მოშივდებათ ბიჭებს, აბა, რა იქნება?! - ვინ რამდენი მიიღო ეროვნულ ლიგაში?

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. ცვლილება ყველა გუნდში მოხდა, ფინანსურად ზოგი უკეთ არის, ზოგი - უარესად.

დავინტერესდით, ვინ რა თანხა მიიღო სეზონის დაწყების შემდეგ.

ეს ინტერესი იმანაც გამოიწვია, რომ ბოლო დროს გავრცელებულ ხმებს თუ ვენდობით, ფეხბურთის განვითარების ფონდიდან სახელმწიფო კლუბებს შეპირებული დაფინანსების ნაწილი არ დაურიცხეს და კერძოებს გადასცეს.

დავინტერესდით და ფეხბურთის განვითარების ფონდიდან გაზეთის მოთხოვნის საფუძველზე პირველ 6 თვეში დახარჯული მონაცემები მოგვაწოდეს. ქვემოთ მოყვანილი ციფრები საპირისპიროს მეტყველებს - ჯერჯერობით, ყველაზე მეტი სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა ბათუმის "დინამომ" მიიღო...

მთლიანი ხარჯი
კლუბი თანხა
დინამო
ბთ 1,000,000
ტორპედო 866,267
დინამო თბ 520,000
დილა 440,000
საბურთალო 640,000
სამტრედია 662,954
ჩიხურა 600,000
ლოკომოტივი 520,000
შუქურა 460,065
კოლხეთი 459,063

რატომ არის გუნდებისთვის დარიცხულ თანხებში განსხვავება? როგორც განგვიმარტეს, ყველას ფული მოთხოვნის მიხედვით ჩაერიცხა. თავიდან ყველაზე 100-100 ათასი ლარი გაიცა, შემდეგ კი ყოველ თვეში - 80-80 ათასი. მაგრამ ზოგიერთმა მეტი იმიტომ მიიღო, რომ ევროპის ლიგაზე მონაწილეობის გამო, ოქტომბერ-ნოემბერში უეფასგან ფინანსები დაერიცხებათ და ფონდმა წინასწარ მისცა, რათა ტრანსპორტირებაში, მომზადებასა და დაკომპლექტებაში შეფერხება არ ჰქონოდათ.

აღმოჩნდა, რომ საჭიროების მიხედვით, წინასწარ ასე ერთი კვარტლის თანხის გაცემაა შესაძლებელი, ოღონდ, მოთხოვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

სახელფასო ფონდი
ყველაზე დიდი სახსრები შრომის ანაზღაურებაზე ბათუმის "დინამოში" დაიხარჯა, ყველაზე ნაკლები - ფოთის "კოლხეთში", რომელმაც ამის მიუხედავად, მაინც ყველაზე ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანა მოახერხა.

კლუბი თანხა
დინამო ბთ 765,875
ტორპედო 615,500
საბურთალო 582,954
დინამო თბ 445,000
ჩიხურა 440,000
დილა 415,833
სამტრედია 378,986
ლოკომოტივი 348,977
შუქურა 333,125
კოლხეთი 286,430

მივლინებები ქვეყნის შიგნით
აქ ფოთელები ლიდერობენ, რადგან სახლში ვერ თამაშობენ და ფაქტობრივად, სულ მოგზაურობაში არიან. საერთოდ, ამ კუთხით შავიზღვისპირელთა ხარჯები დიდია და მონაცემები ლოგიკურია.

ქვეყნის შიგნით მივლინებებში თბილისის "დინამოს", გორის "დილასა" და საჩხერეს "ჩიხურას" ფონდის სახსრები არ დაუხარჯავს. თბილისის "ლოკომოტივის" გამოყენებული 164 ლარიც სიმბოლურია.

ბუნებრივია, კითხვა ჩნდება, მივლინების ხარჯს ყველა გუნდი არ ითხოვს თუ რას მივაწეროთ ორი გუნდის გრაფაში სიცარიელე? ზოგიერთ კლუბს სხვა შემოსავალი გააჩნია და საკუთარი სახსრებით მგზავრობს.

კლუბი თანხა
კოლხეთი 49,402
დინამო ბთ 33,970
შუქურა 26,540
საბურთალო 13,503
ტორპედო 6,000
სამტრედია 5,000
ლოკომოტივი 0,164

მივლინება ქვეყნის გარეთ
კლუბი თანხა
ჩიხურა 160,000
ტორპედო 104,931
დინამო თბ 75,000
დინამო ბთ 54,459
ლოკომოტივი 52,697
საბურთალო 45,929
სამტრედია 40,000
კოლხეთი 1,562

ეს ხარჯი მხოლოდ გორის "დილასა" და ქობულეთის "შუქურას" არ ჰქონია.

ოფისის ხარჯები
ამ მონაცემებში "საბურთალო" ლიდერობს. ლიგის კლუბების ნახევარი ამ ხარჯს არ გასცემს.

კლუბი თანხა
საბურთალო 42,010.44
ლოკომოტივი 5,223.50
ტორპედო 4,900.00
კოლხეთი 2,515.28
დინამო ბთ 1,282.00

კვების ხარჯი
ყველაზე "პურიმჭამელი" გუნდი "კოლხეთია", რომელიც სულ გზაშია და მოშივდებათ ბიჭებს, აბა, რა იქნება. აქ ხარჯები მხოლოდ ოთხმა კლუბმა გაიღო.

კლუბი თანხა
კოლხეთი 32,780.00
დინამო ბთ 26,838.00
ტორპედო 23,500.00
სამტრედია 18,000.00

აქაც იგივე კითხვა ჩნდება, რაც ქვეყნის შიგნით მივლინებების შემთხვევაში, რატომ არ აქვს ყველას კვების ხარჯები და აქაც ანალოგიურია - ამას ყველა გუნდი არ ითხოვს და ხარჯს სახსრებიდან ხარჯავს.

ცხადია, დავინტერესდით, აქვს თუ არა რომელიმე კლუბს მოთამაშეთა და პერსონალის დავალიანება და აღმოჩნდა, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი რამ მასობრივად არ მომხდარა. გამონაკლისი ბათუმის "დინამოა", რომელიც სახელფასო დავალიანების გასტუმრებას სპონსორული შემოსავლებიდან გეგმავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მინდორზე სიარულში ამდენს იღებენ და კიდევ არ უნდათ ოფლის გამოდენა.
კოტე
13:22 24-07-2017
0
ამათზე ამბობენ დაბალი ხელფასები ააქვთო.
ვითხოვ ანუ მოვითხოვ ნუ მიცემთ ბიუჯეტიდან მათ თანხებს, მოვივითხოვ იმიტომ რომ მაქვს ამის უფლება, იმ ფულში ხომ ჩემი ფულიც ურევია.
დათო
13:22 24-07-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული