"ზესტაფონის" ახალი თავისტკივილი - მის ანგარიშებს დაყადაღება ემუქრება

AutoSharing Option
თითქოს "ზესტაფონს" პრობლემები არ აკლდაო, იმერულ კლუბს კიდევ ერთი გასაჭირი აქვს - მის ანგარიშებს დაყადაღება ემუქრება.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ "ზესტაფონი" ბიუჯეტში ქონების გადასახადს, 50 ათას ლარს ვერ იხდის. აღნიშნული გადასახადი კი კლუბს იმიტომ დაუგროვდა, რომ უძრავი ქონების სახით სტადიონსა და საწვრთნელ ბაზას ფლობს.

შეგახსენებთ, "ზესტაფონი" ერთადერთი უმაღლესლიგელია, რომლისგანაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მომავალ ჩემპიონატში მონაწილეობაზე თანხმობა ჯერ არ მიუღია. დღეისთვის სრულიად გაუგებარია, როგორი იქნება კლუბის მომავალი.

"უახლოეს საათებში ველით შეტყობინებას იმის თაობაზე, რომ კლუბის ანგარიშები დაყადაღებულია.

საუბარი სწორედ
იმ უსამართლო სქემაზეა, რომელზეც ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბევრს საუბრობენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ კერძო კლუბიდან ამოღებულ თანხებს სხვა, სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ კლუბზე ან კლუბებზე გადაანაწილებენ.

ეს, ალბათ, იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი კლუბის ვიმპელი უკიდია თავის კაბინეტში ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელსა თუ მინისტრს.

ყველამ ვნახეთ ფოტო, სადაც ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს კაბინეტში საპატიო ადგილას გორის "დილას" ვიმპელი ჰქონდა ჩამოკიდებული", - გვითხრა "ზესტაფონის" პრესსამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბოიკოტი არ იქნება - უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი და სისტემა უცვლელი რჩება
ამირან ღიბრაძე: მე "ზესტაფონის" პრეზიდენტად? სრულიად შესაძლებელია
ილია კოკაია ბათუმის "დინამოს" სათავეში?
"ზესტაფონი": სტადიონზე ელექტროენერგია შეწყდა, ბალახი ხმება...
ილია კოკაია საზღვარგარეთაა, "ზესტაფონის" მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია
ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!
ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა
ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმის მაგივრად რომ დაეხმარონ ამ გაჭირვებულ კლუბს, ქონებას უყადაღებენ. ვის ხელში ხარ უბედურო საქართველო?!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული