კოლხეთი-ზესტაფონი 0:2 - მწვრთნელთა დუეტი გამარჯვებით იწყებს

AutoSharing Option
ეს მატჩი იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ "ზესტაფონში" დებიუტი ჰქონდა მწვრთნელთა დუეტს - განაცხადში მთავარ მწვრთნელად ზაზა ზამთარაძეა მინიშნებული, ხოლო დავით მუჯირი მის დამხმარედ.

დუეტს წარმატებული სტარტი გამოუვიდა ქალაქში, სადაც "ზესტაფონი" აგერ, უკვე რამდენიმე წელია, მუდამ იმარჯვებს.

თუმცა მატჩი საინტერესო სანახავი ვერ გამოდგა. განსაკუთრებით, ეს პირველ ტაიმზე ითქმის, როცა ზესტაფონელებს კარისკენ ხეირიანად ერთხელაც არ დაუტყამთ და მცირე ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ მწვავე შეტევებით გამოირჩნენ და რეალურ ხიფათამდე საქმე ვერ მიიყვანეს.

არც "კოლხეთს" შეუწუხებია დიდად ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები როინ კვასხვაძე, თუმცა ჩემპიონებზე
ცოტათი უკეთესი შანსი მასპინძლებს მაინც ჰქონდათ: მატჩის დასაწყისში ფეროელთა მცველებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს ფორვარდად გამწესებული გიორგი კრასოვსკი, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა.

ტაიმის შუაში დაცვის შეცდომით უკვე გიორგი ცხადაიას შეეძლო ეხეირა, მაგრამ მის დარტყმულს ბოლო მომენტში მცველები გადაეფარნენ; რამდენიმე წუთში კი ისევ ცხადაია ურტყამდა შორეული "ცხრიანისკენ", მაგრამ არც იმდენად სახიფათოდ, რომ კვასხვაძეს ბურთის კუთხურზე გადაგდება გასჭირვებოდა. ტაიმის ბოლო წუთზე კი საჯარიმოს ხაზზე დანიშნული ჯარიმა ფოთელებმა უხეიროდ გაითამაშეს.

მატჩის განახლებისთანავე "ზესტაფონის" უპირატესობა უფრო თვალშისაცემი გახდა და ეს სახიფათო მომენტების შექმნაშიც აისახა, ხოლო "კოლხეთი" ხიფათს უკვე ვეღარ ქმნიდა.

თუმცა კოლხი მცველები საიმედოდ ირჯებოდნენ და 64-ე წუთზე უხეში შეცდომა რომ არ დაეშვათ, შესაძლოა, ქულა მაინც აეღოთ: მატჩის დასაწყისშივე დაშავებული პატრიკ მილხრაუმის ნაცვლად შემოსულმა ლევან შარიქაძემ ჩინებული გადაცემა გაუკეთა შოთა ბაბუნაშვილს და მანაც, მეკარესთან პირისპირ შეყრილმა, შორეულ მაღალ კუთხეში გაახვია, 1:0.

ამის შემდეგ მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთამდე ხიფათი არც ერთ გუნდს არ შეუქმნია. ზედ საფინალო სასტვენის წინ კი უკვე ბაბუნაშვილმა შეჰყარა არდალიონ მიქაბერიძეს პირისპირ შეცვლაზე შემოსული ოთარ კვერნაძე და ფეროელმა მეკარე ერთ მხარეს დააწვინა, ბურთი კი მშვიდად შეაგორა ახლო კუთხეში, 2:0.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. V ტური
15.09.2012 ფოთი. ფაზისი. 100 მაყურებელი
კოლხეთი-ზესტაფონი 0:2
გოლები: 0:1 ბაბუნაშვილი (64. შარიქაძის პასით), 0:2 კვერნაძე (90+3 ბაბუნაშვილის პასით)

კოლხეთი ზესტაფონი
4-1-4-1 4-1-4-1
ა. მიქაბერიძე რ. კვასხვაძე
ცხვიტარია ღონღაძე
ზ. ჩხეტიანი კობახიძე
ფარულავა თედ. გრიგალაშვილი
გაბუნია ელიავა
გოგონაია მენთეშაშვილი
პ. დათუნაიშვილი ბაბუნაშვილი
ქებაძე რაჟამაშვილი
ცხადაია აფციაური
კობერიძე მილხრაუმი
კრასოვსკი წინამძღვრიშვილი

მწვრთნელები:

დ. მახარაძე, დ. მუჯირი, ზ. ზამთარაძე

კოლხეთი
59. კრასოვსკი - პავლიაშვილი
67. ცხადაია - აფხაზავა
72. კობერიძე - ხომასურიძე
სათადარიგოები: ბუბუტეიშვილი, ქორჩილავა, გ. კილასონია, კვანტალიანი

ზესტაფონი
6. მილხრაუმი - შარიქაძე
66. წინამძღვრიშვილი - კვერნაძე
86. რაჟამაშვილი - სარდალიშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, თორ. გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ჭანტურიშვილი

არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

გაფრთხილება: ღონღაძე (15), თ. გრიგალაშვილი (45), გაბუნია (50), ელიავა (73), გოგონაია (85)

მატჩის შემდეგ
დავით მუჯირი (ზესტაფონი):
"ეს გამარჯვება ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან ეს იყო მწვრთნელის რანგში ჩემი პირველი შეხვედრა. მადლობა მინდა გადავუხადო წინამორბედებს, ასეთი კარგი გუნდის ჩამოყალიბებისთვის. სასიამოვნო იქნება ამ გუნდთან მუშაობა".

დავით მახარაძე (კოლხეთი):
"დღეს ქულის მოპოვებას ვაპირებდით. ამას გვაიძულებდა თუნდაც სატურნირო მდგომარეობა. ჩემპიონთან თამაში იოლი რომ არ იქნებოდა, ვიცოდით, მაგრამ ამ თამაშის ფრედ დამთავრება მაინც შეიძლებოდა.

დაცვაში დაშვებულმა შეცდომამ წაგვაგებინა. არადა, სამწუხაროა, რომ თავად შევიქმენით ხიფათი და მეტოქეს არ უ
იძულებია, შეცდომა დაგვეშვა.

მეორე გოლი კი ბოლო წამებზე უნებისყოფობის ბრალია, გუნდმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს და არ უნდა გაჩერდეს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული