გია ცეცაძე: ვულოცავ იმ ქართველებს, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა

AutoSharing Option
"სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ "ყარაბაღთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"პირველ რიგში, ვულოცავ მათ, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა. სამწუხაროდ, ქართველებიც არიან, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდათ და ვულოცავ ასეთ ქართველებს. გუნდის დღეს ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი არ ვარ.

არ ვამბობ, რომ გავსლა შეგვეძლო, მაგრამ შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა. სულ რომ არაფერი, მინიმუმ გოლის გატანა იქაც და აქაც გვმართებდა.

ორივე გუნდმა კარგად ივარჯიშა - ასე შევაფასებდი დღევანდელ მატჩს. სამწუხაროდ, ეს იმის გამო მოხდა, რომ პირველი მატჩი 0:5 წავაგეთ.

ყველამ დაიმახსოვრეთ, რომ ფეხბურთში მუდმივი
არაფერია. დღეს აზერბაიჯანელები გვიგებენ, მაგრამ მოვა ის დროც, როცა ასეთი ბედნიერები აღარ იქნებიან. ეს ფეხბურთში, თორემ ღმერთმა გაახაროს სხვა საკითხბეში", - თქვა ცეცაძემ.

- სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]
- "ყარაბაღის" თავკაცი: ქართველების თამაში მომეწონა, განსაკუთრებით დაცვაში
მკითხველის კომენტარები / 157 /
ეს რა თქვა ამ კაცმა, ნუთუ თავისი ნათქვამის თვითონ არ რცხვენია,ვერ ყოფილა თავის მატორზე. სამწუხაროდ ჩვენს კლუბებში არ არიან არც ნორმალური ხელძღვანელები და არც ნორმალური მწვრთნელები ფეხბურთელებზე აღარაფერს ვამბობ, ისე ყველა ფეხბურთელმა წვერები რომ მოუშვას გუნდს გაწევა მოემატება. ალბათ.
მურთაზი
19 ივლისი 2017 11:12
0
ჯიგარი ხარ გია ცეცაძე (საქართველოს მურინიო)ძალიან ადეკვატური და მართალია ყოველთვის
Vova
19 ივლისი 2017 11:12
0
ტურებო ნუ ყეფთ!!! აქვე გეტყობათ რომ მართლა გაგიხარდათ ზოგს წაგება. მართლი ყოფილა ცეცაძე.
ზურა
19 ივლისი 2017 11:11
0
იმ ქართველის დედა ვისაც ეს გაუხარდა,მაგრამ,რაც არ უნდა იყოს არაა მართალი მწვრთნელის მხრიდან ასეთი ირონიით საუბარი. რა თქვას აღა იცის და ყურადღება სხვაზე უნდა გადაიტანოს ალბად.
111
19 ივლისი 2017 11:09
0
ვინც ჩემს კომენტარებს კითხულობს ეხსომებათ, რომ ვცდილობ კორექტული დასაქმეზე ორიენტირებული კომენტარი დავწერო. ამ შემთხვევაში მირჩევნია თავი შევიკავო აზრის გამოთქმისგან იმდენად დიდ უმსგავსოებასთან და არა ადექვატურობასთან გვაქვს საქმე. აი ასეთი დონის მწვრთვრთნელისთვის შედეგი კი ნამდვილად ადექვატურია. ზოგიერთ სამტრედიელ ქომაგს კი მივმართავ, ვინაიდან გუნდი საქართველოს სახელით გამოდიოდა საერთაშორისო არენაზე, რა თქმა უნდა ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი მხურვალედ ვქომაგობდით თქვენს გუნდს. ახლა იწყება საქართველოს ჩემპიონატი და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ საქრთველოს შემარცხვენელი ბატონი ცეცაძეც და მისი გაწვრთნილი გუნდიც. იმედია მას ( მის უნიათო მწვრთნელობას ჩვენ, რომ გვამადლის) და მის გუნდს სამართლიანი ფეხბურთის პირობებში ასეთ რანგში, არასოდესო არ ვიტყვი მაგრამ კარგა ხანი ვერ ვანხავთ.
gizog
19 ივლისი 2017 11:09
0
ამ შემადგენლობიდან მომავალი ევროტურნირისთვის ვის დატოვებს გუნდში საინტერესოა:}
wbc
19 ივლისი 2017 11:06
0
ჩემს კომენტარებს რატომ ბლოკავთ?
rezi
19 ივლისი 2017 10:58
0
რა შუაშია კალაძე და მისი მამა სამტრედიის კლუბთან შეგიძლიათ ახსნათ? მათი დაარსებულია? არა! კარლო კალაძე ერთო საშუალო დონის ფეხბრუთელი იყო სამტრედიაში მხოლოდ რამდენიმე წელიწადი და მერე რესტორნის დირექტორი.
კალაძის ოჯახის ინვესტიცია არც ფარული და არც ლეგალური მანდ არ არის. ყოფილი ფეხბურთელი თავის ფეხბრუთელებს( თუკი რაიმე პირობით თავისად თვლის კლუბს)ასე არ მოექცეოდა, მას შეეძლო ათობით მყიდველი მოენახა სამტრედიის კლუბისათვის თუ მას ეს სჭირდებოდა(ან თუ იცის ეს როგორ კეთდება)რომ ქალაქს უძლიერესი კლუიბი ჰყოლოდა.
ეს რაიონის საკრებულოს საქმეა ახლა პროცესის უკანგადახვევა, რომ განიხილონ საკითხი ვისი გეგმით და ხელშეწყობით მოხდა ჯერ კიდევ ნაციონალების დროს დაარსებულ ააიპ-ში გასვლა-შეძრომის წესით ომანაძე-შალამბერიძის შეძრომა ამ კლუბში. ამ წყვილს არაფრის თავი არ აქვს, არც ინვესტორის მოწვევის და არც განვითარების. უბრალოდ სახელმწიფო კლუბს დაესაკუთრნენ კანონის უვარგისობის გამო.
samtredski-s
19 ივლისი 2017 10:58
0
ქვეყნის ჩემპიონი ორ თამაშში გოლს რომ ვერ გაიტანს რაუნდა ელაპარაკო მის მწვრთნელს.ეს გამოდის და კიდევ აქეთ ილანძღება. თავმოყვარე კაცი მწვრთნელად დარცებოდა ამის მერე
giorgi
19 ივლისი 2017 10:57
0
ჩემს კომენტარებს რატომ ბლოკავთ?
rezi
19 ივლისი 2017 10:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული