თბილისის "დინამომ" სლოვენიური შეკრება "ზორიასთან" მატჩით დაასრულა

AutoSharing Option
დღეს, 12 ივლისს, თბილისის "დინამომ" სლოვენიურ შეკრებაზე ბოლო, მესამე საკონტროლო მატჩი ლუგანსკის "ზორიასთან" ჩაატარა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 52-ე წუთზე უკრაინელებმა გახსნეს, კახა კაჭარავას შეგირდებმა კი მე-60 წუთზე გაათანაბრეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე "დინამომ" შეკრებაზე ორი მატჩი გამართა. პირველ შეხვედრაში თბილისელები სერბულ "ჩუკარიჩკისთან" უგოლო ფრეს დასჯერდნენ, შემდეგ კი ხორვატულ "რუდეშთან" ანგარიშით 0:3 დამარცხდნე.

"დინამო" სამშობლოსკენ გეზს 13 ივლისს აიღებს, პირველ მატჩს ეროვნულ ლიგაში კი 21 ივლისს, ფოთის "კოლხეთთან" ჩაატარებს.

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
საგოლ დინამოს ხელმზგვანელობას სერიოზული ტრანსფერები განახორციელეს მომდევნო ცელს დინამო ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე მოხვდება ხალხს დასცინიან ესენი ტუ რას აკეტებენ საერტოდ
amirani
22:32 12-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული