დინამო (ბთ)-დილა 1:2 - გორელებს მცვე­ლებ­მა მო­ა­გე­ბი­ნეს [VIDEO]

AutoSharing Option
მატ­ჩი ხუ­თი წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­იწყო, რი­თაც მო­ბურ­თა­ლებ­მა სო­ლი­და­რო­ბა და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უცხა­დეს სა­ხელ­მ­წი­ფო სახ­ს­რე­ბით და­ფი­ნან­სე­ბულ გუნ­დებს, რო­მელ­თა მო­მა­ვა­ლიც ერ­თობ სა­ეჭ­ვოდ მო­ჩანს.

გო­რელ­თა­გან პირ­ვე­ლი გო­ლის გამ­ტა­ნი "დი­ლას" მეშ­ვი­და­სე სა­უ­მაღ­ლეს­ლი­გო გო­ლის ავ­ტო­რი ხდე­ბო­და, ხო­ლო ლა­ინ­ს­მენ მი­ხე­ილ კუ­პა­ტა­ძეს ელიტ­ლი­გა­ში სა­დე­ბი­უ­ტო შეხ­ვედ­რა ჰქონ­და.

გა­ვუს­წ­რებთ მოვ­ლე­ნებს და გეტყ­ვით, რომ სა­ი­უ­ბი­ლეო გო­ლის ავ­ტო­რი სტუ­მარ­თა მარ­ცხე­ნაფ­ლან­გე­ლი და­ვით კვირ­კ­ვე­ლია გახ­და, რო­მელ­მაც მი­სი­ვე მო­ნა­დი­რე­ბუ­ლი პე­ნალ­ტი გო­ლად აქ­ცია, ხო­ლო თა­ნამ­საჯ­მა რამ­დე­ნი­მე რთულ ეპი­ზოდ­ში ისე და­მა­ჯე­რებ­ლად იმუ­შა­ვა, გა­მოც­დილ ლა­ინ­ს­მე­ნებ­საც შე­შურ­დე­ბო­დათ.

თუმ­ცა ნა­მატ­ჩევს მსა­ჯე­ბი ბა­თუ­მელ­მა ფა­ნებ­მა ობ­ს­ტ­რუქ­ცი­ის მოწყო­ბით "გა­ა­ცი­ლეს" - მა­თი აზ­რით, მე-14
წუთ­ზე, "დი­ნა­მოს" მცვე­ლის მი­ერ ხე­ლით თა­მა­ში გი­ორ­გი ვა­დაჭ­კო­რი­ას პე­ნალ­ტად არ უნ­და შე­ე­ფა­სე­ბი­ნა.

ეს ეპი­ზო­დი კი მას შემ­დეგ მოხ­და, რაც შე­ტე­ვა­ში წა­სუ­ლი კვირ­კ­ვე­ლია მარ­ჯ­ვე­ნა ფრთი­დან სა­ჯა­რი­მო­ში ჩა­წო­დე­ბით მის მი­ერ კუთხუ­რის გა­თა­მა­შე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი კომ­ბი­ნა­ცი­ის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ლა­მობ­და, მას­პინ­ძელ მცველს თით­ქ­მის უწყი­ნარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ბურ­თი ხელ­ზე მოხ­ვ­და და არ­ბირ­ტ­მა უყოყ­მა­ნოდ და­ნიშ­ნა 11-მეტ­რი­ა­ნი, რო­მე­ლიც გო­ლად "დი­ლას" მცველ­მა ლა­მა­ზი დარ­ტყ­მით აქ­ცია, 1:0.

Sportall.Geსხვა­თა შო­რის, კვირ­კ­ვე­ლი­ას ან­გა­რიშ­ზეა კი­დევ ერ­თი სა­ი­უ­ბი­ლეო გო­ლი - 8 წლის წინ მან თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" 1300-ე გო­ლი გა­ი­ტა­ნა, ხო­ლო "დი­ლას" მე-600 გო­ლი­დან 4 წელ­ზე მე­ტი გა­ვი­და.

სა­ი­უ­ბი­ლეო გო­ლის გა­ტა­ნის შან­სი და­თომ­დე ნა­თან ჟუ­ნი­ორ­სა და გი­ორ­გი კა­ხე­ლიშ­ვილ­საც ჰქონ­დათ, მაგ­რამ ბა­თუ­მელ­თა კა­რი და კვირ­კ­ვე­ლი­ას "იუბი­ლე" ახალ­ბე­და მე­კა­რე რო­მან ტა­კი­ძემ გა­და­არ­ჩი­ნა. აქ­ვე გეტყ­ვით, რომ იგი მე­ოთხე მე­კა­რეა, ჯე­რაც გა­უს­რუ­ლე­ბელ პირ­ველ ეტაპ­ზე "დი­ნა­მო­ელ­თა" კა­რი რომ და­იც­ვა.

გი­ზო შენ­გე­ლია გუნ­დი­დან წა­ვი­და, შო­თა მა­მი­ნაშ­ვი­ლი გა­ცი­ე­ბუ­ლია, ხო­ლო ივან პი­ცა­ნი წი­ნა ტურ­ში თა­მა­შის დროს ისე და­შავ­და, რომ მი­სი ჩას­რუ­ლე­ბა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა.

მარ­თა­ლია, სტუმ­რებ­მა და­ას­წ­რეს, მაგ­რამ ან­გა­რი­შის გახ­ს­ნის ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი შან­სი მას­პინ­ძ­ლებს მი­ე­ცათ, რო­ცა პირ­ვე­ლი­ვე წუთ­ზე გე­ლა გო­გი­ტი­ძეს უკეთ რომ და­ერ­ტყა, მა­რინ სკენ­დე­რი, ალ­ბათ, უძ­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და.

ასე­ვე კარ­გი შან­სი ბა­თუ­მე­ლებს 30-ე წუთ­ზე მი­ე­ცათ, რო­ცა ჯერ თორ­ნი­კე ბე­რი­ძე ცდი­ლობ­და მარ­ჯ­ვ­ნი­დან სა­ჯა­რი­მო­ში შეს­ვ­ლას და გო­რე­ლებ­მა მი­სი შე­ჩე­რე­ბა სა­ხი­ფა­თო ჯა­რი­მის ხარ­ჯ­ზე მო­ა­ხე­ხეს, რა­საც კუთხუ­რი მოჰ­ყ­ვა - ამი­რან მუ­ჯი­რის ჩა­წო­დე­ბუ­ლი პირ­და­პირ კარ­ში წა­ვი­და, სკენ­დერ­მა მი­სი კა­რის ხა­ზი­დან გა­მო­ტა­ნა რის ვაი-ვაგ­ლა­ხით მო­ა­ხერ­ხა.

იქ­ვე მცვე­ლებ­მა ორ­ჯერ უხე­ი­როდ მო­ი­გე­რი­ეს ბურ­თი და ბო­ლოს ამი­რან აბუ­სე­ლი­ძეს კუთხე ხე­ი­რი­ა­ნად რომ ჩა­ე­კე­ტა, ან­გა­რი­შის გა­თა­ნაბ­რე­ბას წინ არა­ფე­რი და­უდ­გე­ბო­და.

ამ ეპი­ზო­დი­დან ხუ­თი­ოდ წუთ­ში უკ­ვე "დი­ნა­მო" გა­დარ­ჩა - უმ­წ­ვა­ვე­სი შე­ტე­ვა რო­მან ახალ­კა­ცის პა­სის შემ­დეგ კა­ხე­ლიშ­ვილ­მა და­ა­ბო­ლო­ვა, თუმ­ცა ბურ­თ­მა შო­რე­ულ ძელს სან­ტი­მეტ­რე­ბით ჩა­უ­ა­რა. მა­ლე­ვე "დი­ლას" ხორ­ვა­ტი მე­კა­რე სა­ი­მე­დოდ და­უხ­ვ­და ირაკ­ლი ცნო­ბი­ლა­ძის დარ­ტყ­მულს, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, შემ­ტევს უკე­თაც და­ერ­ტყა.

პირ­ვე­ლი წუ­თი მე­ო­რე ტა­იმ­შიც მას­პინ­ძელ­თა კარ­გი შე­ტე­ვით იყო გა­მო­სარ­ჩე­ვი - შეც­ვ­ლა­ზე შე­სუ­ლი ნი­კა დი­ა­სა­მი­ძე შე­საძ­ლოა, წი­ნა ფო­თუ­რი მატ­ჩის მსგავ­სად, მატ­ჩის გმი­რი გამ­ხ­და­რი­ყო, რო­ცა ჯერ მა­რინ სკენ­დერ­თან ლა­მის პი­რის­პირ გა­სულ­მა მე­კა­რეს აუღე­ბე­ლი ვერ და­ურ­ტყა, ხო­ლო მა­ლე­ვე სა­ჯა­რი­მო­ში დაწყე­ბუ­ლი ფინ­ტი რომ გა­მოს­ვ­ლო­და, ბო­ლო მცველ­საც ჩა­მო­ი­ტო­ვებ­და და მო­რი­გი შან­სი მი­ე­ცე­მო­და.

ასე­ვე შე­მოს­ვ­ლი­დან პირ­ვე­ლი­ვე წუთ­ზე გა­ტა­ნა მი­ხა­ილ გო­რე­ლიშ­ვილ­საც შე­ეძ­ლო, მაგ­რამ მი­სი შო­რე­ულ მა­ღალ კუთხე­ში დარ­ტყ­მუ­ლი ბურ­თი ბა­თუ­მელ­თა მე­კა­რემ ლა­მაზ ნახ­ტომ­ში ხე­ლებ­ში გა­აქ­ვა­ვა.

თუმ­ცა ორ წუთ­ში ტა­კი­ძეც უძ­ლუ­რი გახ­და, რო­ცა მის­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა ბურ­თი ცენ­ტ­რ­ში და­კარ­გეს და პირ­ვე­ლი გო­ლის ავ­ტო­რის მსგავ­სად, გუ­რულ­მა და მცველ­მა, ლა­შა სა­ლუქ­ვა­ძემ 15-იოდე მეტ­რი­დან აუღე­ბე­ლი და­ურ­ტყა, 2:0.

ამის შემ­დეგ სტუმ­რებს მე­სა­მის გა­ტა­ნაც მარ­თებ­დათ, მაგ­რამ გო­რე­ლიშ­ვილ­მა და კა­ხე­ლიშ­ვილ­მა ტა­კი­ძის მე­სა­მედ დამ­წუხ­რე­ბა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხეს.

Sportall.Geსა­მა­გი­ე­როდ, უპი­რა­ტე­სო­ბას და­ე­უფ­ლა ტრავ­მე­ბის გა­მო გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით მო­თა­მა­შე "დი­ნა­მო". გია გუ­რუ­ლის შე­გირ­დებ­მა ბო­ლომ­დე გა­იბ­რ­ძო­ლეს და ლი­დერ­თან თუ მხო­ლოდ და­თა სი­ჭი­ნა­ვას მი­ერ სა­ჯა­რი­მო­დან გა­ტა­ნილ გოლს გა­მორ­ჩ­ნენ, მა­ინც ქე­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

ცო­ტა იღ­ბა­ლიც და მე­ტი დრო რომ ჰქო­ნო­დათ, არც ის ჩან­და შე­უძ­ლე­ბე­ლი, რომ ქუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნათ.

P.S. აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია სტუ­მარ­თა გუნ­დის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, ზუ­რაბ და­ლა­ქიშ­ვი­ლის ქმე­დე­ბა, რო­ცა მან "დი­ლას" ფან-კლუბს რამ­დენ­ჯერ­მე შე­ნიშ­ვ­ნა მის­ცა და მათ­გან მსა­ჯე­ბი­სად­მი სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და კო­რექ­ტუ­ლი მოპყ­რო­ბა მო­ითხო­ვა.

ბა­თუ­მელ ფა­ნებს კი "ზღვა­ზე მი­ვი­ღე ზა­გა­რის" მსა­ჯე­ბი­სად­მი არა­კო­რექ­ტუ­ლი და­ბო­ლო­ე­ბა შა­ბათს არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

VideoSportall.Ge
დინამო (ბთ) - დილა 1:2

მატ­ჩის შემ­დეგ
გია გუ­რუ­ლი ("დი­ნა­მო" ბთ):
"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დე­ნი­მე წამ­ყ­ვა­ნი მო­თა­მა­შე გვაკ­ლია, გუნ­დ­მა ბო­ლომ­დე იბ­რ­ძო­ლა. და­სა­ნა­ნია, რომ ქუ­ლის მო­პო­ვე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, წა­გე­ბას ნამ­დ­ვი­ლად არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დით. და­ნარ­ჩე­ნი თა­მა­შე­ბი ჩვენ­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა და უკან და­ხე­ვას არ ვა­პი­რებთ".

გი­ორ­გი და­რა­სე­ლია ("დი­ლა"):
"ორი­ვე გუნ­დი მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და ამ მატჩს. მე­ტო­ქის­გან ასეთ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას ვე­ლო­დით კი­დეც. მო­გე­ბის გარ­და, გვინ­დო­და მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის კარ­გი თა­მა­შიც გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რა­საც ზოგ­ჯერ ვა­ხერ­ხებ­დით, ზოგ­ჯერ - ვე­რა. შე­დე­გით, რა თქმა უნ­და, კმა­ყო­ფი­ლი ვარ".

და(ვ)ითვალე 1300-ედან მე-700-მდე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბათუმის დინამოს ჩამშლელი ნახევარმცველი გელა გოგიტიძე ნამდვილად გამოადგება ნაკრებს. მე მგონია რომ ზალიან მაგრად თამაშობს თავით და ასევე გააზრებულ ფეხბურთს.
maia
15:36 18-12-2012
0
გელა გოგიტიძე ნამდვილად გამოდგება ნაკრებში. ძალიან მაგრად თამაშბობს თავით და კარგი იქნება თუ ვინმე დააკვირდება ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს. მე თვითონ ვნახე რამდენიმე ბათუმის დინამოს თამაში და მომეწონა გოგიტიძე
maia
15:33 18-12-2012
0

სიახლეები პოპულარული