![](https://sportall.ge/pictures/image31/e16fffe67fb467b6fb447a17f3371a0e.jpg)
საჩხერელთა შემადგენლობაში ჰეთ-თრიკი გაიფორმა მიშიკო სარდალიშვილმა, რომელმაც მატჩის 32-ე (პენალტი), 45-ე და 69-ე წუთებზე გაიტანა. მეოთხე გოლის ავტორი "ჩიხურას" შემადგენლობაში ბაქარ მირცხულავაა.
რაც შეეხება გორელებს, მათ შემადგენლობაში გოლებით თავი 42-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ, 88-ე წუთზე კი სალიეუ ტარავალიემ გამოიჩინეს.
ამ გამარჯვებით "ჩიხურას" 29 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, "დილა" კი 22 ქულით მეშვიდეა.