გია ცეცაძე: ვულოცავ იმ ქართველებს, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა

AutoSharing Option
"სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ "ყარაბაღთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"პირველ რიგში, ვულოცავ მათ, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა. სამწუხაროდ, ქართველებიც არიან, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდათ და ვულოცავ ასეთ ქართველებს. გუნდის დღეს ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი არ ვარ.

არ ვამბობ, რომ გავსლა შეგვეძლო, მაგრამ შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა. სულ რომ არაფერი, მინიმუმ გოლის გატანა იქაც და აქაც გვმართებდა.

ორივე გუნდმა კარგად ივარჯიშა - ასე შევაფასებდი დღევანდელ მატჩს. სამწუხაროდ, ეს იმის გამო მოხდა, რომ პირველი მატჩი 0:5 წავაგეთ.

ყველამ დაიმახსოვრეთ, რომ ფეხბურთში მუდმივი
არაფერია. დღეს აზერბაიჯანელები გვიგებენ, მაგრამ მოვა ის დროც, როცა ასეთი ბედნიერები აღარ იქნებიან. ეს ფეხბურთში, თორემ ღმერთმა გაახაროს სხვა საკითხბეში", - თქვა ცეცაძემ.

- სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]
- "ყარაბაღის" თავკაცი: ქართველების თამაში მომეწონა, განსაკუთრებით დაცვაში
მკითხველის კომენტარები / 157 /
მაგარი ბოღმა კი ყოფილხარ ძმაო, ვის ეიაზვები? ითამაშე და გაგვეხარდება, მოედანზე დასეირნობთ და ჩვენ უნდა ვიტიროთ თქვენი სატირალი?
თუ არ გინდათ დაცინვა წადით, წადიიიით აღარ შეიძლება თქვენი ყურება უქნარებო...
ცეცაძეს...
19 ივლისი 2017 17:46
0
ისე ფეხბურთის დონის ამაღლება თუ გვინდა პრესის წარმომადგენლები და კომენტატოების გადამზადებით უნდა დავიწყოთ....
ერთი სიტყვა არ უთქვამთ, რომ გუნდი არც და ვერც თანაშობს, ესე როგორ არიან დაშინებულები რამე ვალი აქვთ ამ ფეხბურთელების და მწვრთნელების რო პირდაპირ თქვან გუნდი მოედანზე სასეირნოდაა გამოსულიო? თუ არაკაცურია? კაი ბიჭებზე ამის თქმა არ შეილება? მოკლედ არ არის ჩვენი საშველი, ერთადერთი გამონათება იყო მაგათი ფრაზა გოლის შემდეგ: ხოო... დამატებითი დრო აღარ იქნება-ო...
მასხარები!!!
19 ივლისი 2017 17:42
0
იმ ხალხს არ გვისამძიმრებ ვისაც გვეწყინა?
ისე ხალხი გამწარებულია და მაგიტომ ამბობს მასე. თქვენმა უნიათობამ გაამწარა, თორემ გულის სიღრმეში არავინ ფიქრობს მასე. ამდენს უნდა ხვდებოდე. ერთი-ორი თუ ფიქრობს ეგ არ უნდა ჩაითვალოს.
გიორგი
19 ივლისი 2017 17:20
0
სამტრედიას სრული ნდობა ჩვენგან გარანტირებული აქვთ დინამო ტორპედო ჩიხურა ბათუმი თითქმის ყველა გუნდი მეორე წრეში განწირულია ჩვენთან ამიტომ არის აქ ასეთი ღელვა კომენტარებში ისე აბა ყარაბაღთან რო კენჭისყრისთანავე განწირულები რო ვიყავით ეს ბებიჩემმაც მიხვდა .
samtredski
19 ივლისი 2017 17:15
0
სამტრედიას სრული ნდობა ჩვენგან გარანტირებული აქვთ დინამო ტორპედო ჩიხურა ბათუმი თითქმის ყველა გუნდი მეორე წრეში განწირულია ჩვენთან ამიტომ არის აქ ასეთი ღელვა კომენტარებში ისე აბა ყარაბაღთან რო კენჭისყრისთანავე განწირულები რო ვიყავით ეს ბებიჩემმაც მიხვდა .
samtredski
19 ივლისი 2017 17:13
0
დაუდგით, დაუდგით სამტრედიელებო ცეცაძეს ძეგლი !!! მტრედებს მაინც გამოუჩნდებათ გასართობი. ბოლობოლო თქვენს ქალაქსაც ხომ სა-მტრედ-ია ჰქვია.
თან რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეგ უწყინარი ფრინველები უფრო ერკვევიან ფეხბურთში, ვიდრე თქვენ...
vaxo
19 ივლისი 2017 16:55
0
ხედავთ რა კომენტარებია სამტრედიაზე .ნათქვმია თუ ვინმეს აინტერსებ შენი შურთო იცოდნენ რო სამტრედია ყარაბაღს ვერ გაივლიდა და ეხლა ფიქრობენ რაღაც გამოიგონონ ცეცაძეს სამტრედიელები სრულ ნდობას უცხადებენ ჩვენ რეალობაში ვართ და არა ვირტუალში. დამშვიდდითთთთთთ.
samtredski
19 ივლისი 2017 16:55
0
რა სულელური და ბოღმით სავსე კომენტარია? როგორ შეიძლება ვინმე ქართველს უხაროდეს ქართული კლუბის წაგება შე ლენჩო (უკაცრავად, მაგრამ ასეთი მდაბიო კომენტარის გამო მეტის ღირსი არ ხარ), ერთადერთი რის გამოც ვინმემ შეიძლება თქვას (თქვენს უსუსურ და ყოვლად არასაფეხბურთო ფეხბურთის ყურებისას) წაგებაზე ძალიანაც კარგიო იმიტომ, რომ იქნებ ქართულ ფეხბურთზე ვითომ მზრუნველმა ხალხმა ყური შეიბერტყოს და ერთი ადგილი გაანძრიოს! ან დაგვანებეთ თავი, დაზოგეთ ჩვენი ნერვებიც და ჩვენი ბიუჯეტიც და ამ ვითომ ფეხბურთის ნაცვლად ისეთ სფეროებს მოვახმაროთ ეს მილიონები სადაც შედეგი გვექნება
ზურა
19 ივლისი 2017 16:52
0
პირველ რიგში თქვენ არცხვენთ სამშობლოს და ეს უნდა გაიაზროთ, მარტო სამტრედია ან ბათუმი კი არ გადის სათამაშოდ საქართველო გადის საერთაშორისო ასპარეზზე და ეს ირონია თითქოს ვინმეს უხარია საქართველოს გაბითურება არაა საჭირო
Shete
19 ივლისი 2017 16:40
0
გია ცეცაძეს,გია მესმის თქვენი ემოციები,მაგრამ უფრო კარგად მესმის (მეც მათ შორის ვარ) გულშემატკივრის ემოცია,ოთხი გუნდი ასე სამარცხვინოდ ვარდება,ორი გოლი გააქვს 8 მატჩში და 20-ს უშვებს,კიდევ კარგად ვითმენთ.ეს გამწარებული კომენტარები მარცხით არის გამოწვეული და არა ამ მარცხის სიხარულით,თქვენ კი მწვრთნელი ბრძანდებით და გაცილებით დიდი თავშეკავება მოგეთხოვებათ,ვიდრე თქვენს კომენტარში ჩანს.
გამარჯვებულს არ ასამართლებენო,ნათქვამია.ასამართლებენ დამარცხებულებსდა ყველაზე მეტი სულ ბოლო დამარცხებულს ხვდება,ამ შემთხვევაში თქვენ,რადგან უკანასკნელი თამაში თქვენ მოგიწიათ და გულის სიღრმეში მეორე თამაშში გამარჯვების იმედი ძალიან ბევრს ჰქონდა,ეგეც არ გამოვიდა და დაიშალა ხალხი.ისე ყველა იმაზე ლაპარაკობს, რაღაც უნდა შეიცვალოსო,მაგრამ არაფერი იცვლება და დროა თქვენ ყველა ფეხბურთში დასაქმებული ხალხი დასხდეთ,თქვათ სათქმელი,დასახოთ გამოსავალი გზები და მიჰყვეთ ამ გზას,თორემ ამ შედეგებით უკვე უფსკრულის ფსკერზე ამოთხრილ ორმოში ვართ ჩავარდნილები და ვეღარც ხალხს დაარწმუნებთ რომ სახელმწიფო პროგრამის ფული დანიშნულებით იხარჯება.
სოსო
19 ივლისი 2017 16:36
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული