გორის "დილასთან" მე-8 ტურის საშინაო შეხვედრაში გუნდი სათამაშოდ სწორედ ბალაძემ გაიყვანა.
მწვრთნელის ცვლილება მოულოდნელი არ ყოფილა: გურულმა ქობულეთური კლუბი 2016 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და მისი დამსახურებაა, "შუქურამ" უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა. გუნდმა წლევანდელი სეზონიც კარგად დაიწყო - მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიასა" და
კლუბის დირექტორის, რევაზ ჩელებაძის თქმით, მან ბალაძეს შანსი მისცა:
"შესაძლოა, დროებითი მწვრთნელი არც იყოს და მუშაობა გააგრძელოს. ახალგაზრდა კაცია, შანსი მივეცი და თუ გუნდი ფეხზე დააყენა, რატომ უნდა გავათავისუფლო? გურული კონსულტანტად დარჩება, მისთვის ხელი არ მიკრავს...
ბოლოს "დილასთან" 0:0 ვითამაშეთ, მაგრამ მოსაგები თამაში გვქონდა... ასე მგონია, მდგომარეობის გამოსწორება კიდევ შეიძლება".
ქობულეთელთა დირექტორმა საკადრო სიახლეებიც გაგვიმხილა:
"სერიოზული პრობლემები გვაქვს და ამიტომაც გადავწყვიტეთ ახალი მოთამაშეების აყვანა. ახლა ივან რუდნიცკის ვიმატებთ. უკრაინელია, 25 წლისაა, ფლანგის ნახევარმცველად თამაშობს. აქამდე გამოდიოდა ლუგანსკის "ზორიაში", კიროვოგრადის "ზვეზდაში", ტერნოპოლის "ნივაში", შემოდგომაზე კი ბელორუსულ "ნემანში" ჩაირიცხა.
მის გარდა, კიდევ 2-3 ფეხბურთელი დაგვემატება".
ჩელებაძისავე თქმით, გუნდს დიდი ხნით დააკლდება მთავარი მეკარე, ხოლო მისმა ვაჟმა ოპერაცია გაიკეთა:
"გიორგიმ სტამბოლში ჯვარედინი იოგების ოპერაცია გაიკეთა. შოთა არველაძე დაგვეხმარა, რეაბილიტაცია სერიოზულ ცენტრში გაიარა და ამ დღეებში ჩამოვა.
რაც შეეხება სანდრო გურულის უთამაშებლობას, მან კუნთი დაეჭიმა და "დილასთან" ამიტომ არ გამოჩენილა.
სამწუხაროდ, დაგვიშავდა მეკარე აზამატ ჯიოევიც - ჯვარედინი იოგები დაუზიანდა და კარგა ხანს ვერ დაგვეხმარება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სირცხვილია რომ მერანი მეორე ლიგაშია და ესენი პირველში.