დინამო-ჩიხურა 5:2 - ლიდერთა უხვგოლიანი სანახაობა [VIDEO]

AutoSharing Option
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ჩემპიონატის ლიდერებმა "დინამო არენაზე" საკმაოდ ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს და მაყურებლის მოლოდინი გაამართლეს. იყო დაძაბულობა, მრავალი გოლი, დამაინტრიგებელი სიუჟეტი...

ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერთან შეხვედრამდე საჩხერელებს პრობლემები შეექმნათ: "დინამოს" წინააღმდეგ თამაშის უფლება არ ჰქონდათ ვაჟა ლომაშვილსა და დავით დიღმელაშვილს - ორივე დისკვალიფიცირებული იყო.

ერთბაშად ორი წამყვანი საყრდენი ნახევარმცველის არყოფნის გარდა, ვერ ითამაშა დავით ოდიკაძემ, რომელიც "დინამოს" საკუთრებაა. კვლავ ტრავმირებულია თავდამსხმელი რევაზ გოცირიძე.

ეს ოთხეული კი "ჩიხურასთვის" დიდ ძალას წარმოადგენს.

ამის მიუხედავად, საჩხერელებმა შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყეს და
დიდი ხნის განმავლობაში დინამოელებს უძალიანდებოდნენ: უკვე მე-5 წუთზე ნიკა კვასხვაძის კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს მეკარის საჯარიმოში ლაშა ჩიკვაიძე დაეუფლა და ახლო მანძილიდან კარში გააგზავნა - 0:1.

მასპინძლების პასუხმა არ დაახანა: უსწრაფესი კომბინაცია მარცხენა ფლანგიდან გიორგი მერებაშვილმა საჯარიმოში ჩისკოს გაუგრძელა, რომელმაც უხერხული პოზიციიდან კარში ზუსტად დაარტყა - 1:1.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი მოთამაშე გამორჩეული იყო და ორივემ თავისებური ჰეთ-თრიქი შეასრულა: ესპანელმა სამი გოლი გაიტანა, მერებაშვილმა კი სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

თუმცა "ჩიხურას" კარში გატანილი მეორე გოლი გიორგი რეხვიაშვილის ჩინებულ გადაცემას მოჰყვა: თბილისელთა მცველმა მარცხენა ფლანგიდან მარჯვენა ფლანგზე გახსნილი ჩისკო შენიშნა, შორეული გადაცემით საჯარიმოში მარტო დატოვა და მანაც ჩინებულად გაისროლა - 2:1.

საჩხერელები არ დანებდნენ. პირველი ტაიმის მიწურულს სტუმართა შორის ერთ-ერთმა საუკეთესო ბესიკ დეკანოიძემ შეტევა გაამწვავა და საჯარიმოს ხაზიდან გაისროლა. გიორგი ლორიამ ბურთი უხერხულად მოიგერია და დამატებაზე დავით კირკიტაძემ იყოჩაღა - 2:2.

მეორე ტაიმი "დინამოსი" იყო: არა, სტუმრები აშკარად არ დაუჩაგრიათ, მაგრამ თბილისელთა უპირატესობა ორთაბრძოლებსა და სისწრაფეში გამოიკვეთა. ჩისკომ კიდევ ერთხელ ივარგა და მერებაშვილის მორიგი ჩინებული გადაცემით მასპინძლები დააწინაურა.

მერე მერებაშვილმა ასისტენტობა მიკელე ალვაროს გაუწია. მატჩის მიწურულს კი ორთვიანი მკურნალობის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა კარლეს კოტომ ჩინებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ ჯაბა დვალი დატოვა, რომელმაც შანსი გოლად აქცია (5:2) და რამდენიმე წუთით ადრე ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულ ჩისკოს დაეწია.

საჩხერელები არ პასიურობდნენ, რამდენიმე უაღრესად სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ კვასხვაძის (ორჯერ), დეკანოიძისა და კირკიტაძის დარტყმებს მეკარე ლორია გადაეღობა, "დინამომ" კი დამსახურებულად გაიმარჯვა.

საქართველოს ჩემპიონტი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
02.11. თბილისი. "დინამო არენა". 3500 მაყურებელი
დინამო-ჩიხურა 5:2
გოლები: 0:1 ჩიკვაიძე (5. კვასხვაძის პასით), 1:1 ჩისკო (7. მერებაშვილის პასით), 2:1 ჩისკო (36. რეხვიაშვილის პასით), 2:2 კირკიტაძე (43. დეკანოიძის პასით), 3:2 ჩისკო (56. მერებაშვილის პასით), 4:2 ალვარო (72. მერებაშვილის პასით), 5:2 დვალი (90. კოტოს პასით)

VideoSportall.Ge
დინამო - ჩიხურა 5:2


დინამო ჩიხურა
4-2-3-1 4-2-3-1
ლორია სომხიშვილი
სეთურიძე მურველაშვილი
გ. კვარაცხელია საჯაია
ხიზანეიშვილი გუშარაშვილი
რეხვიაშვილი ჩიკვაიძე
ძარია ძამსაშვილი
ხმალაძე ნ. მაისურაძე
ალვარო კირკიტაძე
ჩისკო ნ. კვასხვაძე
მერებაშვილი ბაკურაძე
დვალი დეკანოიძე

მწვრთნელები:
დ. უჰრინი ს. ფრუიძე

დინამო
80. სეთურიძე - კვეკვესკირი
82. ხიზანეიშვილი - ტვილდიანი
90. ჩისკო - კოტო
სათადარიგოები: ზარქუა, რობერტინიო, ვოსკობოინიკოვი, გლიშიჩი.

ჩიხურა
56. მურველაშვილი - შარაშენიძე
64. საჯაია - ლ. ჭელიძე
71. ძამსაშვილი - გ. ჩხეტიანი
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ბერიანიძე, ქიმაძე, მუმლაძე.

არბიტრი: ო. ხეცაძე

ტურის სხვა მატჩები
მეტალურგი-დილა 0:2 - განსხვავებული ტაიმები [VIDEO]
ტორპედო-კოლხეთი 2:1 - კოლხური სიურპრიზი არ გამოვიდა [VIDEO]
მერანი-დინამო (ბთ) 3:1 - გამარჯვება კონკურენტთან
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 1:2 [VIDEO]
ზუგდიდი-სიონი 2:0

სატურნირო ცხრილი

გუნდი
1 დინამო (თბ) 18 13 4 1 52-16 43
2 დილა 18 13 1 4 30-11 40
3 ტორპედო 18 11 2 5 34-17 35
4 ჩიხურა 18 11 2 5 29-19 35
5 ზუგდიდი 18 9 5 4 23-14 32
6 ზესტაფონი 18 8 4 6 23-16 28
7 მეტალურგი 18 7 2 9 14-24 23
8 მერანი 18 6 2 10 14-27 20
9 ვიტ ჯორჯია 18 5 5 8 13-24 20
10 სიონი 18 4 5 9 13-28 17
11 დინამო (ბთ) 18 2 3 13 18-41 9
12 კოლხეთი 18 0 3 15 9-35 3

ბომბარდირები
ჩისკო (დინამო თბ) 13
დვალი (დინამო თბ) 13
ალვარო (დინამო თბ) 10

XIX ტური
8 დეკემბერი, შაბათი
ზუგდიდი-მერანი
სიონი-დინამო (თბ)
ჩიხურა-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი
დილა-ტორპედო
კოლხეთი-დინამო (ბთ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული