- [ფეხბურთის განვითარების პროგრამა] სულ 315 მლნ და პლუს ერთი წელიწადი
ამ შეხვედრასა და ცვლილებებზე კომენტარისთვის ზოგიერთი კლუბის წარმომადგენელს დავუკავშირდით.
გიორგი ყიფიანი, თბილისის "ლოკომოტივის" სპორტული დირექტორი:
"ეს შეხვედრა აუცილებელი იყო, რადგან გაუგებარი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რაც ფეხბურთის განვითარების პროგრამის ორგანიზატორებისგან ახსნა
მთავარი იყო ეს საკითხი - საბაზისო თანხის 900 ათასამდე შემცირება და სტიმულირების ფონდის 600 ათასამდე გაზრდა. ამან კლუბებს სტიმული უნდა მისცეს, რათა სპონსორული თანხები მოიზიდონ და კომერციალიზაციაზე იზრუნონ.
მესმის, რომ ეს რთული საკითხია, ქართულ ფეხბურთში ფულს უცებ არ დააბანდებენ, მაგრამ თუ ასე ვიძახეთ, რომ არაფერი გამოვა და მცდელობაც არ გვექნება, ცხადია, ფეხბურთის კომერციალიზაცია შეუძლებელი გახდება. ამისკენ ეტაპობრივად უნდა წავიდეთ, რასაც კლუბების მენეჯმენტის გარდაქმნა და უკეთ ამუშავება დასჭირდება".
ზურაბ ჩაკვეტაძე, ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორი:
"ამ სიახლეებში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კლუბებს კერძო საკუთრებაში გადასვლისთვის ბიძგი მიეცათ. ვინც მეტ კერძო ფულს მოიძიებს, მეტად მოგებულიც დარჩება.
პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. ისიც დადებითი მოვლენაა, რომ ინფრასტრუქტურული პროგრამები განხორციელდება, უკეთეს მოედნებსა და სტადიონებზე თამაში კი ჩემპიონატს წაადგება.
ცხადია, გვაინტერესებდა, კლუბები პრემიალურ თანხებს როდის მივიღებდით. აღმოჩნდა, რომ ფული ივნისის ბოლომდე შეუფერხებლად უნდა დაგვერიცხოს. ეს კი ევროთასებზე გასულ გუნდებს დროულად გაძლიერებისა და უკეთ მომზადების საშუალებას მოგვცემს".
ქობულეთის "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე კი ცვლილებებს უარყოფითად აფასებს:
- ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ? საბაზისო დაფინანსება არათუ უნდა შეემცირებინათ, უნდა გაეზარდათ. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ორიოდე კერძო კლუბის წისქვილზე ასხამს წყალს და არა - ქართული ფეხბურთის. ახლა, სპონსორს თუ ვერ მოვძებნით, ისევ უნდა ვიწვალოთ?
- თქვენი აზრით, ბიზნესი ქართული ფეხბურთით არ დაინტერესდება?
- როგორ დაინტერესდება?! ახლა ქართული საკლუბო ფეხბურთი სუსტია, ჩვენი ფეხბურთელები ტოპლიგებში აღარ თამაშობენ... ერთი ლევან მჭედლიძე იყო და მისი გუნდიც გავარდა სერია A-დან. კლუბები და ნაკრებები ვერაფერს აღწევენ და ასეთ მდგომარეობაში ჩვენს ფეხბურთში ინვესტირებას რომელი ბიზნესმენი გადაწყვეტს? დაინტერესდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თურქულ მოდელს ავამუშავებთ და ბიზნესს გარკვეულ შეღავათს მივცემთ.
- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- თურქეთში ბიზნესი მოგების გადასახადს, ბიუჯეტის ნაცვლად, ამა თუ იმ საფეხბურთო კლუბში რიცხავდა. დღეს კი ბიზნესს ქართული ფეხბურთი დიდად გულზე არ ეხატება და კანონმდებლობაში ცვლილება თუ არ შევა, ჩვენკენ ვინ გამოიხედავს? ამიტომ, ფეხბურთს სახელმწიფომ უნდა მიხედოს, თუ უნდათ, რომ ფეხზე დადგეს და გაძლიერდეს.
სახელმწიფოს ბევრი რამ შეუძლია: საქართველოში 100-მილიონიან პროექტებს რომ ახორციელებენ, იმ კომპანიებს დაელაპარაკონ, რომ თანხის ნაწილი კლუბებს მოახმარონ. ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებდა. საერთოდ, პროგრამის განხორციელება სხვაგვარად უფრო ლოგიკური იქნებოდა.
- როგორ?
- ჯერ ინფრასტრუქტურა არ შენდება. არადა, ფონდი ამით უნდა ყოფილიყო დაკავებული, რაიონებს კი კლუბები ძველებურად შეენახათ, მაგრამ თანხების ხარჯვა მკაცრად გაეკონტროლებინათ.
აჭარაში ფეხბურთი უყვართ, გუნდებს ინახავდნენ და კარგადაც გვაფინანსებდნენ. ახლა კი ლამის 3-ჯერ ნაკლებს ვიღებთ.
კონკრეტულ მაგალითს გეტყვით - რუსეთში ქართველი ლეგიონერები მილიონ ევრომდე იღებენ, ანუ სამჯერ მეტს, ვიდრე ჩვენი კლუბი ფინანსდება და ასე ფეხბურთის განვითარებაზე ლაპარაკი ძნელია. დაუბრუნონ ქალაქებს კლუბები, თავად კი ფონდის სახსრებით ინფრასტრუქტურა ააშენონ, ეს უფრო ლოგიკური იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
აწმყო,შობილი წარსულისაგან,არის მშობელი,მომავალისა.ილიას სიტყვებია ეს და ილიაც წარსულია.მოვაშოროთ?მაგათ მენეჯმენტი შეიძლება არ იციან,თორემ ფეხბურთის ცოდნით პროფესორები არიან და მანდ მათი გამოყენება საჭირო კი არა აუცილებელიცაა.ბეკენბაუერი შეიძლება არა,მაგრამ ხურცილავა,ჩივაძე და ძოძუაშვილი გერმანიის ნაკრების დაცვის დანარჩენ ფეხბურთელებს ფორასაც მისცემდნენ.რაც შეეხება ბეკენბაუერს,ის უფრო ძლიერი იყო როგორც გუნდის ლიდერი და გამთამაშებელი.ლიდერობით ხურცილავაც ნაკრების ლიდერი და კაპიტანი იყო და ჩივაძეც,ორივე დიდებულად ერთვებოდა შეტევებში და როგორც ბლოხინმა დაარბია და დაფანტა ბავარიის დაცვა,დინამოსთან ნამდვილად არასოდეს გამოსვლია ასეთი ფურორი.