გიორგი დევდარიანი "დილას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

AutoSharing Option
ვალდას ივანაუსკასის წასვლის შემდეგ "დილას" სათავეში გიორგი დევდარიანი ჩაუდგა.

ახალგაზრდა სპეციალისტს საკმაო გამოცდილება აქვს უმაღლეს ლიგაში მოღვაწეობის.

2001 წელს მისი გაწვრთნილი თბილისის "თბილისი" საკმაოდ ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, სადაც წარმოაჩინა კიდეც თავი საინტერესო სპეციალისტად, რაც ქართველ გულშემატკივარს უთუოდ უნდა ახსოვდეს.

შემდეგ, 2009 წლიდან ბატონი გიორგი მოღვაწეობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში, რომლებმაც ელიტრაუნდში მოხვედრით დაამახსოვრეს ქართველ გულშემატკივარს თავი.

იგი ასევე გახლდათ 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. შემდეგ იგი მუშაობდა თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად.

ამიერიდან გიორგი დევდარიანი "დილას" მთავარ მწვრთნელად იმუშავებს.

აქვე მოგახსენებთ,
რომ 4 ივნისს, 13:00 სთ-ზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შედგება "დილას" ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის წარდგენა.

"დილას" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა რაღა გვიჭირს აწი ავშენდით,რაც თასებია ყველაფერს მოვიგებთ,ვაი ჩვენს პატრონს უბედურს.
roma
15:25 03-06-2013
0
წარმატებებს ვუსურვებ ბატონ გიორგის ახალ თანამდებობაზე !!!
ირაკლი
15:50 03-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული