ეროვნული ლიგა. XIV ტური: "ტორპედოს" ზედიზედ მე-4 გამარჯვება

AutoSharing Option
23 მაისს ეროვნული ლიგის XIV ტურის მატჩი გაიმართა.

გორის "დილამ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე თორნიკე კაპანაძემ გახსნა. 71-ე წუთზე სხვაობა ორამდე გრიგოლ დოლიძემ გაზარდა.

ამ გამარჯვებით "ტორპედოს" 28 ქულა დაუგროვდა და ლიდერ "დინამოს" 3 ქულით ჩამორჩება. 

აღსანიშნავია, რომ ქუთასურმა გუნდმა ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

- ეროვნული ლიგა. XIV ტური: "კოლხეთმა" "ლოკომოტივს" სტუმრად მოუგო

ეროვნული ლიგის XIV ტურის დარჩენილი სამი მატჩი ხვალ გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ტორპედო ქუთაისი და ასე ჭკვის ხარჯზე მოგებული მატჩი?საოცარია.ქუთაისელები ყოველთვის ემოციურობით გამოირჩეოდნენ,ეს იყო მათი ძლიერი და ამავე დროს სუსტი მხარეც,ეს კი...,თანაც სუფთა ქართული გუნდია.ვინც კახა ჩხეტიანს ლანძღავდა,ახლა რას იტყვით?
სოსო
11:59 24-05-2017
0
მე მრცხვენია იმ გულშემატკივრების მაგივრად, რაღაც ერთი თუ ორი თვის უკან ჩხეტიან რა ბრუნვაში არ მოისენიებდნენ და საკუთარი თავი გამოჰყავდათ ფეხბურთის დიდ მოაზროვნე თეორეტიკოსად. გაუმარჯოს ტორპედოს, სულ წარმატებებით ევლოს.
gizog
11:24 24-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული