"დინამოს" გიორგი ჩაკვეტაძეც ტოვებს? 17 წლის ფეხბურთელით "გენტი" დაინტერესდა

AutoSharing Option
ცნობილია, რომ თბილისის "დინამოდან" გიორგი პაპუნაშვილი და საბა ლობჟანიძე წავიდნენ. გაურკვეველია ბაჩანა არაბულის ბედი. არსებობს ვარაუდი, რომ გუნდს კიდევ რამდენიმე მოთამაშე დატოვებს, მაგალითად - გიორგი ჩაკვეტაძე.

როგორც გვიმტკიცებენ, მას კონტრაქტის გაფორმებას ბელგიური "გენტი" სთავაზობს, ოღონდ წლის ბოლომდე იჯარით "დინამოში" დარჩება. მაგრამ გიორგი ჯერ 17 წლისაა, სრულწლოვნებამდე კი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში არავინ აიყვანს.

ასევე კითხვებია სხვებთან დაკავშირებითაც. "დინამოდან" ფეხბურთელთა შესაძლო წასვლაზე სინანულით ლაპარაკობენ გულშემატკივრები, რომელთაც ძალიან მოსწონთ ღონიერი
და ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე "დინამო". პროგრესი თამაშიდან თამაშამდე იგრძნობა, რაც კახა კაჭარავას დამსახურება და კარგი ფიზიკური მომზადების შედეგია.

ცხადია, სასიხარულო იქნებოდა, ფეხბურთელებს ევროპის ძლიერ კლუბებსა და ჩემპიონატებში რომ იწვევდნენ, სადაც მოუმატებენ და მერე ეროვნულ ნაკრებს გამოადგებიან...

მაგრამ ჩვენი ფეხბურთის სახელი და რეიტინგი ამის ფუფუნებას არ გვაძლევს და ნიჭიერი ქართველები მოკრძალებულ კლუბებში მიდიან. გულშემატკივარს კი სწორედ ეს სწყინს, რადგან ამ "დინამოს" უფრო მეტი პროგრესის და მომავალ ევროსეზონში წარმატებული თამაშის პერსპექტივა გააჩნდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
ასე არ განვითარდება, არც დინამო და არც ქართული ფეხბურთი. დინამო მართლაც დიდ სიმპატიებს იმსახურებდა და სანახაობრივ თამაშსაც თამაშობდა, სწორედ იმ ფეხბურთს რამაც შეიძლება ქომაგი მიიყვანოს სტადიონზე და დადიოდა კიდეც ხალხი დინამოზე იმაზე მეტი ვიდრე ადრე და ასე ეტაპობრივად დაიწყებს გულშემატკივარი ქომაგობას. მაგრამ წამყვანი ფეხბურთელების ასე ადრეულად გაშვება მხოლოდდამხოლოდ უარყოფითად აისახება ქართულ ფეხბურთზე. ჯერ რამე ღრებული შექმნან და მერე წავიდნენ უკეთეს გუნდებში არ ჯობია? ვის თუარა დინამოს მაინც უნდა ქონდეს მაგის ფუფუნება.
გულშემატკივარი
24 ივნისი 2017 11:50
0
რა ხდება ამ დინამოში ნიჭიერ ფეხბურთელებს როგორ უშვებთ ასე მარტივად..გუნდს ვაკეთებტო მომავლისთვის და ეს რას გავს გაუგებარია.
პაატა
24 ივნისი 2017 00:08
0
ძაკიან მაგარი ბიჭია,მთავარია ქართული სენი არ შეეყაროს და თავში არ აუვარდეს!გიორგი,აბა შენ იცი,ისრომე და მსოფლიოს ვარსკვლავი გახდები,არასოდეს დაკმაყოფილდე მიღწეულით!
gia
23 ივნისი 2017 23:33
0
ჩაკვეტაძე ყველაზე მაგარი ახალგაზრდაა რაც ბოლო 20 წლის მანძილზე მინახავს
kkkk
23 ივნისი 2017 23:21
0
ეს გუნდი არანაირად არ უნდა დაშლილიყო!!! კიდე უკეთესად შეთამაშდებოდნენ და მომავალ წელს ევროტურნირზე კარგი შანსი ექნებოდატ.ამ დინამოს იმედი გვქონდა!! დანაშაულია ამ გუნდის დაშლა!!
333
23 ივნისი 2017 22:46
0
ამ დინამომ ცოტა იმედი დაგვიბრუნა, თავი შეგვაყვარა და ეს დალოცვილი არ მიყვა ყველა ლიდერების გაყიდვას და გუნდის დაშლას. ძაან ვარ გულდაწყვეტილი, ამ დინამოზე დიდ იმედებს ვამყარებდი მომავალში.
Beso
23 ივნისი 2017 22:42
0
გენტში რომელიმე ქართველმა გაიხარა?ყიდულობენ კაპიკებში და შემოდებენ კომბლეს კომბალივით ჭერში,რა იხი რა დროს გამომადგესო,ჰოდა ასე შესჭამს ჭია და სათადარიგო სკამი.ჭანკვეტაძეს,ხარაიშვილს ახლა მაქსიმალური სათამაშო დრო სჭირდებათ განვითარებისათვის,რასაც იქ არავინ მისცემს და გამეორდება ძველი ისტორია,ახალი სახელებით.
სოსო
23 ივნისი 2017 22:41
0
ამის მერე ნეტა თუ კიდევ ვინმე იტყვის ფიფიას დინამოს სახელი ან შედეგი ადარდებსო ??? არ მინდოდა ამის დაწერა მაგრამ თავს ვეგარ ვიკავებ , ფიფიას კლუბი დზალით რო წაართვან მაგის ღირსია მაგის .....
ფანი
23 ივნისი 2017 22:12
0
ბატონო ფიფიავ, მაგალითი მაინც აიღე კიევის დინამოდან,შახტარისგან და კიდევ სხვებისგან , თქვენსავით წიწილებს კი არ ყიდიან, ნიჭიერ ფეხბურთელებს ინარჩუნებენ, გარკვეულ შედეგს ახწევენ და დაღვინებულ ფეღბურთელებს მილიონებად ყიდიან.მაგრამ თქვენ დღევანდელი კაპიკები და კვერცხი გირჩევნიათ ხვალინდელ მილიონებს და ქათამს, არ არის ეს სწორი მიდგომა განსაკუთრებით გულშემატკივრის მიმართ მათ თქვენ ""პატივს"" არ ცემთ,მაგიტომაც არ დადიან სტადიონზე ....
დათო რუსთავიდან
23 ივნისი 2017 21:47
0
ხო და აკადემიის შევსება იმდენს ვერ იზამს რომ თუნდაც პლეი-ოფამდე მივიდეს გაისად, ეს გუნდი უკვე ჩამოყალიბებული იყო, თავის ხელწერა ჰქონდა და უფრო მეტი შანსი... როდესღაც ჩვენც ხო უნდა ვითამაშოთ რომელიმე ლიგაზე... სულ პერსეპექტიულების და სამომავლოების ძიებაში უნდა ვიყოთ?
Irakli apkhaidze
23 ივნისი 2017 17:44
0

სიახლეები პოპულარული