დღეს ევროთასების კენჭისყრაა - "სამტრედიის" 5 სავარაუდო მეტოქე

AutoSharing Option
დღეს, 19 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე ოთხი ქართული კლუბია.

ჩემპიონთა ლიგაზე თავის მეტოქეს ელის ქვეყნის ჩემპიონი "სამტრედია", რომელიც ტურნირში II საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება.

კენჭისყრის დაწყებამდე სამტრედიელთა სავარაუდო მეტოქეთა რიცხვი ხუთამდე შემცირდა. ესენია: აპოელ-ი (კვიპროსი), "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი), "პარტიზანი" (სერბეთი)", "ზალცბურგი" (ავსტრია) და "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი").

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, მატჩები კი 11-12 ივლისსა და 18-19 ივლისს გაიმართება.

* * *
15:00 საათზე ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა დაიწყება, სადაც
თავიანთი მეტოქეების შესახებ ქუთაისის "ტორპედო", საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამოც" შეიტყობენ. 5-5-მდე შემცირდა მათი სავარაუდო მეტოქეთა რაოდენობაც.

"ტორპედოს" სავარაუდო მეტოქეები არიან: "ტრენჩინი" (სლოვაკეთი), "მაკაბი" (ისრაელი), "ინტერი" (აზერბაიჯანი), "შირაქი" (სომხეთი) და "დაჩია" (მოლდოვა).

საჩხერის "ჩიხურას" სავარაუდო მეტოქეები არიან: "ლეხი" (პოლონეთი), "ქაირათი" (ყაზახეთი), "ალტახი" (ავსტრია), "ლევსკი" (ბულგარეთი), "ზირა" (აზერბაიჯანი).

ბათუმის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები არიან: "ორდაბასი" (ყაზახეთი), "ვიდეოტონი" (უნგრეთი), "ბოტევი" (ბულგარეთი), "იაგელონია" (პოლონეთი) და "სლოვანი" (სლოვაკეთი).

ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 29 ივნისსა და 6 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ტორპედო-შირაქი
ჩიხურა-ზირა
ბათუმი-ბოტევი
მე ამ მეტოქეებს ვისურვებდი
შაკო
19 ივნისი 2017 14:07
0
aba kaxa hen ici,hitis rdze ar moaklo samtredias moakare magari donis fexburtelebi mcvelebi,tavdamsxmelebi,naxevarmcvelebi.
samtredia ligaze kaxu.
S.P
19 ივნისი 2017 13:26
0
მორიგი ქართული სირცხვილი გველის! აზერებმა უნდა დაგვიფრინონ და მერე ისევ მომავალი წლის იმედად! ეჰ რა დაწყევლილ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება!
zaza
19 ივნისი 2017 13:23
0
დინამო რატო არარი
გაგე
19 ივნისი 2017 13:18
0
ერთს გეტყვით! რატომ გგონიათ რო აპოელთან შანსი აქვს სამტრედიას? ყველაზე დიდი შანსი ექნება ყარაბაღთან! ეგ ერთი, მეორე, ტორპედოს მაქაბი თუ არ შეხვდება კარგი იქნება დანარჩენს გადალახავს! მესამე, ნაღდად არ ვიცი რა სასტავები ყავთ ალტახს,ლევსკის და ზირას მაგრამ ზირა რო შეხვდეს კარგი იქნება,ლეხთან და ქაირათთან შანსი არ აქვს ჩიხურას და მეოთხე,ბათუმის დინამოს დრეს ვინც არ უნდა შეხვეს ძალიან გაუჭიდება დამეთანხმებით ყველა, თითო გუნდმა 4-4 ხარისხიანი ფეხბურთელი თუ არ დაიმატა არაფერი გამოვა. ძალიან სამწუხაროა,ბირკირკარა როცა ვესტ ჰემთან პენალტების სერიაში აგებს და შენ კაირათთან უშანსოდ რო ხარ,გული მწყდება პროსტა.
luk
19 ივნისი 2017 13:11
0
აპოელ-ი (კვიპროსი), "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი), "პარტიზანი" (სერბეთი)", "ზალცბურგი" (ავსტრია) და "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი").
ესენი სამტრედიას კი არა საქართველოს პრო-1-ის ნაკრებს მოუგებენ.
აბა ცეცაძე, შენ იცი. ისე ითამაშე ვითომ ჩვეულებრივი ქართული გუნდია ))). შეგახსენებთ დაახლოებით ასეთი რამ განაცხადა შარშან და აზერებს ბაქოში თამაში გაუხსნა.
haha
19 ივნისი 2017 13:02
0
ზედმეტი 320000 ევრო არავის აწყენს.
samtredia123
19 ივნისი 2017 13:00
0
ეს ანდორა ფარერები რატო არ გვიწევს ამის ..
აფსკფს
19 ივნისი 2017 12:54
0
მეტოქეები მართლა ზლიერია სამტრედიაზე,გაძლიერება მართლა აუცილებელია ის ძველი ბირთვი რო იყოს კიდე ხოო.აქ არი ერთი მთავარი ვინც არ უნდა გასულიყო შედეგი იგივე იქნებოდა გაუმარჯოს სამტრედიას.ერტი არი კიდე თვალში საცემი ოტხივე გუნდი დასავლეთიდან არის და სამი იმერული.
samtredia123
19 ივნისი 2017 12:50
0
დინამო
გეთანხმები, რეალობაა დღეს საქართველოში ერთადერთი გუნდი გამართული და მოწესრიგებული დინამოა, დანარჩენი თითქმის სამოყვარულო დონეა. საშუალოზე დაბალ ევროპულ გუნდებთან უშანსოდ ვართ, ფაქტია
აფსკფს
19 ივნისი 2017 12:45
0

სიახლეები პოპულარული