
გიორგი გოროზია
2014 წელს, იგი "სტაბეკში" სწორედ "ლოკომოტივიდან" გადავიდა. გასული სეზონის მეორე ნახევარი, გოროზიამ აზერბაიჯანულ "ზირაში" გაატარა, სადაც 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ზირამ" ჩემპიონატი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა და უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
რაც შეეხება "სტაბეკს"
"ლოკომოტივის" მაისურით, გოროზიას 54 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი. გიორგი იყო საქართველოს 17 წლამდე ნაკრების წევრი. 2012 წელს, ვასილ მაისურაძის ხელმძღვანლობით, აღნიშნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა.
საქართველოს 19 წლამდე და 21 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, გოროზიას 6-6 მატჩი აქვს ჩატარებული.
ლევან ქურდაძე

ქურდაძე, სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის "გურიაში", "ცხინვალსა" და "ზუგდიდში" თამაშობდა, პრეფესიონალური კარიერა კი 2010 წელს, თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო.
ქურდაძე "ლოკომოტივში" 44-ე ნომრით იასპარეზებს.
ლაშა გვალია

2014/2014 წლების სეზონი გვალიამ ეკატერინბურგის "ურალში" გაატარა, შემდეგ კი საქართელოს იმდროინდელ ვიცე-ჩემპიონ "ზესტაფონში" გადავიდა.
სხვადასხვა დროს იგი საჩხერის "ჩიხურასა" და ბოლნისის "სიონის" წევრიც იყო, უკანასკნელად კი ეროვნული ლიგა 2-ს წევრ "ცხინვალში" თამაშობდა.
გვალიამ "ლოკომოტივთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის 78-ე ნომრით ითამაშებს.
გულვერდ თომაშვილი
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კლუბი გულვერდ თომაშვილმა დატოვა, რომელიც კარიერას ბოლნისის "სიონში" განაგრძობს. "ლოკომოტივი" მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და ახალ კლუბში წარმატებას უსურვებს.მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით