გია გეგუჩაძის შეგირდებს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რაებილიტაცია და მდგომარეობის გამოსწორება მართებდათ.
შეხვედრა სტუმრებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. რუსთაველები საუკეთესო ექვსეულს ძალიან დასცილდნენ და ქულების დაკარგვა მათთვისაც მტკივნეული იქნებოდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში "ტორპედომ" "მეტალურგი" გასვლაზე 4:0 გაანადგურა და სხვა რომ არაფერი, რუსთაველებისთვის ქუთაისში რევანშისთვის მაინც უნდა ებრძოლათ.
გულშემატკივრები ღია და შემტევი ფეხბურთის მოლოდინში იყვნენ, მაგრამ საწყისი 25 წუთი ისე მიილია, რომ დასამახსოვრებელი მოედანზე არაფერი მომხდარა. ფეხბურთელები საკმაოდ
ტრიბუნები ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმამ გამოაფხიზლა, თუმცა ამ ეპიზოდში ზურაბ ბათიაშვილი ბურთს საკმაოდ იოლად დაეუფლა.
ტაიმის ბოლო ათ წუთში მოვლენები გაცილებით საინტერესოდ და დინამიკურად განვითარდა. პირველად რუსთაველებს მიეცათ ანგარიშის გახსნის შანსი. რევაზ გეწაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ქუთაისელმა მცველებმა კარის წინ ივანე ხაბელაშვილი დატოვეს უყურადღებოდ, თუმცა სტუმართა ნახევარმცველს ხეირიანი თავური არ გამოუვიდა და "ტორპედო" აშკარა გოლს გადაურჩა.
მასპინძელთა საპასუხო შეტევისას ალექსანდრე ინწკირველმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და რუსთაველთა მხრიდან გაპროტესტების მიუხედავად, ჯენერ ხორავამ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი გიორგი კუხიანიძემ ცოტა რისკიანად, თუმცა ეფექტურად შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა.
რუსთაველებმა მალევე გეწაძის სახიფათო, თუმცა უზუსტო დარტყმით უპასუხეს. სტუმრები უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, მაგრამ შესვენებამდე მეტი დასამახსოვრებელი აღარაფერი მომხდარა.
რუსთაველთაგან ყველაზე აქტიური გეწაძე გახლდათ. იგი მარცხენა ფლანგზე ხშირად ახორციელებდა სახიფათო რეიდებს და საჯარიმოშიც კარგად აწვდიდა, მაგრამ აქტიურობას თანაგუნდელები სათანადოდ ვერ უფასებდნენ. ერთ ეპიზოდში მისი დიაგონალური გადაცემის შემდეგ ტატანაშვილს შეეძლო მეტოქის დამწუხრება, მაგრამ ბურთს მიმართულება ვერ შეუცვალა.
მალე ტორპედოელებს გოლის გატანის 100%-იანი შანსი მიეცათ: დოლიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ბერიაშვილმა კარის წინ მერაბ გიგაურს დაუგორა; ქუთაისელთა ნახევარმცველს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ შვიდიოდე მეტრიდან ხარიხას "დაუმიზნა". დამატებაზე თავადვე ცდილობდა გატანას, მაგრამ მცველებმა მდგომარეობა განმუხტეს.
საერთოდაც, მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესო და დაძაბული გამოდგა. დასამახსოვრებელი იყო ელგუჯა გრიგალაშვილის სახიფათო დარტყმა, რომელიც მეკარემ ნახტომში მოიგერია.
რუსთაველებიც არ იყვნენ გულხელდაკრეფილნი და თანდათან უპირატესობაც მათ ხელში გადავიდა. თანაგუნდელებმა ტატანაშვილი კარგ პოზიციაში დატოვეს, მაგრამ სტუმართა ფორვარდმა ბურთის დამუშავებას დიდი დრო მოანდომა და მცველებმა აართვეს. შემდეგ სიხარულიძე ურტყამდა მახვილი კუთხიდან, მაგრამ მეკარე მიგინეიშვილმა უშეცდომოდ ითამაშა.
აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შემოსული გიორგი თექთურმანიძე, რომლის ფლანგურ ჩაწოდებას სიხარულიძე გამოეხმაურა, თუმცა მიგინეიშვილმა აქაც უშეცდომოდ ითამაშა. შემდეგ თავად "ჩიორასაც" მიეცა გატანის შანსი, მაგრამ ქუთაისელთა კიპერმა მისი ძლიერი დარტყმაც მოიგერია.
მატჩის მიწურულს რუსთაველები ორ ეპიზოდში ითხოვდნენ პენალტს, მაგრამ ამაოდ... ბოლოს შეცვლაზე შემოსული გიორგი ხიდეშელი ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ რუსთაველებმა ქულის გადარჩენა ვერ შეძლეს.
"ტორპედომ" მეტად საჭირო სამი ქულა აიღო და რადგანაც ამ ტურში "ზუგდიდმა" წააგო, გეგუჩაძის გუნდი მესამე პოზიციას დაუბრუნდა.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
ქუთაისი. ცენტრალური. 1500 მაყურებელი
ტორპედო-მეტალურგი 1:0 (იხილეთ ვიდეო)
1:0 კუხიანიძე (39. პენ.)
ტორპედო მეტალურგი
4-4-2 4-4-2
მიგინეიშვილი ბათიაშვილი
რიგვავა ჯაფარიძე
ჭელიძე სუხიაშვილი
გურული გავაშელიშვილი
შერგელაშვილი ინწკირველი
დოლიძე ხაბელაშვილი
გიგაური მაისურაძე
კუხიანიძე რაზმაძე
ე. გრიგალაშვილი გეწაძე
ბერიაშვილი ტატანაშვილი
საბანაძე სიხარულიძე
მწვრთნელები:
გ. გეგუჩაძე გ. ყიფიანი
ტორპედო
76. გრიგალაშვილი-ფირცხალავა
90. დოლიძე-ვ. ბოლქვაძე
90. საბანაძე-ფანცულაია
სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, იოსელიანი, ვ. კვარაცხელია
მეტალურგი
55. ხაბელაშვილი-თექთურმანიძე
79. ტატანაშვილი-ხიდეშელი
82. გეწაძე-მიქაბერიძე
სათადარიგოები: ჰოსმანი, კაკუშაძე, გურეშიძე, ქავთარაძე
გაფრთხილება: დოლიძე (43), გიგაური (85), სუხიაშვილი (90)
არბიტრი: ჯ. ხორავა
ტურის სხვა მატჩები
კოლხეთი-დინამო 0:2 - "დინამოს" დიდი გამარჯვების დღე ესპანელებმა მიულოცეს [VIDEO]
დილა-ზუგდიდი 3:0 - გიორგი დარასელიამ მოგებებით წრე შეკრა [VIDEO]
ჩიხურა-მერანი 1:0 - თამაშის ბედი ავტოგოლმა გადაწყვიტა [VIDEO]
დინამო(ბთ)-ზესტაფონი 3:3 - ბევრი გოლი და სტუმართა უკმაყოფილება [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-სიონი 0:0 - ისევ ფრე
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | დინამო (თბ) | 15 | 11 |
3 | 1 | 43-13 | 36 |
2 | დილა | 15 | 11 |
1 | 3 | 27-8 | 34 |
3 | ტორპედო | 15 |
9 |
2 |
4 |
30-13 | 29 |
4 | ჩიხურა | 15 |
9 |
2 |
4 |
22-14 | 29 |
5 | ზუგდიდი | 15 |
7 |
5 |
3 |
19-12 |
26 |
6 | ზესტაფონი | 15 |
7 |
4 |
4 |
20-12 | 25 |
7 | მეტალურგი | 15 |
5 |
2 |
8 |
9-19 | 17 |
8 | ვიტ ჯორჯია | 15 |
4 |
4 |
7 |
10-20 | 16 |
9 | სიონი | 15 |
3 |
5 |
7 |
11-22 | 14 |
10 | მერანი | 15 |
4 |
2 |
9 |
7-24 |
14 |
11 | დინამო (ბთ) | 15 |
2 |
3 |
10 |
16-34 | 9 |
12 | კოლხეთი | 15 |
0 |
3 |
12 |
5-28 | 3 |
ბომბარდირები
დვალი (დინამო თბ) 12
ალვარო (დინამო თბ) 9
ჩისკო (დინამო თბ) 9
საბანაძე (ტორპედო) 9
მომდევნო ტური
24 ნოემბერი, შაბათი
დინამო (თბ)-დილა
მერანი-ტორპედო
მეტალურგი-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-კოლხეთი
ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია
სიონი-ჩიხურა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"