ჩვენი ინფორმაციით, ესპანური კლუბის წარმომადგენლები უკვე იყვნენ საქართველოში და თბილისის "დინამოს" ერთ-ერთ ლიდერს ორ მატჩში დააკვირდნენ.
"სარაგოსა" ძველებურად ძლიერი გუნდი ვეღარ არის, მაგრამ სახელი და ტრადიცია მაინც მოსდევს. ეს გუნდი ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მე-15 ადგილზეა და ფინიშამდე ორი ტურით ადრე ჯერაც არ აქვს გადაწყვეტილი ლა ლიგა 2-ში დარჩენის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, პაპუნაშვილმა უკვე მოასწრო უცხოეთში თამაში, თუმცა მიზეზთა გამო "
"სარაგოსაში" ქართველ ფეხბურთელს არასოდეს უთამაშია. ჩვენი ჩემპიონატიდან ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში მოხვედრა, წესით, კარგი პერსპექტივა და ტრამპლინი უნდა იყოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"