გაურკვევლობაა სახელმწიფო გუნდებში - დააფინანსებენ თუ არა პირველ ლიგაში გავარდნილ ბათუმის "დინამოს", ფოთის "კოლხეთს"; ან ექნება თუ არა სათანადო ბიუჯეტი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ლანჩხუთის "გურიას"?
ფეხბურთზე გული აუცრუვდათ "ვიტ ჯორჯიასა" და მარტვილის "მერანის" მეპატრონეებსაც...
ქართველი გულშემატკივარი უმაღლესი ლიგის კლუბების პრობლემებით შეწუხებულია და აქციებს აპირებს. ეს პროტესტი განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა,
ბოლო და ყველაზე მძაფრი რეაქცია კი ქუთაისის "ტორპედოში" განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. აჟიოტაჟი არ ცხრება.
ბოლო ჭორი ასეთია: კომპანია "ვისოლი" "ტორპედოს" პატრონობას აღარ აპირებს და გუნდიდან მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძეც მიდისო.
რა ხდება სინამდვილეში? მართლა აპირებს "ვისოლი" გუნდის მიტოვებას? ამის შესახებ ქუთაისური კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი პაპიაშვილს დავუკავშირდით.
- ბევრმა უკვე მიიჩნია, რომ გუნდიდან წახვედით. რეალურად რა ხდება "ტორპედოში"?
- ამ ხმებმა ჩემამდეც მოაღწია. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ახლა ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, გაოცებული ვარ. მადლობა "ლელოს", ჭორ-მართალში გარკვევა რომ მოისურვა. გულშემატკივარი რომ არ ვანერვიულო, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის ჭორი და რეალობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.
- შესაძლოა, ხმების გავრცელებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ შემადგენლობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია დადასტურდა...
- საკადრო ცვლილებები "ტორპედოშიც" ხდება და "რეალშიც", მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გუნდიდან მივდივართ და მის დაშლას ვაპირებთ. ამაზე არც გვიფიქრია. საერთოდ, რატომ ჩათვალეს, რომ გაახალგაზრდავება დაშლის ტოლფასი იქნებოდა?!
- ალბათ, იმიტომ, რომ გამოცდილი მოთამაშეების გაშვებაზე გავრცელდა ხმები, ასე კი გუნდი დასუსტდება...
- ჯერ ერთი, ჩვენ ყველა გამოცდილი ფეხბურთელის გაშვებას არ ვაპირებთ; მეორეც - გაცილებით ძლიერი გუნდის მშენებლობა გვსურს და არა "ტორპედოს" მიტოვება.
- ჯერ კიდევ ზამთარში ლაპარაკობდნენ ქუთაისში "ლუკოილის" მისვლაზე...
- დამიჯერეთ, მსგავსი მოლაპარაკება ჩვენ არც "ლუკოილთან" გვქონია და არც სხვა კომპანიასთან. ეს სრული აბსურდია. რომელ წასვლაზეა ლაპარაკი, პირიქით, "ტორპედოს" გაძლიერება და ქუთაისელი გულშემატკივრების გახარება გვსურს. ამ ხალხმა დაიმსახურა, რომ უფრო ძლიერი და სოლიდური კლუბი ჰყავდეთ.
თუმცა უფრო დეტალურად ამაზე ჩვენი პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე ილაპარაკებს - ის ახლა უცხოეთშია, თბილისში მალე დაბრუნდება და იტყვის - სად და როგორ მოვემზადებით.
ყველა დარწმუნდება - კი არ დავიშლებით, არამედ გავძლიერდებით. ბოლოს და ბოლოს, გუნდი ევროპის ლიგაზე გავიდა და უპასუხისმგებლო ხალხი არ ვართ, ასეთ დროს გუნდი მივატოვოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევროსეზონი ახლოვდება: რას უმზადებს ქართულ კლუბებს წილისყრა
გრიგოლ დოლიძე - "ჩიხურაში", გიორგი ბერიაშვილი - "დინამოში"?
ქუთაისის "ტორპედო" გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებს
ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "ლოკომოტივი" ერთიანდებიან?
რაგბისტების ადრე ,,სახლმშენი,, დღეს აიაა და ცუდია?ან მეტალუგი-დღეს ზესტაფონია!
ან ამიხსენით ეს ტორპედო,მანქანის ნაწილია,რაკეტაა თუ უზბეკური ნესვი?