პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. დინამოელები განსაკუთრებით ტაიმის ბოლოს გააქტიურდნენ და ამან შედეგიც გამოიღო - მატჩის 42-ე წუთზე გიორგი თევზაძის ჩაწოდების შემდეგ მასპინძელთა კარში გოლი ბაჩანა არაბულმა გაიტანა.
"დინამოს" პირველ ტაიმში მეორე გოლის გატანაც შეეძლო. გატანილი გოლიდან ორიოდე წუთში არაბულს კიდევ ერთი მომენტი შეექმნა, რომელიც ვერ გამოიყენა. სახიფათოდ შეასრულა ჯარიმა ლაშა თოთაძემ, რომლის დარტყმულიც, მართალია, როინ კვასხვაძემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე პირველი
მეორე ტაიმი ისევ "დინამოს" შეტევებით დაიწყო. "ტორპედოს" საჯარიმოში ჯერ ბოგდან მიშენკო შეიჭრა და ვერ გაიტანა, შემდეგ არაბულს კიდევ ერთხელ აუღო კვასხვაძემ, გიორგი თევზაძემ კი ბურთი ხარიხას მოარტყა...
ამის შემდეგ "ტორპედო" გამოფხიზლდა, რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელა და ფორვარდ ნიკოლოზ საბანაძეს გოლის გატანის ორი კარგი შესაძლობლობა მიეცა, რომელიც ვერ გამოიყენა. ამას დაცვაში შეცდომა მოყვა და გიორგი თევზაძემ "დინამოს" უპირატესობა ორამდე გაზარდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს ამ შეხვედრაში გასული ბოლო გოლი იყო.
"დინამოს" ამ გამარჯვებით 21 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა, "ტორპედო" კი 15 ქულით მეოთხე ადგილზეა.