩემპიონატში "ლოკომოტივი" უკვე 10 მატჩია, ვერ ახერხებს "ტორპედოს" დამარცხებას...

დილა-საბურთალო
ამ გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირებათა ისტორია დიდ პერიოდს არ მოიცავს - შაბათის მატჩი მხოლოდ მეხუთე იქნება ამ გუნდებს შორის; თუმცა, წინა ოთხივე პაექრობას მეტად და მეტად ემოციური ფონი ახლდა ხოლმე: გაძევებებით, საკამათო სიტუაციებით, ცალკეული ფეხბურთელების გაბრწყინებებით და ასე შემდეგ...

ახალ სეზონში "დილამ" პირველი მატჩი წინა ტურში მოიგო, თუმცა ეს გასვლითი შეხვედრა იყო და ეროვნული ლიგის ერთადერთი უცხოელი სპეციალისტი, ზივ არიე (ისრაელი), ალბათ, ყველა ღონეს იხმარს, რომ რაც შეიძლება მალე შეძლოს და პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვოს.

თუმცა, ამ ტურში ეს ძნელი იქნება: "კოლხეთთან" მატჩს თუ არ ჩავთვლით, "საბურთალო" ამ ახალ სეზონში მშვენივრად გამოიყურება და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდსაც, ჩვენი აზრით, რეალურად შეუძლია ევროტურნირების საგზურისათვის იბრძოლოს.

შუქურა-კოლხეთი
IV ტურის წინათქმის შესავალშიც ვახსენეთ, რომ მხოლოდ ორმა გუნდმა ვერ შეძლო ამ ზამთარს მოსამზადებელი პერიოდის სრულფასოვნად ჩატარება. მიზეზი, რაღა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემებია და, აქედან გამომდინარე, ამ ორივე გუნდს, სხვებისაგან განსხვავებით, შედარებით მოკრძალებული მიზნებიც უნდა ჰქონდეს.

თუმცა, რაც ეს სეზონი დაიწყო, ვერც "შუქურაზე" და ვერც "კოლხეთზე" ვერავინ იტყვის, რომ აუტსაიდერობისათვის არიან განწირულნი! და ეს, იმის მიუხედავად, რომ "შუქურას" ჯერ მოგება არა აქვს, "კოლხეთი" კი, ასევე ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მეტოქეთა ფაქტორიც ხომ გასათვალისწინებელია: გია გურულის დამოძღვრილი "შუქურას" მოწინააღმდეგეები ხომ ამ ჩემპიონატის ფავორიტები იყვნენ, ისე როგორც გელა სანაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "კოლხეთს" მოუწია ერთიმეორეზე ძლიერ მეტოქეებთან პაექრობამ.

...დაბოლოს, ამ წყვილის კიდევ ერთ "თავისებურებაზეც": ურთიერთდაპირისპირების ისტორიაში, ფაქტობრივად, სრული თანაფარდობაა!

ეროვნული ლიგა. IV ტური
1 აპრილი
თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 14:45
ლოკომოტივი-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
30: +7 =8 -15, 22:38
დისკვალიფიკაცია
დავით ხურცილავა (ტორპედო)

გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 16:30
დილა-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
4: +2 =1 -1, 6-4

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 14:00
შუქურა-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
6: +2 =2 -2, 9-10
დისკვალიფიკაცია
ომარ გოგონაია (კოლხეთი)

2 აპრილი
ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 17:30. LIVE I არხზე
ჩიხურა-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
8: +4 =2 -2, 9-5

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 15:00
სამტრედია-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
33: +5 =3 -25, 20:80
დისკვალიფიკაცია
ოთარ კიტეიშვილი, გია ჩადუნელი (ორივე - დინამო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტორპედოოო წინ.. დღეს მხოლოდ და მხოლოდ მოგება. სხვა შედეგი ჩვენთვის მიუღებელია... ჩვენმ ვართ ტორპედოოო და ამით ყველაფერი ნათქვამია..
torpedo miyvarxarrrrrrr
09:46 01-04-2017
0
მიმოხილვაა, ქვას გლიჯავს. ან გუნდებში რა ხდება, იკითხეთ, ან ვინმეს დაურეკეთ, რამე ისეთი მაინც დაწერეთ, მკითხველმა რომ არ იცის. ოთახიდან გაუსვლელად კალენდრის და განრიგის აღწერაა ჟურნალისტიკა, ტუ მთელი წელი იმის შესახებ წერა, შეკრება ვინ გაიარა და ვინ არა?
კოტე
12:38 01-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული