"ზესტაფონი": სტადიონზე ელექტროენერგია შეწყდა, ბალახი ხმება...

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და საწვრთნელ ბაზას დავალიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ამის გამო მოედნები ვეღარ ირწყვება და გაზონის გახმობის პროცესი დაიწყო.

"ზესტაფონმა" ამის თაობაზე ოფიციალური წერილებით უკვე მიმართა როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს, მაგრამ მდგომარეობა უკვე კრიტიკულია და ამდენი ხნის ნაწვალებ-ნაჯაფარი მოედნები მალე განადგურდება.

აქვე ვსვამ რიტორიკულ შეკითხვას: ქართული ფეხბურთისთვის უფრო მეტი სარგებელი კერძო კლუბებს მოაქვთ თუ საბიუჯეტოებს?

ცნობისთვის, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების 18-კაციან შემადგენლობაში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, 15 ქართული
კერძო კლუბის წევრია, ერთი საბიუჯეტოსი და ორიც - ლეგიონერი"
, - გვითხრა "ზესტაფონის" პრესსამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ილია კოკაია საზღვარგარეთაა, "ზესტაფონის" მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია
დინამო-ზესტაფონი არ ჩაიშლება - ლევან ყიფიანი ზესტაფონს ესტუმრა
”ზესტაფონი”: გვინდა შეგახსენოთ, რომ ეს სწორედ ის ლევან ყიფიანი გახლავთ...
ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!
დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...
ზვიად სიჭინავა: ილია კოკაიას მეგობრულად ვთხოვ, არ მიატოვოს "ზესტაფონი"
ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა
ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...
მკითხველის კომენტარები / 3 /
გლადიატორ: დაეხმარე მერე...
საერთოდ ქართველებს ამბიციების და მოთხოვნების დაბალანსება არ შეგვიძლია და მაგაშია მთელი პრობლემა.
avoyeee
19:36 01-06-2013
0
რას დაემსგავსა საერთოდ ქართული ფეხბურთი, გუნდი ფინალში გავა მოიგებს და მეორე დღეს დენის ფულს ვერ იხდის,საერთოდ ხომ არ ჯობია გაუქმდეს ეს სპორტი საქართველოში ნერვებს მაინც აგარ მოგვიშლიან,ან იქნებ პრეზიდენტის ბრალია,ამ ეტაპზე ჯობია გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი კაი ფულს რომ ჭრის.
0

სიახლეები პოპულარული