15 მაისს "დილა" ამხანაგური მატჩის გამართვას გეგმავს, მეტოქე კი ჯერ უცნობია. ისიც ზუსტად გასარკვევია, რომელი ფეხბურთელები დარჩებიან დევდარიანის გუნდში.
რაც შეეხება უცხოურ შეკრებას, "დილა" ან თურქეთში მოემზადება, ან სლოვენიაში.
"დილამ" ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 2 მილიონი ლარის დაფინანსება რომ მოინაგრა, ამაზე აჟიოტაჟი არ წყდება, რადგან სხვა კლუბებს დამდეგი სეზონისთვის სახელმწიფოსგან თანხა ჯერ არ მიუღიათ.
ამასთან დაკავშირებით "დილამ" საკუთარ ვებგვერდზე საგანგებო
ს.კ. "დილას" განცხადება დაფინანსებასთან დაკავშირებით
(სტილი დაცულია)
ს.კ. გორის "დილა" გამოეხმაურა იმ აჟიოტაჟს, რაც ჩვენი კლუბის გეგმებს ეხება. მცირე განმარტება საზოგადოებასა და სპორტულ მხარეს გვინდა გავაცნოთ.
რაც შეეხება დაფინანსებას, რომელზეც მრავალი კითხვები დაისვა და მასმედიაც ამ მხრივ დაინტერესებულია, ჩვენ გვინდა განმარტება გავაკეთოთ. კლუბი დაფინანსდა მუნიციპალიტეტიდან. დაფინანსდა ზუსტად იმ გზით, რომელი გზითაც დაფინანსდა ყველა დანარჩენი სხვა სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი გუნდი, როგორებიცაა: ბოლნისი, ფოთი ბათუმი, ზუგდიდი, ლანჩხუთი და ა.შ. და არავითარი სხვა გზით.
დაგვიანებით მოხდა ამ თანხის მიღება, ვინაიდან და რადგანაც ყველა სახელმწიფო გუნდმა ყველა წესის დაცვით წინასწარ (ნოემბერში) შეიტანა განაცხადი ბიუჯეტზე და თავისი განაცხადიდან დამტკიცებული თანხა მიიღო. ჩვენს შემთხვევაში ეს ვერ მოხდა და ვერც მოხდებოდა, რადგან როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყო დაფინანსებული კლუბი და იყო მოსაზრება იმისა, რომ გაგრძელდებოდა ეს სპონსორული დაფინანსება.
სამწუხაროდ, ეს ასე აღარ მოხდა, დრო გავიდა იმისი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო კლუბების დაფინანსებას და ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ მდგომარეობაში, სადაც სახელმწიფოს უნდოდა დაფინანსება, თუმცა გზები ვერ მოიძებნა, რადგან ვადებში არ გვქონდა მიწოდებული დრო.
იქიდან გამომდინარე, რომ კლუბმა მიაღწია წარმატებას, გავიდა რა ევროსარბიელზე და ღებულობს მონაწილეობას, კონტრაქტები ფეხბურთელებთან ავალდებულებდა კლუბს, რომ გადახდილიყო მაისის ბოლომდე.
ეს კონტრაქტები უნდა აღინიშნოს, რომ შედგენილი იყო შარშანდელი დროიდან, ანუ კლუბს ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ ეს დავალიანებები გაესტუმრებინა. დანარჩენ თანხას დავალიანების გარდა კლუბი მოიხმარს პატიოსნად და წესიერად ინფრასტრუქტურისა და კლუბის ფეხბურთის განვითარებისათვის. ასე რომ, ის აზრი რომ გორის დილამ დამატებითი დახმარება მიიღო სახელმწიფოსგან არის მცდარი. გუნდი სწორედ იმ დაფინანსებითაა, რომელი დაფინანსებითაც ფინანსდებიან ზევით ჩამოთვლილი კლუბები.
რაც შეეხება ამ 2 მილიონ ლარს, არაფერ შუაში არ არის ეს იმ პროექტთან და არც იმ აზრთან, რომ კლუბმა უკვე აიღო ეს 2 მილიონი ლარი. ეს თანხები მოხმარდება ინფრასტრუქტურას, შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება და როგორ მზადდება დღეს სტადიონი. ვცდილობთ პირველივე უეფას საშინაო მატჩი გორში ჩავატაროთ. ადგილობრივი ხელისუფლება, მოსახლეობა, ყველა კერძო სტრუქტურა, ყველა თანამშრომელი დასაქმებულია სტადიონზე, გვეხმარება ფანკლუბი და ყველა ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ თამაში გორში ჩატარდეს.
რა ხარჯები არის გაწეული ამაზე, ესეც ადვილი დასათვლელი იქნება იმის მიხედვით, რა სამუშაოც იქნება შესრულებული. ასე რომ ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აღარა გვაქვს ის თანხები, რაც იყო პირველ წელს. 30-40%-ით შემცირდა სახელფასო განაკვეთიც, ასევე საპრემიო და სამწუხაროდ ვერ ხერხდება ყველა იმ ფეხბურთელის დატოვება კლუბში, რომლებიც ადრე თამაშობდნენ.
კლუბი აგრძელებს მომზადებას უეფას ტურნესთვის, გუნდის მწვრთნელები, ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა ყველა გვერდში გვიდგას და ვეცდებით იმ თანხებით და შემადგენლობით, რაც ამ დროისთვის გაგვაჩნია მაქსიმუმი ვაჩვენოთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი.
რედაქციისაგან: კარგა ხანს ვიფიქრეთ, დაგვებეჭდა თუ არა "დილას" ეს განცხადება. რომ არა საკითხისადმი მომეტებული ინტერესი, ალბათ, არც გამოვაქვეყნებდით, მით უფრო, რომ ენის სიწმინდეზე რომ არაფერი ვთქვათ, ბევრგან აზრია გაუმართავი. რედაქტირებას კი განცხადების არსის მოსალოდნელი ცვლილების გამო მოვერიდეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საბოტაჟი თუ სახელმწიფოსადმი კლუბების შეთავაზება?
გორის "დილადან" გოგიტა გოგუა და დავით კვირკველია მიდიან?
არამხოლოდ ახალგაზრდული ჟინით - გიორგი დევდარიანი გორის "დილაში"
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია