გია ცეცაძე: ვულოცავ იმ ქართველებს, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა

AutoSharing Option
"სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ "ყარაბაღთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"პირველ რიგში, ვულოცავ მათ, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა. სამწუხაროდ, ქართველებიც არიან, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდათ და ვულოცავ ასეთ ქართველებს. გუნდის დღეს ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი არ ვარ.

არ ვამბობ, რომ გავსლა შეგვეძლო, მაგრამ შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა. სულ რომ არაფერი, მინიმუმ გოლის გატანა იქაც და აქაც გვმართებდა.

ორივე გუნდმა კარგად ივარჯიშა - ასე შევაფასებდი დღევანდელ მატჩს. სამწუხაროდ, ეს იმის გამო მოხდა, რომ პირველი მატჩი 0:5 წავაგეთ.

ყველამ დაიმახსოვრეთ, რომ ფეხბურთში მუდმივი
არაფერია. დღეს აზერბაიჯანელები გვიგებენ, მაგრამ მოვა ის დროც, როცა ასეთი ბედნიერები აღარ იქნებიან. ეს ფეხბურთში, თორემ ღმერთმა გაახაროს სხვა საკითხბეში", - თქვა ცეცაძემ.

- სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]
- "ყარაბაღის" თავკაცი: ქართველების თამაში მომეწონა, განსაკუთრებით დაცვაში
მკითხველის კომენტარები / 157 /
ამ კაცს ფეხბურთის ესმის რამე
gio
19 ივლისი 2017 10:51
0
როგორც არ უნდა წააგო თამაში, ღირსება მაინც უნდა შეინარუჩონს მწვრთნელმა და ესეთი კომენტარები არ უნდა გააკეთოს!! ყველას დაგვწყტა გული იმაზე რომ ყარაბახი ჩვენთვის უკვე გრანდია და ეს რეალობაა დღევეანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.
zaza
19 ივლისი 2017 10:41
0
ცეცაძე მოეშვი ქილიკით საუბარს, თანაც სისულელეების. სუსტი მწვრთნელი ხარ და უვარგისი გუნდი გყავს, ეს არის სიმართლე...
გიორგი
19 ივლისი 2017 10:31
0
აბა რა მჭირს სატირალი? წააგო თუ არა წყალს არ დავლევ აწი, ძაანაც გამისწორდა რო წააგო არ იყო ღირსი და წააგო, მე კი გვარიანი ფული მოვიგე აზერების მოგებით გაგიმარჯოთ ბიჭებო ღმერთმა, მერე რა რო წააგეთ? თქვენც გექნებოდათ დადებული ალბათ აზერების მოგებაზე
loli
19 ივლისი 2017 10:29
0
ფეხბურთის გარდა ყველაფერზე ილაპარაკა ტიპმა. :((
ზურა
19 ივლისი 2017 10:26
0
ამან სულ გარეკა საწყალმა,ჰეი ცეცაძე გაიღვიძე ფოთია,ფოთი არ ჩადიხარ?
roma
19 ივლისი 2017 10:25
0
ალბათ გაგონილი გექნებათ კაცი იმედით ცხოვრობსო (25 წელი გავიდა) და შენც ბატონო გია იმედი და ოცნება ნუ მოგიშალოს ღმერთმა
sos
19 ივლისი 2017 10:25
0
რა დიდგულზეა ეგ ვაჟბატონი და განა მარტო ფეხბურთია სავალალო მდგომარეეობაში
nini
19 ივლისი 2017 10:19
0
აგაშინა ღმერთმა დადებული მქონდა აზერებზე და მოვიგე კიდევაც, ყოჩაღ ბიჭებო ყველა კუში დვსვი საქართველოს გუნდების წაგებით და საკმარისადაც მოვიგეეეეეეე
levi
19 ივლისი 2017 10:16
0
ამ კაცის ფოტოს რომ შეხედავ, დარწმუნდები თუ რა დონის მწვრთნელთან გვაქს საქმე. აბა კარგად დააკვირდით!!! არ მინდა ვინმეს შეურაცყოფა მივაყენო, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ასეთ დასკვნას ვაკეთებ, რაც მის არაადეკვატურ ქცევებშიც ჩანს!!!!
natali
19 ივლისი 2017 10:12
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული