Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო მარჯვენა მცველად გიორგი სეთურიძე აღიარეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მარჯვენა მცველად თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გიორგი სეთურიძე (36.2%) დაასახელეს.

მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ჩემპიონატის რჩეული მარჯვენა მცველისთვის ხმა სამი დღის განმავლობაში მიეცა. ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა 1860-მა ადამიანმა მიიღო.

მეორე ადგილზე საჩხერის "ჩიხურას" მარჯვენა მცველი დავით ოდიკაძე (21.6%) გავიდა.

მკითხველთა ხმები ასე განაწილდა:

გიორგი სეთურიძე (დინამო თბ) - 674
დავით ოდიკაძე (ჩიხურა) - 401
დათა რიგვავა (ტორპედო) - 335
გიორგი შაშიაშვილი (დინამო) - 243
კახა ალადაშვილი (დილა) - 201

შეგახსენებთ, რომ Sportall.ge საქართველოს XXIV
ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებს საიტის მკითხველთა ვერსიით შეადგენს.

გამოკითხვა ფეხბურთელთა კონკრეტული ამპლუის (საუკეთესო მეკარის, საუკეთესო მარცხენა მცველის, საუკეთესო ცენტრალური მცველის და ა.შ.) მიხედვით ჩატარდება და თითო პოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რედაქციის მიერ შერჩეული რამდენიმე კანდიდატი, რომელთაგან მკითხველი საუკეთესოს შეარჩევს.

ამა თუ იმ პოზიციაზე საუკეთესოს გამოსავლენად მკითხველებს ხმის მიცემა 3 დღის განმავლობაში შეეძლებათ. სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ საიტის მთავარი გვერდის მარჯვენა სვეტში განთავსებულ გამოკითხვაში.

ასევე იხილეთ:
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გიორგი ლორია აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გია გეგუჩაძე აღიარეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოდიკადზე კველაზე მაგარი მარჯვენა მცველია.რომელმა სირმა არ აგიარა ოიკადზე.რა სეტურიდზე გადაობს ეს ხალხი.
31juve31
14:32 05-06-2013
0

სიახლეები პოპულარული