ეროვნული ლიგა. XVIII ტური: "დინამომ" "ტორპედოს" მეორეც მოუგო

AutoSharing Option
დღეს, 21 ივნისს, თბილისში, "დინამო არენაზე", ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონატის ლიდერმა "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე თბილისელთა მეკარის, სერგეი ლიტოვჩენკოს შეცდომის შეცდომის შემდეგ ქუთაისელებმა გახსნეს - უძლიერესი დარტყმით თავი გრიგოლ დოლიძემ გამოიჩინა. პირველი ტაიმი ასეც მორჩა.

მეორე ტაიმი დინამოელთა შეტევებით დაიწყო და ამან შედეგი მალევე გამოიღო - უკვე 51-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა გაათანაბრა, რომლისთვისაც ეს "დინამოში" ბოლო შეხვედრა იყო. შეგახსენებთ, რომ ამიერიდან, პაპუნაშვილი ესპანური "სარაგოსასთვის" შეუტევს.

"დინამომ" შეტევა
განაგრძო და 65-ე წუთზე კუთხურიც მოიპოვა, რომელიც საბა ლობჟანიძემ ჩამოაწოდა, "ტორპედოს" ახალწვეულმა დავით ხურციძემ კი ბურთი თავის კარში ჩაჭრა - საბოლოოდ, 2:1.

აღსანიშნავია, რომ "დინამომ" ამ მოგებით "ტორპედოს" 8-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ამრიგად, "დინამოს" 43 ქულა დაუგროვდა და მეორეადგილოსან "ტორპედოს" 6 ქულით გადაუსწრო.
მკითხველის კომენტარები / 15 /
გიორგი პაპუნაშვილი და საბა ლობჟანიძე თბილისის დინამოდან წავიდნენ, წარმატებები ორივე ფეხბურთელს. თბილისის დინამოს გულშემატკივარი ვარ. ძალიან გამიხარდება წასული ორი ფეხბურთელის მაგივრად დინამო თუ მოძებნის ისეთი ბრაზილიელ ფეხბურთელს რომელიც გორის დილას ბრაზილიელი ფებურთელებს აჯობებს. ამის სურვილი მაქვს თბილისის დინამოს თავდასხმის გაძლიერებისთვის.
მამუკა
15:29 22-06-2017
0
ამ თამაშის წაგება ჩხეტიანის დამსახურებაა, არასწორ შეცვლებს აკეთებს ყოველთვის ახალგაზრდული ნაკრების წევრს საღრიშვილს სათამაშო დროს რომ არ აძლევს.
პავლე
13:02 22-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული