რევაზ ჩელებაძე: ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ?!

AutoSharing Option
სასტუმრო "მოხალისეში" გამართულ შეხვედრაზე ბევრი სიახლე გაირკვა. ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა კლუბების წარმომადგენლებს გასულ კვირას, მთავრობის 217-ე დადგენილებაში შესულ ცვლილებასა და მის მოტივებზე აცნობეს.

- [ფეხბურთის განვითარების პროგრამა] სულ 315 მლნ და პლუს ერთი წელიწადი

ამ შეხვედრასა და ცვლილებებზე კომენტარისთვის ზოგიერთი კლუბის წარმომადგენელს დავუკავშირდით.

გიორგი ყიფიანი, თბილისის "ლოკომოტივის" სპორტული დირექტორი:
"ეს შეხვედრა აუცილებელი იყო, რადგან გაუგებარი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რაც ფეხბურთის განვითარების პროგრამის ორგანიზატორებისგან ახსნა
-განმარტებებს ითხოვდა.

მთავარი იყო ეს საკითხი - საბაზისო თანხის 900 ათასამდე შემცირება და სტიმულირების ფონდის 600 ათასამდე გაზრდა. ამან კლუბებს სტიმული უნდა მისცეს, რათა სპონსორული თანხები მოიზიდონ და კომერციალიზაციაზე იზრუნონ.

მესმის, რომ ეს რთული საკითხია, ქართულ ფეხბურთში ფულს უცებ არ დააბანდებენ, მაგრამ თუ ასე ვიძახეთ, რომ არაფერი გამოვა და მცდელობაც არ გვექნება, ცხადია, ფეხბურთის კომერციალიზაცია შეუძლებელი გახდება. ამისკენ ეტაპობრივად უნდა წავიდეთ, რასაც კლუბების მენეჯმენტის გარდაქმნა და უკეთ ამუშავება დასჭირდება".

ზურაბ ჩაკვეტაძე, ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორი:
"ამ სიახლეებში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კლუბებს კერძო საკუთრებაში გადასვლისთვის ბიძგი მიეცათ. ვინც მეტ კერძო ფულს მოიძიებს, მეტად მოგებულიც დარჩება.

პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. ისიც დადებითი მოვლენაა, რომ ინფრასტრუქტურული პროგრამები განხორციელდება, უკეთეს მოედნებსა და სტადიონებზე თამაში კი ჩემპიონატს წაადგება.

ცხადია, გვაინტერესებდა, კლუბები პრემიალურ თანხებს როდის მივიღებდით. აღმოჩნდა, რომ ფული ივნისის ბოლომდე შეუფერხებლად უნდა დაგვერიცხოს. ეს კი ევროთასებზე გასულ გუნდებს დროულად გაძლიერებისა და უკეთ მომზადების საშუალებას მოგვცემს".

ქობულეთის "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე კი ცვლილებებს უარყოფითად აფასებს:

- ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ? საბაზისო დაფინანსება არათუ უნდა შეემცირებინათ, უნდა გაეზარდათ. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ორიოდე კერძო კლუბის წისქვილზე ასხამს წყალს და არა - ქართული ფეხბურთის. ახლა, სპონსორს თუ ვერ მოვძებნით, ისევ უნდა ვიწვალოთ?

- თქვენი აზრით, ბიზნესი ქართული ფეხბურთით არ დაინტერესდება?
- როგორ დაინტერესდება?! ახლა ქართული საკლუბო ფეხბურთი სუსტია, ჩვენი ფეხბურთელები ტოპლიგებში აღარ თამაშობენ... ერთი ლევან მჭედლიძე იყო და მისი გუნდიც გავარდა სერია A-დან. კლუბები და ნაკრებები ვერაფერს აღწევენ და ასეთ მდგომარეობაში ჩვენს ფეხბურთში ინვესტირებას რომელი ბიზნესმენი გადაწყვეტს? დაინტერესდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თურქულ მოდელს ავამუშავებთ და ბიზნესს გარკვეულ შეღავათს მივცემთ.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- თურქეთში ბიზნესი მოგების გადასახადს, ბიუჯეტის ნაცვლად, ამა თუ იმ საფეხბურთო კლუბში რიცხავდა. დღეს კი ბიზნესს ქართული ფეხბურთი დიდად გულზე არ ეხატება და კანონმდებლობაში ცვლილება თუ არ შევა, ჩვენკენ ვინ გამოიხედავს? ამიტომ, ფეხბურთს სახელმწიფომ უნდა მიხედოს, თუ უნდათ, რომ ფეხზე დადგეს და გაძლიერდეს.

სახელმწიფოს ბევრი რამ შეუძლია: საქართველოში 100-მილიონიან პროექტებს რომ ახორციელებენ, იმ კომპანიებს დაელაპარაკონ, რომ თანხის ნაწილი კლუბებს მოახმარონ. ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებდა. საერთოდ, პროგრამის განხორციელება სხვაგვარად უფრო ლოგიკური იქნებოდა.

- როგორ?
- ჯერ ინფრასტრუქტურა არ შენდება. არადა, ფონდი ამით უნდა ყოფილიყო დაკავებული, რაიონებს კი კლუბები ძველებურად შეენახათ, მაგრამ თანხების ხარჯვა მკაცრად გაეკონტროლებინათ.

აჭარაში ფეხბურთი უყვართ, გუნდებს ინახავდნენ და კარგადაც გვაფინანსებდნენ. ახლა კი ლამის 3-ჯერ ნაკლებს ვიღებთ.

კონკრეტულ მაგალითს გეტყვით - რუსეთში ქართველი ლეგიონერები მილიონ ევრომდე იღებენ, ანუ სამჯერ მეტს, ვიდრე ჩვენი კლუბი ფინანსდება და ასე ფეხბურთის განვითარებაზე ლაპარაკი ძნელია. დაუბრუნონ ქალაქებს კლუბები, თავად კი ფონდის სახსრებით ინფრასტრუქტურა ააშენონ, ეს უფრო ლოგიკური იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
სოსო-ძამიკო რაც ამ ხალხმა თავიანთი ფეხბურთელობით სიკეთე და სიხარული აჩუქა ხალხსა და ქვეყანას ასმაგი უბედურება და ნგრევა მოაყოლა თავიანთი ფეხბურთელობიდან წასვლას ,თავიანთი ყვარყვარეობითა და პირადი გამორჩენის მიზნით ფეხბურთის ნგრევის ყურებით.აი ეს არის სიმართლე ძამიკო. ბეკენბაუერებსა და კრუიფებს ფეხბურთელობით კი უტოლდებოდნენ ალბათ მაგრამ მერე ყველაფერი წყალში ჩაყარეს .აქ რასაკვირველია საქართველოში დატრიალებულმა მოვლენებმაც არაფერი დააკლო მაგრამ ეს ხალხო ოდნავ მაინც რომ კეთილსინდისიერები ყოფილიყვნენ ეხლა ქართული ფეხბურთი ესეთ დღეში ნამდვილად არ იქნებოდა.
vep1963
11 ივნისი 2017 20:43
0
დძალიან სწორია ეძებეთ სპონსორები. ამ კაცს ერთ რამეში ვეთანხმები ინფრასტრუქტურაა უპირველესი. სახელმწიფომ ხარისხიანი მოედნების მოწყობაზე უნდა იზრუნოს თუარა ეს ფული წყალში გადაყრილი იქნება .
დათო რუსთავიდან
11 ივნისი 2017 14:04
0
არ არის აუცილებელიც და საჭიროც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გაცემა ფეხბურთის კლუბებზე, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგებში მონაწილეობენ. ძირითადად ეს ტანხები არა მიზნობრივად იხარჯება, უმეტესი ნაწილი კი კლუბის ხელმძღვანელების ჯიბეში ილექება. მსოფლიოში, სპორტის სახეობებიდან, ფეხბურთი არის ის სახეობა, რომელსაც თავისი თავის შენახვა შეუძლია. ბავშვთა ფეხბურთს კი მართლა სჭირდება მიხედვა, რომ ფეხბურთის სწავლება უფასო რომ იყოს, თორემ ბავშვთა ფეხბურთის მესვეურები, ახალახალ უსინდისო საშუალებებს ეძებენ, მათი ასაღზრდელების ჯიბედან, სულ მეტი და მეტი თანხები ამოიღონ.
avaza
11 ივნისი 2017 11:49
0
ეს კაცი რით ვეღარ გაძღა?!
ფერნანდო
10 ივნისი 2017 20:28
0
ნამდვილად უნდა მოშორდნენ ესენი შენ ჩელებაძეს გაკეთებული რა გინახია? ან ძოძუაშჰვილის, ესენი არიან .... მარტო მუცელზე ფიკრობენ, რათკმაუნდა Yველა რო მოგვშორდება მერე შეილება განვითარებაზე ფიკრი თორე ჩელესთან და მაგისნაირებთან ნამდვილად არა
iakobi soso-s
10 ივნისი 2017 19:43
0
რეზოს სახელლს ერთ დროს 80 ათასი კაცი სკანდირებდა დინამოს სტადიონზე.თქვენ რა გაგიკეთებიათ საქართველოსთვის ვინც მაგ ადამიანს ცუდად მოიხსენიებთ.....
lo
10 ივნისი 2017 19:36
0
cheles da veteranebs sheeshvit, es xalxi tavianti tamashit xalxs siamovnebas anichebdnen, naxet exla vin xart da saertod ra gindat? klaviaturis tkapunis meti araferi, rom ar izit.cheles didi damsaxureba aakvs kartul fexburtshi da aketebs tavis sakvarel sakmes da tuki sadme ori kapiki gamoimushava eg tkveni sakme ar aris, chele jigari xar, amat ar ukuro, usakmuri xalxis ambavi, xom izi))))
data
10 ივნისი 2017 19:19
0
შეიძლება მენეჯერად არ ვარგა მაგრამ,"მოაშორეთ ძოძუაშვილი,ჩივაძე,მაგათი.....,ჩელებაძე"მაგათ დაუმატე მესხი მეტრეველი, ხურცილავა,პაიჭაძე,ჯეჯელავა,ღოღობერიძე,იამანიძე...,იაკობ,ამათზე იდგა ქართული ფეხბურთი,ამათ შეუქმნესქართულ ფეხბურთს დიდება და თუ ამათაც მოაშორებ,დაგრჩება ის,რაც ახლაა,სრული სიბნელე,ყოველგვარი გამონათების გარეშე,იარე ამ სიბნელეში და გადაიჩეხები უარეს უფსკრულში.
აწმყო,შობილი წარსულისაგან,არის მშობელი,მომავალისა.ილიას სიტყვებია ეს და ილიაც წარსულია.მოვაშოროთ?მაგათ მენეჯმენტი შეიძლება არ იციან,თორემ ფეხბურთის ცოდნით პროფესორები არიან და მანდ მათი გამოყენება საჭირო კი არა აუცილებელიცაა.ბეკენბაუერი შეიძლება არა,მაგრამ ხურცილავა,ჩივაძე და ძოძუაშვილი გერმანიის ნაკრების დაცვის დანარჩენ ფეხბურთელებს ფორასაც მისცემდნენ.რაც შეეხება ბეკენბაუერს,ის უფრო ძლიერი იყო როგორც გუნდის ლიდერი და გამთამაშებელი.ლიდერობით ხურცილავაც ნაკრების ლიდერი და კაპიტანი იყო და ჩივაძეც,ორივე დიდებულად ერთვებოდა შეტევებში და როგორც ბლოხინმა დაარბია და დაფანტა ბავარიის დაცვა,დინამოსთან ნამდვილად არასოდეს გამოსვლია ასეთი ფურორი.
სოსო
10 ივნისი 2017 17:59
0
არის პროექტი, რომ ბიზნესი ჩაერთოს დაფინანსებაში, მაგრამ რამდენჯერა მი წერეთ ყური არ შეიბერტყეს1992 წელს იყო ეს პროექტი ჩჩჩჩჩჩჩჩჩჩენს მიერ სშედგენილი
tamazino
10 ივნისი 2017 17:27
0
mixedet imrastruqturas samtrediis karebs bade tu aqvs ver sheamchnevt chamolpa yvelaperi skamidan dawyebuli da moedanic saertod agar vargaa... mixedet stadionebs nutu badis puli ar gaachnia samtredias? 3 welia erti da igive daxeuli bade aqvs karebs.. chelebadze raoo mogaklda pulebii bevrs ro laparakob tamashebis ketebas tavi daanebe..
gegela
10 ივნისი 2017 16:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული