ილია კოკაია ბათუმის "დინამოს" სათავეში?

AutoSharing Option
გასული ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, ბათუმის "დინამომ" უმაღლეს ლიგაში ბოლოსწინა, მე-11 ადგილი დაიკავა და პირველ ლიგაში გავარდა, თუმცა, როგორც საქართველოში ხშირად ხდება ხოლმე, სულაც არ არის გამორიცხული, ქვედა ლიგაში დაქვეითებული კლუბი კვლავ უძლიერესთა შორის ვიხილოთ.

მეტიც, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ შემდეგ სეზონში ბათუმელთა სახით არა მოკრძალებული მიზნებისთვის მებრძოლმა, არამედ საკმაოდ ამბიციურმა კლუბმა იასპარეზოს.

მართალია, ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გაჟღერებულა ბათუმის "დინამოში" უცხოელი ინვესტორის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ხმები ხმებადვე რჩებოდა და კლუბი არსებობას მოკრძალებული ბიუჯეტითა და კატასტროფული ინფრასტრუქტურით აგრძელებდა.

როგორც იცით, ბათუმს, რომელიც საქართველოში სიდიდითა და მოსახლეობის რაოდენობით, ერთ-ერთი მოწინავეა, ფაქტობრივად, სტადიონიც არ აქვს.

ჩვენს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს აჭარული კლუბის ამჟამინდელ მესვეურებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებსა და ბათუმის მერიასთან იმის თაობაზე, რომ ბათუმის "დინამოს" სათავეში "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია და მისი საქმიანი პარტნიორები მოვიდნენ.

როგორც იცით, კოკაიამ მთელი რიგი მიზეზების გამო შეუძლებლად მიიჩნია "ზესტაფონის" გაძღოლა და ჯერჯერობით იმერული კლუბის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ვნახოთ, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები კოკაიასა და ბათუმურ მხარეს შორის და ვიხილავთ თუ არა "ზესტაფონის" პრეზიდენტს სხვა კლუბის სათავეში.

სამწუხაროდ, 9 ივნისს კოკაიასთანაც და ბათუმის "დინამოს" ხელძღვანელებთანაც დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. ვიმედოვნებთ, ამ საქმეს ნათელი უახლოეს დღეებში მოეფინება.

ამავდროულად, იმის იმედსაც გამოვთქვამთ, რომ არც "ზესტაფონის", ისევე, როგორც სხვა უმაღლესლიგელთა პრობლემები დარჩება მოუგვარებელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები გუნდის ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ
მალხაზ მახარაძე: ბათუმის "დინამოში" დიდი ცვლილებები იქნება
"ზესტაფონი": სტადიონზე ელექტროენერგია შეწყდა, ბალახი ხმება...
დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...
ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა
ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჭიათურლები, ჭიათურაში ამოღებული მარგანეცით ნაშონ ფულს,ბათუმში არ დაგახარჯინებთ და სწორიც ვიქნებით.მაგი კი არა ზესტაფონს გუნდი ყავს და ჩვენ 1 ლიგაში ვსულდგმულოფთ. ნუ არევთ ფეხბურთს.
მარგანეცი
05:51 13-06-2013
0
ცოტა უცნაურია, სტადიონის მშენებლობა გააჩერეთ, გუნდს დაფინანსება მიზერი, დაგავიწყდათ რამოდენიმე წლის წინ კეტებით თამაშობდნენ ფეხბურთს ჩვენი ფეხბურთელები?!რა შრომა და ენთუზიაზმი დაჭირდათ ხელმძღვანელობას შედეგის მიღწევამდე თვითონ იციან, და თუ ვინმეს აინტერესებს მოიკითხოს მაგი. გამოდის ახლა მალხაზ მახარაძე და რაღაცას გვიმტკიცებს ან დაკვეთას ასრულებს საკრებულოსი.
mikheil
14:11 11-06-2013
0

სიახლეები პოპულარული