პროტესტის 5 წუთი - გორის "დილა" კლუბებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
4 მაისს ეროვნული ჩემპიონატის ტურია და მატჩის წინა დღეს ჯერაც გასარკვევი იყო, ჩავიდოდა თუ არა გორის "დილა" სამეგრელოში "ზუგდიდთან" სათამაშოდ.

მიზეზი: "დილაში" არსებული გაურკვევლობა და ფინანსური პრობლემები.

ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ "დილა" ზუგდიდელებთან სათამაშოდ მეორე გუნდით წავიდოდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდა, რომ "დილა" ოპტიმალური შემადგენლობით ესტუმრება "ზუგდიდს".

ცხადია, პრობლემა ამით ვერ მოწესრიგდება და "ზუგდიდი"-"დილა" სიმბოლურად ხუთი წუთით გვიან დაიწყება - ეს არის კლუბის რეაქცია "დილაში" შექმნილი ვითარების საპასუხოდ.

"დილა" ამავე დროს სხვა კლუბებს მოუწოდებს, სოლიდარობის ნიშნად მათაც ხუთი წუთით
გვიან დაიწყონ ტურის შეხვედრები.

შევიტყვეთ, რომ 4 მაისს "დილას" გულშემატკივრები ქალაქის ცენტრში შეკრებას და პროტესტის გამოხატვას აპირებენ, აქცია საღამოს ხუთ საათზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XXX ტურის წინათქმა: საჩემპიონო ზეიმი დღესვე?
არ დაგვიშალოთ კლუბი! - გორელი ქომაგი "დილას" დასაცავად
ბავშვური ოცნების დასასრული - გორის "დილა" იშლება!
მკითხველის კომენტარები / 10 /
WWW, იმიტომ, რომ დილა სახელმწიფოს ეკუთვნის და ვიტ ჯორჯია მგონი კერძოა. სახელმწიფო კერძო პირების ინტერესებს როგორ დააფინანსებს ან რატომუნდა დააფინანსოს? თუ არ შეუძლია ვიტ ჯორჯიას პატრონს შენახვა მიყიდოს სხვას, კერძო პირს, რომელიც მიხედავს, თუ იპოვის ასეთს საქართველოში :D. ყველამ ხომ ვიცით, რომ კერძო ბიზნესსაც შეტენილი აქვს ფეხბურთი და ყველა ტირის. სულ იმუქრებიან წავალ წავალო და სინამდვილეში ერთი სული აქვთ როდის მოიშორებენ ფეხბურთს. ფეხბურთი საქართველოში კი არა გაგანია ევროპაში არაა მომგებიანი ბიზნესი და აბა ჩვენი გაჭირვებული ბიზნესი რისი ჩამდებია სხვა მზაკვრული მიზნები თუ არ აქვს :D
0
ბიუჯეტიდან რატო ფინანსდება დილა და არა ვიტ ჯორჯია რა მეტი დამსახურება აქვს ქართულ ფეხბურთში თუ რა ხდება ერთი თასი ისიც ძალით მოაგებინეს დიდი ვანოს დამსახურებით
0

სიახლეები პოპულარული