"ყველაზე მტკივნეული ისაა, როდესაც ყველას ეგონა, უმაღლეს ლიგაში ვბრუნდებოდით, მაგრამ ბოლო ტურში "ვიტ ჯორჯიამ" დამსახურებულად მოგვიგო და ჩვენს იმედებს ცივი შხაპი გადაასხა.
ასე მგონია, რომ კარგი სტარტის შემდეგ ფეხბურთელებმა ნაადრევად ჩათვალეს, რომ უმაღლესის საგზური გარანტირებული გვქონდა, მოეშვნენ და ამის გამო მკაცრად დავისაჯეთ.
ფეხბურთი მოდუნებას არავის პატიობს. სანამ საქმე მოთავებული არ არის, ბოლომდე უნდა იბრძოლო",
ლანჩხუთის სტადიონის რეკონსტრუქციის ამბავი დააახლოებით ისევეა, როგორც ცნობილ ანეკდოტში - თუ კარგად მოიქცევით, აუზში წყალს ჩაგისხამთო.
ახლა გუნდში გაურკვევლობაა, რადგან "ცუდად მოიქცნენ", უმაღლესში ვერ დაბრუნდნენ და არ იციან, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონს, დაპირებისამებრ, განაახლებენ თუ ისევ დღევანდელ, სავალალო მდგომარეობაში იქნება.
ფაქტია, რომ სტადიონის განახლება გუნდის უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე იყო დამოკიდებული.
"ვიცი, რომ ძველის ადგილზე ახალი სტადიონის აშენება სურდათ და შესაბამის პროექტსაც ამზადებდნენ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, უმაღლესში რომ ვერ გადავედით, ეს ჩანაფიქრი განხორციელდება თუ არა და თუ დაამტკიცეს, როდის დაიწყება სამუშაოები, არც ამაზე ვფლობ ინფორმაციას", - გვპასუხობს იმნაძე.
გიგლა იმნაძე: ნაადრევად დავმშვიდდით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
ლანჩხუთის "გურიის" ფანკლუბი სფფ-ს უმაღლესში დაბრუნებას სთხოვს