არმაზ ჯელაძე: ასეთი უხეში გუნდის მნახველი არ ვარ

AutoSharing Option
14 თებერვალს თურქულ შეკრებაზე ბოლნისის "სიონი" ბელოპოლეს "ედინსტვოს" შეხვდა, რომელიც ჩერნოგორიის 12-გუნდა ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.

მატჩი ბოლნისელთა უპირატესობით დაიწყო და მალე "სიონი" ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა: ეტყობა, მშვენიერ ფორმაში შედის 32 წლის კოკა მიკუჩაძე, რომელმაც 22-ე წუთზე კარიდან გამოსული მეკარე შენიშნა და დაახლოებით 35 მეტრიდან ბურთი თავზე გადაუგდო - 1:0.

27-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ზაალ ელიავას გამჭოლი გადაცემის შემდეგ, ვლადიმერ უგრეხელიძემ ბურთი კარში შეუჩერებლად დაარტყა - 2:0.

თითქოს საქმე მოთავებული იყო, მაგრამ ბოლნისელთა მთავარი მწვრთნელის, არმაზ ჯელაძის თქმით, ბალკანელებმა უხეშობა დაიწყეს,
რის გამოც მოთამაშეებს მოუწოდა, ხისტ ორთაბრძოლებს მორიდებოდნენ.

ჩერნოგორიელებმა მეორე ტაიმში ამით ისარგებლეს და ანგარიში გაათანაბრეს. "სიონს" კი გოლი არ ჩაუთვალეს და ბოლნისელთა აზრით, მეტოქემ პირველი გოლი თამაშგარედან გაიტანა.

ასეა თუ ისე, შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

"ასეთი უხეში გუნდის მნახველი არ ვარ. ეს, განსაკუთრებით, ბოლოს გამოამჟღავნეს, რომ არ დამარცხებულიყვნენ.

მიკროტრავმა ბევრმა ჩვენმა მოთამაშემ მიიღო, მაგრამ საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა",
- თქვა არმაზ ჯელაძემ.

სიონი: ბობღიაშვილი - ფოფხაძე, ქემოკლიძე, საპირი, ელიავა - ჯოჯუა, ჰაიდუჩეკი - უგრეხელიძე, მანწკავა, ლექვთაძე - მიკუჩაძე
შეცვლაზე: სვანიძე, ჩივაძე, ნემსაძე, ისიანი, ხურციძე, ფალავანდიშვილი.

"სიონი" ანტალიაში ბოლო საკონტროლო შეხვედრას 17 თებერვალს მინსკის "დინამოსთან" ჩაატარებს, 18-ში კი გუნდი სამშობლოში დაბრუნდება.

ასევე იხილეთ:

ბოლნისში ახალი, თანამედროვე სტადიონი აშენდება
ბოლნისის "სიონმა" ექსოსერელი პოლონელი ფეხბურთელი დაიმატა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული