11:43 10-05-2017
ტორპედო-შუქურა 1:0 - საჭირო გამარჯვება [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩის ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა თორნიკე კაპანაძემ გაიტანა და ბოლო ორი წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ "ტორპედოს" მეტად საჭირო გამარჯვება მოაპოვებინა.
თამაშის დაწყებამდე შოთა ბაბუნაშვილმა მოთელვისას ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში გიორგი კუხიანიძე ვიხილეთ.
კახა ჩხეტიანმა შემადგენლობაში გარკვეულ გადაადგილებებს მიმართა. მარცხენა ნახევარმცველად მოგვევლინა მარჯვენა მცველი ვაჟა ტაბატაძე და თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ახალ პოზიციაზე, ცოტა არ იყოს, შებოჭილი ჩანდა. მეორე ნახევარში მის ნაცვლად მოედანზე ბექა ტუღუში შევიდა, რომელმაც უფრო გაამწვავა ქუთაისელთა შეტევები...
პირველი ნახევარი მოსაწყენი გამოდგა. ტემპი საკმაოდ დაბალი იყო, ბევრი წუნი ჰქონდა გადაცემებს. ქუთაისელები სულ მეტოქის საჯარიმოსთან ტრიალებდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტები მხოლოდ ტაიმის ბოლო წუთებზე შექმნეს.
რაც შეეხება "შუქურას", ქობულეთელები კონტრშეტევების იმედად იყვნენ, მაგრამ პირველ ტაიმში როინ კვასხვაძე ერთხელაც არ შეუწუხებიათ.
შესვენების შემდეგ,ჩხეტიანმა ოლეგ მამასახლისის ნაცვლად მოედანზე თორნიკე კაპანაძე შეიყვანა და ორი ფორვარდით შეუტია. ცვლილებამ გაამართლა - ქუთაისელებმა უფრო აქტიურად, მრავალფეროვნად შეუტიეს და რამდენიმე კარგი ეპიზოდის შემდეგ გამარჯვების გოლიც გაიტანეს.
ეგ იყო, ამის შემდეგ ტორპედოელები ცოტათი მოეშვნენ, თუმცა სტუმრებიც ვერ რისკავდნენ შეტევაში წასვლას. ვითარება მხოლოდ ბოლო წუთებზე დაიძაბა, როცა მასპინძლებს რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ... უკანასკნელ წუთზე ბურთი კინაღამ საკუთარ კარში მიიღეს - სტუმართა სახიფათო იერიშის შემდეგ ქუთაისელთა მცველმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.
მატჩის სტენოგრამა
40' - ნიკა საბანაძის თავურის დარტყმის შემდეგ ქობულეთელები გოლისგან მეკარე ილია სტურუამ იხსნა.
42' - მერაბ გიგაურის ჩაწოდების შემდეგ გურამ ადამაძე თავით ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა სამიზნეს.
55' - დავით ხურცილავა მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ სტურუამ დაასწრო და მდგომარეობა განმუხტა.
59' - საბანაძემ ბურთი მკერდით დაიგდო და კარში ძლიერადაც დაარტყა: სტუმრები გოლისგან მეკარემ გადაარჩინა.
62' - შალამბერიძემ საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი მცირედით ასცდა როინ კვასხვაძის კარს.
63' - გოლი! მარჯვენა ფლანგიდან გრიგოლ დოლიძის ზუსტი გადაცემის შემდეგ თორნიკე კაპანაძემ მცველებს დაასწრო და ახლო მანძილიდან გაიტანა - 1:0!
80' - ტუღუშის სახიფათო დარტყმა მიზანს ასცდა.
86' - დოლიძის გადაცემისა და კაპანაძის სახიფათო დარტყმის შემდეგ ბურთი ქობულეთელთა მეკარემ მოიგერია.
90' - ტუღუშის სახიფათო საჯარიმო დარტყმა უზუსტო გამოდგა.
90+3' - სტუმართა შეტევის შემდეგ ქუთაისელმა ადამაძემ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.
ეროვნული ლიგა. XI ტური
09.05. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-შუქურა 1:0
გოლი: 1:0 კაპანაძე (63. დოლიძის პასით)
ტორპედო (4-2-3-1): რ. კვასხვაძე - ხურცილავა, ადამაძე, გურული, ქიმაძე - გიგაური, მამასახლისი (46. კაპანაძე) - დოლიძე, კუხიანიძე, ტაბატაძე (56. ტუღუში) - საბანაძე (68. საღრიშვილი).
სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, კუჭუხიძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
შუქურა (4-1-4-1): სტურუა - მამულაშვილი, ჩაჩუა, კალანდაძე, საბაძე - მახარაძე - გურული, დაგარგულია (46. ართმელაძე), კლიმიაშვილი, კუტალია - შალამბერიძე.
სათადარიგოები: კამინსკი, ცეცხლაძე, მალაზონია, ჭეჭელაშვილი, კლეცკოვი, რუდნიკი
მწვრთნელი: ირაკლი ბალაძე
გაფრთხილება: შალამბერიძე (58), ტუღუში (72), ჩაჩუა (89)
არბიტრი: პ. მაჭარაძე
დღეს
ბათუმი. სარაგბო სტადიონი. 17:00
დინამო (ბთ)-დილა
ურთიერთშეხვედრები
50: +26 =14 -9, 74-32
პირველი წრე 1:0
თბილისი. "დინამო არენა". 19:00
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
44: +25 =12 -7, 64:24
დისკვალიფიკაცია: ბოგდან მიშჩენკო (დინამო)
პირველი წრე 0:1
ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 21:00
ჩიხურა-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
7: +3 =2 -2, 8-9
დისკვალიფიკაცია: ნიკოლოზ გელაშვილი, ზაზა ჭელიძე (ორივე ჩიხურა) - თეიმურაზ მარკოზაშვილი (სამტრედია)
პირველი წრე 1:0.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7
ბ. არაბული (დინამო თბ) 6.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბოლოს ბურთი ცარიელი კარიდან ქიმაძემ გამოიტანა და არა ადამაძემ 40 -ე წუთამდე ეტყობა არ იყო სტადიონზე ავტორი და აქედან დაიწყო ყურება ამის ბრალია ასე ცოტა მომენტები რომ უწერია ვინც ვიდეოს არ ნახავს ვერაფერს მიხვდება
0
0
ტელეკომპანიამ რიონმა გუშინ ფეხბურთის მაგივრად ეროტიკული სურათები შემოგვთავაზა. პოდიუმზე მიდიოდა ღამის და ზღვის კუპალნიკების, ტატუს მქონე გოგოების დემონსტრაცია.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული