ოთარ ფედიჩკინი: ოთარ მარცვალაძე "იაგელონიასთან" პირველ მატჩშიც ითამაშებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ახალწვეული ოთარ მარცვალაძე ხვალ, 29 ივნისს, პოლონური "იაგელონიის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

ამის შესახებ Sportall.ge-ს "დინამოს" პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა განუცხადა.

"მარცვალაძე უკვე ოფიციალურად დავიმატეთ და შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ ის ჩვეულებრივ ითამაშებს", - გვითხრა ფედიჩკინმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის "დინამო" ხვალ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას "იაგელონიის" წინაარმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ოთარ ფედიჩკინის ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მარცვალაძე კლასის ხარჯზე მაინც ყველას აჯობებს ნახავთ აგერ
დათო
13:43 29-06-2017
0
მივესალმები ფეხბურთის ფრიად განწავლულ დიდ "სპეციალისტებსა" და "პროფესორებს", აგრეთვე განათებაში მსოფლიო დონის "მცოდნეს" და ამავე დროს ბათუმის დინამოს ვუსურვებ მათი დიდი "დახმარებით", "კონსულტაციებით" საკვალიფიკაციოს II ეტაპზე გასვლას.
gizog
12:20 29-06-2017
0

სიახლეები პოპულარული