
ორივე გოლი ქუთაისელთა შემადგენლობაში გრიგოლ დოლიძის ანგარიშზეა. 28-ე წუთზე ის ულამაზესი პასით მეკარესთან პირისპირ გუგა ფალავანდიშვილმა დატოვა, დოლიძემაც მოჭრილი დარტყმით გაიტანა.
ამ გოლიდან შვიდ წუთში დოლიძემ დუბლი საჯარიმო დარტყმით გაიფორმა. 90-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა ერთი გოლი გაქვითა.
"ტორპედოს" ამ გამარჯვებით 40 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, "საბურთალო" კი 25 ქულით მეექვსეა.