დაახლოებით ერთი კვირის წინ ჭორის დონეზე ითქვა, მიხეილ ყაველაშვილი გორის "დილას" ხელმძღვანელად ინიშნება და ამიტომაც ჩაურიცხეს ორი მილიონი ლარი "დილასო".
ეს ინფორმაცია სერიოზულად არ მივიჩნიე, ვებგვერდმა pirveliradio.ge-მ კი ასეთი ცნობა გამოაქვეყნა 7 ივნისს:
რატომ და ვისი თხოვნით ჩაურიცხა საფეხბურთო კლუბ "გორის დილას" ხადურმა 2 მილიონი ლარი.
კულუარული ინფორმაციით, კლუბ "გორის დილას" ნოდარ ხადურის უწყებამ ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი სპორტისა და ახალგაზრდულ
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მინისტრი ლევან ყიფიანი "გორის დილას" ხელმძღვანელ პოსტზე მის მეგობარ, შვეიცარიაში მოღვაწე ცნობილ ქართველ ფეხბურთელ მიხელ ყაველაშვილს ლობირებს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით ყაველაშვილმა "გორის დილას" ახლანდელ მფლობელს უკვე შეუთვალა, რომ თანამდებობა დატოვოს.
ჟურნალისტური ეთიკიდან გამომდინარე, სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ეკა კვიტაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ სპორტში ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად მთავრობა შეთანხმებულად მუშაობს, გორის "დილას" რომ თანხა გამოეყო, ეს არის პირველი ნაბიჯი ქართული კლუბების დასახმარებლად და ფეხბურთის დახმარება აუცილებლად გაგრძელდება.
რაც შეეხება იმას, რომ "დილას" ორი მილიონი ყიფიან-ყაველაშვილის მეგობრობის გამო ჩაერიცხა, ეკა კვიტაშვილის თქმით, ეს ჭორია.
7 ივნისს დავუკავშირდით გორის "დილას" და გვითხრეს, რომ ამ კულუარულ ამბავთან დაკავშირებით კლუბი კომენტარისგან თავს იკავებს.
ყაველაშვილი "დილაში"? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ისევ ორომტრიალი - ხელი საით უნდა გავიშვიროთ?
ვნებათაღელვა შეთანხმებით დამთავრდა: ყველას ერთნაირი სასტარტო პირობები!
საბოტაჟი თუ სახელმწიფოსადმი კლუბების შეთავაზება?
სკანდალი: საქართველოს ჩემპიონატს 8 კლუბი განუდგა!
საჭირბოროტო საკითხი: გვინდა ისევ გერები?