ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის საბოლოო შეთანხმება დღეს შედგა. კონტრაქტი ამა წლის დეკემბრამდეა გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ ფალავანდიშვილი "ტორპედოს" ღირსებას 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის თებერვლამდე იცავდა. ამ ხნის განმავლობაში მან "ტორპედოსთან" ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო.
კარიერის განმავლობაში 23 წლის ნახევარმცველს "გაგრაში", თბილისის "დინამოში", გორის "დილასა" და კიშინიოვის "დაჩიაში" აქვს ნათამაშები.