გოგიტა გოგუა: ქეცბაია და ფიფია ცდილობენ, კარიერა დამინგრიონ!

AutoSharing Option
გოგიტა გოგუამ გორის "დილა" დატოვა და 15 დეკემბერს ბათუმის "დინამოსთან" მე-20 ტურის შეხვედრას აღარ ითამაშებს.

ცხადია, საქართველოს თასის მფლობელისთვის ეს დიდი დანაკლისი იქნება.

თავად ფეხბურთელი ამბობს, რატომ არ სურს თბილისის "დინამოში" დაბრუნება.

- შევიტყვეთ, რომ 14 დეკემბერს თბილისის "დინამოდან" განათხოვრების ვადა გიმთავრდება.
- დიახ, ასეა. 15 დეკემბერს გორელებთან ვარჯიშის უფლებაც არ მაქვს. კლუბს ვტოვებ, მაგრამ მადლობა უნდა გადავუხადო ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს, გუნდის რიგით თანამშრომლებს, რადგან "დილაში" გატარებული მცირე პერიოდის მიუხედავად, გორში დიდი სიყვარული და სითბო ვიგრძენი.

გუნდს დიდი პოტენციალი გააჩნია;
ეგაა, უკეთესი შეთამაშებისთვის დრო სჭირდება.

- მართალია, თითქოს შენ და "დილას" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი "ხიმკიში" მიდიხართ?
- სხვებზე ვერაფერს გეტყვით, მე ნაღდად არ მივდივარ. წინადადებებს ახლა ველოდები.

- "დინამოში" დაბრუნდები?
- როგორც თავად არ სურთ, ასევე მე არ მინდა იქ დაბრუნება. "დინამომ" გამათავისუფლოს და ჩემს თავს მივხედავ.

Sportall.Ge- კონტრაქტი როდის გიმთავრდება?
- ხელშეკრულება, ოფციონის წესით, 1+2 წლით გაფორმდა, ანუ ერთი წლის შემდეგ ხელახლა უნდა დავმსხდარიყავით და ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში, კიდევ ორი წლით გაგვეხანგრძლივებინა. თავიდან ასეც ვაპირებდი, მაგრამ ახლა ამის სურვილი არ მაქვს.

იმედია, პრობლემებს ახლა მაინც არ შემიქმნიან და მშვიდად დავშორდებით. ურთიერთობების სასამართლოებში გარკვევა აღარ მინდა.

არადა, ყველაფერი ძალიან კარგად იწყებოდა. "ვოლგადან" წამოსულს სამი არჩევანი მქონდა, მათ შორის, უკრაინიდან ვარიანტს გიორგი ქინქლაძეც მთავაზობდა, მაგრამ დღე არ გავიდოდა, "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიას რომ არ დაერეკა. ასე გავიცანი და ეს ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა.

გადავხედე ვითარებას, პერსპექტიული გუნდი ყალიბდებოდა, მშვენიერი ინფრასტრუქტურა - ასეთი ბაზა ბევრ კლუბს არ აქვს. მეც ყველა შემოთავაზებაზე უარი ვთქვი და "დინამოსთან" კონტრაქტის გაფორმებას დავთანხმდი.

ეგონათ, დიდ ფულს დებდნენ და სწორი გზით მიდიოდნენ, გოგუას ჩამოსვლით კი გუნდი სერიოზულ პროგრესს განიცდიდა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობდი, მიდგომები არ მომეწონა. ფიფია აშენებდა ინფრასტრუქტურას, მაგრამ გუნდს - ვერა.

გინახავთ კლუბი, რომელსაც თავდამსხმელი არ ჰყავს? აბა, მოაშორეთ ჯაბა დვალი და რა გუნდი იქნება დღევანდელი "დინამო", ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

რადგან ფიფიასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თავდამსხმელის ჩამოყვანა ვთხოვე, მაგრამ ასე არ მოხდა და გუნდმაც ვერაფერს მიაღწია. მე კი, თავდამსხმელის არყოფნაში, გოლეადორობასაც კი მთხოვდნენ. აბა, რომელი თავდამსხმელი მე ვიყავი?

- ამის გამო ხარ ფიფიაზე გაბრაზებული?
- მიზეზი სხვა რამ იყო. თამაშებს ვერ ვიგებდით, ვიღაცეების რჩევებს აჰყვა და მერე პრემიები გაგვინახევრეს. ურთიერთობები უფრო და უფრო დაგვეძაბა. გადამწყვეტი ის შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც უკმაყოფილება პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

წინა სეზონში გორის "დილასთან" ერთ-ერთი მატჩის შემდეგ მითხრა, რომ, თურმე, წაგება ჩემი ბრალი იყო, უგულოდ ვითამაშე და ა.შ. ეს ვეღარ მოვითმინე და ჩვენი კონფლიქტის მთავარი მიზეზი გახდა. სეზონის დასრულების შემდეგ კი გამანათხოვრა.

21 წელია, რაც ფეხბურთს ვთამაშობ და კარიერის აწყობას ვცდილობ. ამ პერიოდში ბევრი ტკივილიც ვნახე, სიხარულიც და იმედგაცრუებაც, მაგრამ 3-თვეში "დინამომ", მანამდე კი ქეცბაიამ ამ კარიერის დანგრევა და ჩემი ნაშრომ-ნაწვალების წყალში ჩაყრა მოინდომეს.

ფეხბურთელის ისეთი გაწირვა, რასაც აქ ქართველები ერთმანეთს ვუკეთებთ, სხვაგან წარმოუდგენელია. საერთოდ, ქეცბაია, ფიფია და ყველა ხელმძღვანელი უნდა ხვდებოდეს, რომ მოთამაშეც ადამიანია და ღირსება და ამბიცია გააჩნია.

Sportall.Ge- ურთიერთობები ვერც "დინამოსთან" ააწყვე და ვერც თემურ ქეცბაიასთან. იქნებ თავად ხარ კონფლიქტური?
- ქეცბაიას თუ ჰგონია, რომ "შე კაი დედმამიშვილოსა" და "ტოს" მაღალ ტონში ძახილით სიმართლეს ამტკიცებს, ძალიან ცდება. მასაც დავუჯდები პირდაპირ ეთერში, ფიფიასაც და ბოლოს და ბოლოს, ხალხმა გაიგოს, მე ვარ ასეთი აუტანელი, თუ რა ხდება.

ისინი ცდილობენ, ჩემზე არასწორი ინფორმაციები გაავრცელონ და კარიერა დამინგრიონ.

- ალბათ, ნაკრებში თამაშზე აღარც ფიქრობ...
- ძალიანაც ბევრს ვფიქრობ და მინდა! მთელი ხმით გაჰკიოდა, გოგუა ფეხბურთელი არ არისო და ხორვატიის შემდეგ საქართველოს ნაკრების კარები გადამიკეტა.

გული მწყდება, ასეთი კაცი რომ არის ჩვენი ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ ეს საქართველოს ნაკრებია, არა ქეცბაიასი და პირადი კონფლიქტებითა და შეხედულებით გუნდს არ უნდა აკომპლექტებდეს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩემს შემთხევევაში ასე მოხდა.

"პირველი არხის" ჟურნალისტს დავით მინაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა. ქეცბაია კი ჟურნალისტებს ლაპარაკს არ აცლის და ხალხი შეცდომაში შეჰყავს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ყველაზე მწვავე კითხვები მისთვის არ დაუსვამთ.

თავად ხომ უნდა ნაკრების მწვრთნელობა? ჰოდა, მე ნაკრებში დაბრუნება მსურს, მაგრამ მისი პირადი ინტერესის გამო, უკვე წელიწადნახევარია, ეს შანსი მესპობა. ან რას ერჩოდა სირაძეს, რომელიც ბოლო წლებში ნაკრების ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი იყო?

გოგიტა გოგუამ დილა დატოვა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს!
გოგიტა გოგუას სიმართლის დრო: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!
ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი
ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!
დავით მუჯირის ღია წერილი თემურ ქეცბაიას
დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?

მკითხველის კომენტარები / 12 /
გოგუა, არც მე გათამაშებდი ნაკრებში, თუნდაც იმ მცირე ინფორმაციიდან გამომდინარე რაც მე გამაჩნია შენზე. სულს და გულს ვდებ მოედანზეო რომ ამბობ, იცი რას მაგონებს ეგ? რომ იტყვიან ხოლმე ვინმეზე: არ არის ცუდი ბიჭი, კარგი გული აქვსო. გულს კი დებ, მაგრამ თამაშობ ქაჯივით, ძალიან დიდი ბოდიში.
odala
11:54 14-12-2012
0
მაგარი უნამუსო ხარ !! სულ სხვას ადანაშაულებ ყველა გუნდიდან გაგადევეს და იმის კაცობაც არ გაქ რომ ერთხელ საკუთარ თავში ჩაიხედო და აგიარო !! ნადირალა
guram
12:49 14-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული