ფოთის მერი: სოსო ფილია იმიტომ არ მომიხსნია, რომ ჩემს შვილს არ ათამაშებდა

AutoSharing Option
გასული კვირის ბოლოს ფოთის "კოლხეთის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფილიამ პრესკონფერენცია გამართა და გუნდიდან მისი გათავისუფლების მიზეზებზე ალაპარაკდა.

მწვრთნელი ქალაქის მერს, დავით სარსანიას სასამართლოში უჩივის, რომელიც, ფილიას თქმით, გუნდში მისი შვილის უთამაშებლობის გამო გადაემტერა (იხილეთ ვრცლად).

აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერს, დავით სარსანიას კომენტარი ვთხოვეთ.

- ბატონო დავით, იცით, რომ "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია ბრალს გდებთ - თითქოს გუნდიდან იმიტომ დაითხოვეთ, რომ თქვენს შვილს არ ათამაშებდა?
- ეს არის აბსურდი. ბატონ სოსოს დაუმთავრდა კონტრაქტი. 1970 წლიდან ეს კაცი წლების
მანძილზე წვრთნიდა გუნდს, ყველანაირი რესურსი ამოწურა.

- ვისზე ამბობთ ამას... (არ მამთავრებინებს)
- როცა 18 თამაშში 16 წააგო და 2 ფრედ ითამაშა... ახლა რომ იძახის, მერის შვილი არ ვათამაშე და მაგიტომ მომხსნაო, ეს არის დიდი ტყუილი.

- ანუ არ გითხოვიათ?
- არასდროს, არც მისთვის და არც მისი წინამორბედისთვის არ მითხოვია, რომ ეთამაშებინათ ჩემი შვილი. მით უმეტეს, რომ ჩემი ვაჟი იტალიაში თამაშობდა.

- რომელ გუნდში თამაშობდა, შეგიძლიათ გვითხრათ?
(სამწუხაროდ, ტელეფონში ვერ გავიგე გუნდის სახელი)

- სად თამაშობდა ეს გუნდი?
- სერია B-ში.

- თქვენი შვილი სერია B-ში თამაშობდა? ეს აუცილებლად გვეცოდინებოდა.
- სერია B-ს გუნდის დუბლებში თამაშობდა. ასევე, სერია B-ს გუნდებთან ამხანაგურ შეხვედრებშიც (?! - ავტ.). მიუხედავად ამისა, მწვრთნელისთვის არასდროს მითხოვია არაფერი.

- ბატონო დავით, მერიაში შეხვედრისას სოსო ფილიასთან... (მაწყვეტინებს)
- არსად, არც გუნდის შეკრების დროს გრიგოლეთში, ურეკში... არასდროს მიბრძანებია მისთვის, ეთამაშებინა ჩემი შვილი.

- არც ისე გითხოვიათ?
- არასდროს! ეს არის უსინდისო და უპასუხისმგებლო განცხადება. კაცობას გეფიცებით! სოსო ფილია კი არა, ჟოზე მოურინიო მოხსნეს. გერმანული ფინალი რომ იყო ჩემპიონთა ლიგაზე, მოგებული გუნდის მთავარი მწვრთნელი მეორე დღესვე მოხსნეს.

- ბატონო დავით, როგორც ჩანს, ფეხბურთში ვერ ერკვევით - იუპ ჰაინკესის შეცვლა მანამდე იყო გადაწყვეტილი პეპ გვარდიოლათი. კარგი, ამას შევეშვათ. ზემოთ მითხარით, სოსო ფილიამ რესურსი ამოწურაო. ამის თქმა, მინიმუმ, უხერხულია. ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ მწვრთნელზე ამბობთ ამას.
- ჩემთვის მთავარი შედეგია. გუნდი მის ხელში უმაღლესი ლიგიდან გავარდა.

- ჰო, მაგრამ რა მდგომარეობაში ჩაიბარა გუნდი, იცით?
- მე ეს არ მაინტერესებს, ცუდი მემკვიდრეობა შესაძლოა დაგხვდეს, მაგრამ უნდა გამოასწორო.

- თუმცა "კოლხეთის" შემთხვევაში, ეს შეუძლებელი იყო. თქვენ სტადიონზე დადიოდით?
- რა თქმა უნდა!

- მერე იცით, რომ ფილიამ 18-დან 16 კი არ წააგო, არამედ ბოლო ეტაპზე 10 თამაშიდან 3 მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 3 წააგო...
- მე მარტო ფილიაზე არ მითქვამს, 18-დან 16 წააგოო.

- რატომ სთხოვთ პასუხს ფილიას სხვის გამო?
- ჩემთვის მთავარი შედეგია. ფულს ვიხდი, ვაფინანსებ და კლუბის 100-წლიან იუბილეზე გუნდი ლიგიდან გავარდა. ათი თამაშიდან სამს რომ მოიგებ, ეს კი არაა მაგარი, არამედ ექვს-შვიდს რომ მოიგებ. თქვენ კი მეუბნებით, ფილია მაგარიაო. რა კუთხითაა მაგარი, პროფესიონალია?

- რა თქმა უნდა! ამაზე თქვენთან დავას არ ვაპირებ.
- მე ვარ ქალაქის მერი, ფეხბურთის და გუნდის გულშემატკივარი, ჩემთვის მთავარი შედეგია - გუნდი გადავიდეს უმაღლეს ლიგაში.

- გასაგებია, წარმატებებს გისურვებთ.
- დამამთავრებინეთ. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, ოჯახზე არ უნდა გადადიოდეს, ეს არის უსინდისობა. მით უფრო, რომ არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია. წარმოიდგინეთ, ბავშვი სერია B-ში თამაშობდა და აქ 32 თამაშში ერთხელაც არ ათამაშეს. მთელი სეზონის მანძილზე შემეძლო მწვრთნელი შემეცვალა, თუ ამის გამო ვთხოვდი პასუხს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სოსო ფილია: მერის შვილი არ ვათამაშე და "კოლხეთიდან" გამიშვეს
ზაზა ინიაშვილი: ფოთის სურვილია, "კოლხეთი" უმაღლესში დავაბრუნოთ
და რა ელის ფოთის "კოლხეთს" 2013/14 წლების სეზონში?
ფოთის "კოლხეთი" - გაუფერულებული იუბილე
ეკა ბესელია: იმედი მაქვს, "კოლხეთის" იუბილეს პირველ ლიგაში არ შევხვდებით!
მკითხველის კომენტარები / 12 /
უსვინდისო ვინმეა ეს კაცი
lali
16 ივლისი 2013 12:43
0
ეს კაცი კაცობას რომ იფიცებს, იცით თუ არა რომ უდიდეს ტყუილზე ცოლ-შვილს საფლავში იწვენს? სადა აქვს ამას კაცობა? ნაციონალებმა დააკარგვბინეს, იმ 17800 ვიდეოდან მე2 მისია ანუ მალევე, და ახლა იფიცებს არარსებულ კაცობას. ეს არის ზნეობრივად დაცემული ავადმყოფი. ნახეთ მისი ერთ-ერთი და ოფიციალურად ფსიქიურად ავადმყოფია, მისი ორივე და ქმრებს დაშორებულია, ეს არის ზნეობრივად, მორალურად და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ოჯახის ავადმყოფი და არაკაცი შვილი, სარსანიაზე გაქვთ ლაპარაკი?? დამსმენი, ენის მიმტანი, ჭორიკანა, ტყულების გამავრცელებელი. ახლა ბესელიას გაუფრცელა ბოლო დროს ჯვარი დაიწერაო, უზნეო ადამიანია ეგ.
Poteli
16 ივლისი 2013 09:48
0
მერი ხარ თუ ლამარა, ფეხბურთში რომ ..ე ხარ შენი ინტერვიუდანაც ჩანს, რას ქვია არ გაინტერესებს, შედეგს საიდან დაგიდებდა ფილია, ჯადოქარია? რა პირობა შეუქმენი გუნდს უმაღლესიდან არ გავარდნილიყო, თუ 100 წლიან იუბილეზე გინდოდა გუნდი გენახა კვლავ უმაღლესში შემადგენლობას გავაძლიერებდი, მაგრამ ფულის ხარჯვა არ გინდათ და შედეგს მაქსიმალურად ითხოვთ
foteli
12 ივლისი 2013 13:22
0
ლემონჯავას კაცი რო გონია თავი მინდა ვუთხრა რომ მალე მისის დროც მოვა... 1 საკანი შენახულია შენთვის და გიჯობს შენივე ფეხით შეხვიდე იქ ჩაკეტილი მშვიდად მაინც იქნები თორემ სადმე რომ ნებისმიერ ფოთელს გადაეყარო კიიცი .... გაქ
gio
09 ივლისი 2013 13:36
0
ლემონჯავამ დაღუპა ფოთის კოლხეთი
კაკი
09 ივლისი 2013 13:23
0
ვახტანგ მგრეველო, შენი ფეხბურთის ცოდნა იქიდანაც ჩანს, გელა სანაია ერთი დღით დანიშნე მთავარ მწვრთნელად და მეორე დღეს მოხსენი, ასე გესმის შენ ფეხბურთი, შენ საერთოდ ფეხბურთზე კომენტარს როგორ აკეთებ,არ გრცხვენია, საერთოდ ფოთზე ნაკლებად ილპარაკე, ხალხს ისედაც აევსო შენგან მოთმინების ფიალა
koka
09 ივლისი 2013 08:56
0
ლემონჯავამ როგორ უნდა ილაპარაკოს ფოთის ფეხბურთზე, მან გაანადგურა ფეხბურთი და ის პროფესიონალები რომლებმაც გადმოიყვანეს ფოთის კოლხეთი უმაღლეს ლიგაში.სწორედ ფინანსურ მაქინაციებზე ორიენტირებულმა ხალხმა მიიყვანა გუნდი დღევანდელ მდგომარეობაში, ნეტა ვინ იყვნენ ისინი???
ვაი თქვენისთანა პროფესიონალები....
davita
08 ივლისი 2013 23:44
0
ლემონჯავამ როგორ უნდა ილაპარაკოს ფოთის ფეხბურთზე, მან გაანადგურა ფეხბურთი და ის პროფესიონალები რომლებმაც კოლხეთი გადმოიყვანა უმაღლეს ლიგაში.
ფინანსურ მაქინაციებზე ორიენტირებულმა ხალხმა მიიყვანა ეს გუნდი ამ მგომარეობამდე. ნეტა ვინ იყვნენ ისინი????
ვაი თქვენისთანა პროფესიონალებს......
davita
08 ივლისი 2013 23:36
0
ვახტანგ , მახარაძეს 3 ქულა ქონდა 18 თამაშ ი და იმიტომ გაანთავისუფლეს ვახტანგ შენ მგრეველო შე ფეხბურთის უცოდინარო შენ დაანგრიე ფოთის ფეხბურთი თუ გინდა მართალი
koka
08 ივლისი 2013 23:14
0
ვახტანგ მნგრეველო, შენ კიდე ფოთელების მიმართ რამე პრეტენზია გაქვს? 2010 წელს შენი უაზრო ამბიციების გამო და ფეხბურთის გაგებაში რომ არ იყავი იმის გამო გუნდიდან გაუშვი ის ხალხი, რომელიც მართლა პატიოსნად და ერთგულად ემსახურებოდა ფოთის ფეხბურთს და მოიყვანე ისეთი ხალხი,რომელიც შენს ჭკუაზე დადიოდა და დათო მახარაძე თუ გაინტერესებს იმიტომ გაანთავისუფლეს რო 21 თამაშის მერე 3 ქულა ქონდა და შენ ასეთ მწვრთნელებს ტოვებდი იმიტომ რომ ფეხბურთი შენ ასე გესმის. ერთი კითხვა მაქვს, მაგას რომ წერ ნამუსი შერჩენილი გაქვს?
kaxa
08 ივლისი 2013 22:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული