42 წლის სპეციალისტი “საბურთალოში” 2013 წლიდან მუშაობს. ლაშას დამხმარე მწვრთნელის რანგში მოგებული აქვს ეროვნული ლიგა (2018), ორჯერ არის დავით ყიფიანის სახელობის თასის (2019, 2021) და სუპერთასის (2020) გამარჯვებული; 2015 წელს კი პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც “საბურთალომ” უძლიერესთა რიგებში თამაშის უფლება მოიპოვა.
ოფიციალური წარდგენის შემდეგ ლაშა ნოზაძემ კომენტარი გააკეთა:
“დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა “საბურთალოს” მთავარი
წლებია უკვე “საბურთალოში” ვმუშაობ, სამწვრთნელო კარიერა ამ კლუბში დავიწყე. “საბურთალო” ჩემთვის რიგითი გუნდი არაა – ძალიან მიყვარს, ჩემი მეორე ოჯახია.
მადლობა მინდა ვუთხრა ტარიელ ხეჩიკაშვილს, კახა კაშიას, კახა ამირიძეს გვერდში დგომისა და ნდობის გამოცხადებისთვის. მადლობა ლევან კორღალიძეს, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული “საბურთალოსთვის". მადლობა ფეხბურთელებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კლუბში მუშაობს და გვერდში მიდგას”, – განმარტა ნოზაძემ.
მომზადებულია Fcsaburtalo.ge-ს მიხედვით