ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
კონსტანტინ ფროლოვი ბათუმის "დინამო" ახალი მთავარი მწვრთნელია.

"რაგბი არენაზე" დინამოელთა ახალმა თავკაცმა პირველი ვარჯიში უკვე გამართა.

კონსტანტინ ფროლოვი საქართველოში 2014 წელს, ოქტომბერში ქობულეთის "შუქურაში" მუშაობდა, მაგრამ ოდესის "ჩერნომორეცის" დუბლებისა და ყაზახეთის 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა კლუბი მოულოდნელად, ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე დატოვა.

ბოლოს 44 წლის უკრაინელი სპეციალისტი ოდესის "ჩერნომორეცის" საფეხბურთო აკადემიის სპორტული დირექტორი გახლდათ.

მომზადებულია dinamobatumi.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბათუმმა გამოზაერდა ერთ დროს თბილისის დინამოსათვის ბორის ფროლოვი. ამ ფროლოვს კი წარმატებებს ვუსურვებ.
zurab
20:49 30-05-2017
0
წარმატებები ბათუმს.
მინდა ამ კლუბმა ევროშესარჩევი კარგად გაიაროს, მაგრამ ფროლოვი სამწუხაროდ ამის შემოქმედი არაა.
უდიდესი შეცდომაა დაშვებული რომ სოსიაშვილი არ მიიწვიეს, ფასიც ძვირი იქნება ამ შეცდომის სამწუხაროდ.
Jango
16:07 30-05-2017
0

სიახლეები პოპულარული