სფფ-ის ახალი ინიციატივა, რომელიც ეროვნულ ლიგაში მეორე წრიდან დაინერგება

AutoSharing Option
სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საინტერესო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ეროვნულ ლიგას ეხება.

იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ლიგის რომელიმე ტელეკომპანია რომელიმე გუნდის მატჩის ტრანსლაციის უფლებას იყიდის, ტრანსლაციაში გადახდილი თანხა მთლიანად კლუბს გადაერიცხება.

ნაყიდი მატჩის მაღალი ხარისხის სიგნალს ტელეკომპანიას სფფ მიაწვდის და ტრანსლირების "პროდაქშენსაც" მთლიანად სფფ უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ ეხება ტურის ცენტრალურ შეხვედრას, რომლის ექსკლუზიური უფლება "საზოგადოებრივ მაუწყებელს" გააჩნია.

პირობითად, ტელეკომპანია "რიონი" იყიდის ქუთაისის "ტორპედოს" მატჩებს და საშინაო თუ საგარეო მატჩების ტრანსლირებას მოახდეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ "ტორპედოს"
შეხვედრას არ აჩვენებს "საზოგადოებრივი მაუწყებელი".

კობიაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება ეროვნულ ლიგაში მეორე წრიდან ამოქმედდება.

როგორც სფფ-ში განმარტავენ, ამ შემთხვევაში გაიზრდება ბიზნესის დაინტერესებაც.

ლექსო ნაბახტეველი სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 8 /
მაგალითისათვის რომ ახსენეთ "პირობითად" ტელეკომპანია "რიონი", უკვე თანხმობა მოგცათ თუ მათი იმედი გაქვთ რომ ისინი იქნებიან პიონერები,გუნდების სპონსორები და რეპორტაჟების მყიდველები? თქვენ ხომ ფაქტიურად რეპორტაჟებზე გავლით გუნდების სპონსორობა გინდათ დაავალოთ ტელეკომპანიებს?ილფი და პეტროვი ალბათ საფლავში ბრუნავენ, მათი დაწერილი ოსტაპ ბენდერის ისტორია გააცამტვერა სფფ-მ :)
M.S.
15:56 26-04-2017
0
საქმე ისე მიდის ქართულ ფეხბურთში რომ იმ ბიუჟეტიდან მირებულ თანხებში ტელევიზიებისთვისაც გაითვალისწინეთ ცოტა თანხა ტრანსლირებისთვის რომ გამოუყოთ. და მადლობაც უთხარით. მე შენ გეტყვი და რელკა მიაწყდება ტელევიზიებს ამ ტრანსლიაციის შესვენების დროს.
ვანო
15:38 26-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული