14:20 05-06-2017
სამტრედია-კოლხეთი 1:1 - ფრე სტუმრის სასარგებლოდ [VIDEO]
AutoSharing Option
პირველი ტაიმი კი გამოვარჩიეთ, მაგრამ მეორე ნახევარი ვეღარ იყო ისეთი, როგორიც - საწყისი 45 წუთი.
საბოლოო შედეგი ისეთი მივიღეთ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი კმაყოფილი ვერაფრით დარჩებოდა. "სამტრედია" მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, მაგრამ ამ უპირატესობით ვერ ისარგებლა.
ის კი არა, დამატებული დროის ბოლო წუთზე დავით ბოლქვაძის მიერ დიდებულად შესრულებულ საჯარიმო დარტყმაზე ომარ მიგინეიშვილს ასეთივე დიდებული რეაქცია რომ არ ჰქონოდა, ადვილი შესაძლებელი იყო, წყვილის აუტსაიდერად შერაცხილ "კოლხეთს" შინ 3 ქულა წაეღო.
ფაქტია - საქართველოს ჩემპიონის თამაშში არის პრობლემები, რასაც მაქსიმალურად სჭირდება მოგვარება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე. სხვათა შორის, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟში ჩაერთო დანიური "ესბიერგის" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, ვინც არ გამორიცხა, რომ "სამტრედიას" ჩემპიონთა ლიგისთვის დაეხმაროს...
მატჩის ბოლოს "სამტრედიამ" მეტოქეს შტურმი მოუწყო, მაგრამ კოლხებმა მათთვის სასურველი ანგარიში შეინარჩუნეს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ფოთელთა ცენტრალური მცველისა და კაპიტნის, ლაშა გოგონაიას უაღრესად დამაჯერებელი გარჯა.
მატჩის სტენოგრამა
7' - გოლი! "სამტრედიის" შესანიშნავი კომბინაცია. გიორგი ბერიაშვილმა დავით რაჟამაშვილს გადააწოდა, მან კი გურამ სამუშიას უპასა, ვინც შორეულ კუთხეში შეაგდო - 1:0.
8' - მიკოლა კოვტალიუკს წამით ასწრებს ნიკა სანდოხაძე.
9' - გოლი! ჯანელიძის კუთხურის შემდეგ მიკოლა კოვტალიუკი თავურით ათანაბრებს ანგარიშს - 1:1.
11' - დავით ჩაგელიშვილმა ძალიან კარგი შანსი ვერ გამოიყენა.
25' - რაჟამაშვილის დარტყმა ასცდა ფოთელთა კარს.
35' - ლაშა გოგონაიას თავურის შემდეგ ბურთი ზემოდან გადასცდა სამტრედიელთა კარს.
37' - გიორგი დათუნაიშვილის დარტყმა სტეპან სიკაჩმა მოიგერია.
57' - რაჟამაშვილის შორეული საჯარიმო და სიკაჩი კვლავ ადგილზეა.
59' - სამუშიას პასის შემდეგ სანდოხაძის თავური არაზუსტი გამოდგა.
75' - ჯანელიძის დარტყმას ომარ მიგინეიშვილი ადგილზე დახვდა.
87' - ბერიაშვილის თავური და სიკაჩი ბურთს კუთხურზე უშვებს.
90' - დავით ბოლქვაძის საჯარიმო დარტყმა და მიგინეიშვილმა "სამტრედია" გადაარჩინა.
ეროვნული ლიგა. XVI ტური
02.06. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-კოლხეთი 1:1
გოლები: 1:0 სამუშია (7), 1:1 კოვტალიუკი (9)
სამტრედია (4-4-1-1): მიგინეიშვილი - მთივლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, მჭედლიშვილი -სამუშია, დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი, რაჟამაშვილი - ჩაგელიშვილი (46. ბელოვი/89. ხაბეიშვილი) - ბერიაშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, კასრაძე, დ. მანჯგალაძე, ბურკაძე, ოლხოვი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
კოლხეთი (4-5-1): სიკაჩი - გ. კილასონია, გოგონაია, ვ. კილასონია, ოტიენო - დაფე (90. ბუხაიძე), კერძევაძე (52. კაკულია), ბოლქვაძე, ჯანელიძე, კორობკა (79. ჟიშკარიანი) - კოვტალიუკი.
სათადარიგოები: შერმადინი, ლუკავა, ქებურია, ენდელაძე
გაფრთხილება: კერძევაძე (16), გ. კილასონია (38), რაჟამაშვილი (63), კოვტალიუკი (67), მჭედლიშვილი (88), ხაბეიშვილი (90)
არბიტრი: ჯ. ხორავა.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 13
ბ. არაბული (დინამო თბ) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 9
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ლუბოი კლუბი ამოტენის ლუბოი :D