მარტვილის "მერანი" შეხვედრებს, ალბათ, სამტრედიაში გამართავს

AutoSharing Option
მარტვილის "მერანი" ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. მალხაზ ჟვანიას გუნდი ჯერჯერობით მარტვილში ვარჯიშობს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, საქართველოს ზღვისპირეთში გადაინაცვლებს.

რამდენიმე დღის წინ "მერანის" ახალწვეულების სია გაგაცანით. შეგახსენებთ, მარტვილელებმა დაიმატეს მიხეილ ხარშილაძე, თემურ ფარულავა, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი მელქაძე და შოთა კერძევაძე.

თითქოს ომარ გოგონაიას ტრანსფერიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ფოთის "კოლხეთის" ნახევარმცველი მარტვილში რამდენიმედღიანი ვარჯიშის შემდეგ ძველ კლუბს დაუბრუნდა.

უახლოეს პერიოდში "მერანის" შემადგენლობაში, შესაძლოა, ახალწვეულები კიდევ გამოჩნდნენ.

"მერანი" დატოვეს მიხეილ მუჯირიშვილმა, ვალერი იობაშვილმა, თევდორე ლურსმანაშვილმა, გაგა გუგუნაშვილმა, მამუკა ტორონჯაძემ, ბერდია შარვაძემ და ბექა ზაქრაძემ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "მერანს" მარტვილში საშინაო თამაშების ჩატარების უფლება შეუჩერა. სანამ სტადიონსა და მოედანს არ მოაწესრიგებს, კლუბმა მეტოქეებს სხვაგან უნდა უმასპინძლოს.

"გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ვერ გეტყვით, მოესწრება თუ არა მათი დასრულება ჩემპიონატის სტარტისთვის.

თუ ვერ მოესწრო, დროებით სამტრედიაში ან ქუთაისში ვითამაშებთ. უფრო რეალური სამტრედიის ვარიანტია",
- გვითხრა მალხაზ ჟვანიამ.

პირველ საკონტროლო მატჩს "მერანი" 13 ივლისს წყალტუბოს "სამგურალთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აბსოლიტურად გეთანხმები ჯონი, ზუსტად ისეა როგორც თქვი. რა გახდა ერთი სტადიონის გაკეტება ასეთი, მითუმეტეს ამხელა ფულის მქონე ადამინისთვის
ოდიშელი
10:27 05-07-2013
0
ფრიდონ ინჯიას 100 მილიონზე მეტი აქვს ნაშოვნი ედიკას დროს და ახლა. 100 მილიონი ქონება აქვს ტიპს და მარტვილს 200-300 ათასს ამადლის.. ეს წუნკალი... ხალხის ფულით მულტიმილიონერი გახდა და გროშების გადახდა და ხალხის გახარება ენანება ამ მევაშხე წამპალ ძუნწს!!!
ჯონი
12:41 04-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული