ახლახან დაითვალეს, რომ საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირთა შორის ერთ-ერთი კონკრეტული მაჩვენებლით ბაჩანა არაბული ლიდერობს.
გორის "დილასა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა, მიმდინარე სეზონში ჩატარებული წუთებისა და გოლების შეფარდების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.
18 წლის არაბულს ხუთი ბურთის გასატანად 174 წუთი დასჭირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ "დილას" ფეხბურთელს საშუალოდ ყოველ 35 წუთში გააქვს გოლი. იმ მოთამაშეებს შორის, რომლებმაც ეროვნულ ჩემპიონატში ხუთი ან მეტი გოლი გაიტანეს, ეს საუკეთესო მაჩვენებელია.
ბომბარდირთა დავას
ცხადია, არაბულის ლიდერობა იმან განაპირობა, რომ საქართველოს პირველობაზე მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშის შედეგიანობა მაინც დასაფასებელია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტორპედო-დილა 5:4 - ქუთათურთა ბრინჯაო გოლების წვიმაში [VIDEO]
დილა-ზუგდიდი 6:0 - მესამე მწვრთნელის გაორმაგებული [VIDEO]
იტალიელი მენეჯერი საქართველოშია - ვინ მოეწონა რიკარდო ჩერველატის
ბაჩანა არაბული: ყოველი დღე ნაყოფიერად უნდა გამოვიყენო
ბაჩანა არაბული: ჯერ გორის "დილა", მერე "ფრანკფურტი"?