სკანდალი "ზეს­ტა­ფონ­ში": გუნდს ზაზა ზამ­თა­რა­ძე და დავით მუ­ჯი­რი ტოვებენ?

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოქ­მედ ჩემ­პი­ონ "ზე­ს­ტა­ფონს" 5 დე­კემ­ბერს ვარ­ჯი­ში გა­უც­და. შე­სა­ბა­მი­სად, და­იწყო სა­უბ­რე­ბი კუ­ლუ­ა­რებ­ში იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "ზეს­ტა­ფო­ნის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გა­ი­ფიც­ნენ.

დასახელდა მი­ზე­ზიც - გუნ­დის რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თელს ხელ­ფა­სი გა­უ­ნა­ხევ­რეს. მით­ქ­მა-მოთ­ქ­მა და­იწყო "ზეს­ტა­ფო­ნის" მწვრთნე­ლე­ბის შე­საძ­ლო დათხოვ­ნა­ზეც.

ერ­თი სიტყ­ვით, "ზეს­ტა­ფო­ნის" თე­მა ქარ­თულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რომ ყბად იღო.

6 დეკემბერს "ზეს­ტა­ფო­ნის" პრესსამ­სა­ხუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, სერ­გო ფუტ­კა­რა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­მაც გვითხ­რა:

"პირ­ვე­ლი გუნ­დის რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თე­ლი და­ჯა­რი­მე­ბუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩა­ტა­რე­ბულ ვარ­ჯიშს, კლუბ­ში ახ­ლა მი­დის იმის დად­გე­ნა, თუ რა­ტომ მოხ­და ასე­თი ფაქ­ტი და რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კ­ვე­ვა, მე­რე მოხ­დე­ბა დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა".

ფუტ­კა­რა­ძეს ისიც
ვკითხეთ, რის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და "ზეს­ტა­ფო­ნის" პირ­ვე­ლი გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის და­ჯა­რი­მე­ბა.

"შე­დე­გის გარ­და, აქ საქ­მე ეხე­ბა გუნ­დის ში­და­გა­ნა­წე­სის დარ­ღ­ვე­ვას. და­ჯა­რი­მე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­ე­ხო ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ხელ­ფასს", - გან­გ­ვი­მარ­ტა მან.

"ზეს­ტა­ფო­ნის" პრესსამ­სა­ხუ­რი მარ­თ­ლაც ნორ­მა­ლუ­რად მუ­შა­ობს, ოღონ­დაც კლუ­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ყო­ველ­თ­ვის აქვს სა­კუ­თა­რი ჩარ­ჩო­ე­ბი - ასე ხდე­ბა ყველ­გან და ცხა­დია, ვერც "ზეს­ტა­ფო­ნი" იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი.

ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის წი­ნა ტურ­ში "ზეს­ტა­ფონ­მა" შინ "ვიტ ჯორ­ჯი­ას­თან" 1:2 წა­ა­გო. ამ დრო­ის­თ­ვის ფე­რო­ე­ლე­ბი ცხრილ­ში მე-6 ად­გილ­ზე არი­ან და ჯე­რაც სა­თუოა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ თუ არა ად­გილს ზე­და ექ­ვ­სე­ულ­ში.

"ზეს­ტა­ფო­ნის" პრობ­ლე­მე­ბი ალ­ბათ სხვა მო­წი­ნა­ვე ქარ­თულ კლუ­ბებ­საც არ უხა­რი­ათ, რად­გან "ზეს­ტა­ფო­ნი" შემ­დ­გა­რი კლუ­ბია და რაც უფ­რო მე­ტი იქ­ნე­ბა ასე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მით უფ­რო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა კონ­კუ­რენ­ცი­აც.

კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­დან კი ისიც შე­ვიტყ­ვეთ, "ზეს­ტა­ფო­ნის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არც 6 დეკემბერს აპი­რებ­დ­ნენ ვარ­ჯიშ­ზე გას­ვ­ლას, მაგ­რამ ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნე­სო - ან ვარ­ჯი­ში, ან გუნ­დი­დან წას­ვ­ლა. ყო­ვე­ლი­ვე ეს კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ციაა და მის სის­წო­რე­ზე თავს ვერ დავ­დებთ, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო მი­ლე­თი ის სამ­ყა­როა, კუ­ლუ­ა­რე­ბი ხში­რად ჭეშ­მა­რი­ტე­ბას რომ გვამ­ც­ნო­ბენ.

სა­თუო შე­იქ­ნა ისიც, 8 დე­კემ­ბერს ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­რიგ ტურ­ში "ზეს­ტა­ფო­ნი" საჩხე­რის "ჩი­ხუ­რას" პირ­ვე­ლი გუნ­დით ეს­ტუმ­რე­ბა, დუბ­ლე­ბით თუ შე­რე­უ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით.

ასეა თუ ისე, რად­გან გუნ­დი ვარ­ჯიშ­ზე მაინც გა­ვი­და, ეს იმას უნ­და ნიშ­ნავ­დეს, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბამ ამ მო­მენ­ტის­თ­ვის იკ­ლო. და­ნარ­ჩე­ნი კი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მოჩ­ნ­დე­ბა.

7 დეკემბერს მკა­ფიო უნ­და გახ­დეს, დარ­ჩე­ბი­ან თუ არა "ზეს­ტა­ფო­ნის" მწვრთნე­ლე­ბად და­ვით მუ­ჯი­რი და ზა­ზა ზამ­თა­რა­ძე, თუმ­ცა, რა­დგან ეს სა­კითხი აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და, დი­დი შან­სია, რომ "ზეს­ტა­ფო­ნის" პრე­ზი­დენტს ილია კო­კა­ი­ას ახა­ლი სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტა­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მო­უ­წი­ოს სა­კუ­თა­რი გუნ­დის­თ­ვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით მუჯირი: მწვრთნელობა ფეხბურთელობაზე ბევრად რთულია
ზაზა ზამთარაძე: მე და დავით მუჯირი თანამოაზრეები ვართ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ალბათ, ეს იყო ჩემი შეცდომა "ზესტაფონში"...
ბუბა დაუშვილი: ილია კოკაია პრეზიდენტი კი არა, მონათმფლობელია!
ილია კოკაია: ლვოვის "კარპატიმ" ამ თაღლითურ სქემაზე პასუხი უნდა აგოს!
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზესტაფონის პრესსამსახური ცრუობს, თითქოს რამდენიმე ფეხბურთელია დაჯარიმებული,თანაც შინა განაწესის დარღვევაზე,კოკაიამ ხუციშვილის პირით შემოუთვალა გუნდს,უკვე მეორედ რომ აჯარიმებდა.რაც შეეხება ულტიმატუმს,კოკაია იმის ჩიტია,ვინმე გაუშვას გუნდიდან? გაიხსენეთ ბუბა, ძარო, გელაშვილი.
baqar
13:29 07-12-2012
0
ისე მუჯირს და ზამთარაძესაც არ აქვთ კარგი სახელი, განსაკუთრებით მუმუს. ეგ კოკაიას კაცია დაფეხბურთელებს შეცდომაში შეიყვანს და არსადაც არ წავა.ჩემი აზრით ყველაფერ ამაში მუმუ კოკაიასთან ერთად მოქმედებს და შარში მთელი გუნდი გახვია.
baqar
14:43 07-12-2012
0

სიახლეები პოპულარული