ლევან ჭაფოძე: ცხინვალის "სპარტაკი" ფლანგებით და ახალგაზრდული ჟინით შეუტევს

AutoSharing Option
ცხინვალის "სპარტაკი" დამდეგი სეზონისთვის დაუბრუნდა უმაღლეს ლიგას და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მოკრძალებული მიზნებისთვის აღარ იბრძოლებს.

24 წლის ლევან ჭაფოძე "სპარტაკის" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლავთ. ის მეტწილად მარჯვენა მცველად თამაშობს ამ გუნდში.

"სპარტაკმა" მოსამზადებელი ეტაპი ბაკურიანში შეკრებით დაიწყო, იქიდან დაბრუნებულმა კი ჯერ მხოლოდ ერთი საკონტროლო შეხვედრა გამართა, რუსთავის "მეტალურგთან" 0:0 ითამაშა.

"უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ უმაღლეს ლიგაში "სპარტაკს" სულ სხვა მიზნები ექნება, ვიდრე მანამდე ჰქონდა.

"დინამოდან" დავიმატეთ ნიკა კვეკვესკირი, გიორგი თექთურმანიძე და ლაშა ჩაფიძე. ისინი ნელ-ნელა შეთამაშდებიან ახალ
გუნდთან და "სპარტაკიც" უფრო ძლიერი გახდება.

ზედა ექვსეულში უნდა მოვხვდეთ, თასის გათამაშებაში კი რაც შეიძლება შორს უნდა წავიდეთ",
- გვითხრა ჭაფოძემ.

ერთი სიტყვით, თუ მანამდე "სპარტაკის" ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, ახლა უკვე ვლადიმერ ხაჩიძის გაწვრთნილ გუნდს მეტი მოეთხოვება.

"გუნდში ორი გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს - ნიკა მგელაძე და ზვიად მეტრეველი.

იყო დრო, როცა "სპარტაკში" ძალიან ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობდა, მაგრამ გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა, ახლა კი ახალგაზრდული ჟინითა და სულისკვეთებით უნდა ვიბრძოლოთ. ვფიქრობ, ასე აჯობებს",
- ესეც ჭაფოძის სიტყვებია.

"სპარტაკის" მარჯვენა მცველსა და ვიცე-კაპიტანს იმაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა, თუ რა თარგზე იქნება მოჭრილი "სპარტაკი" 2013/14 წლების სეზონისთვის.

"მარჯვნიდან თორნიკე თუხარელი და მარცხნიდან ლაშა ჩაფიძე - ორივე სწრაფი, ტექნიკური ფეხბურთელია, ფლანგიდან მოწინააღმდეგის დაწიოკება რომ შეუძლიათ.

ჩვენი შეტევებიც უფრო ფლანგურ გარღვევებსა და ჩაწოდებებზე იქნება აქცენტირებული, თუნდაც იმიტომ, რომ "სპარტაკის" ცენტრალური თავდამსხმელი ზვიად მეტრეველი თავით კარგად თამაშობს",
- ამბობს ჭაფოძე.

დანარჩენი კი სეზონის განახლებიდან გამოჩნდება. "სპარტაკში" ისეთმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, რომ ხაჩიძის გუნდი, ალბათ, მხოლოდ ფლანგებიდან არ შეუდგება იერიშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რუსთავის "მეტალურგისა" და ცხინვალის "სპარტაკის" სპარინგი აუტანელ სიცხეში
ცხინვალის "სპარტაკი" მოსამზადებლად ბაკურიანში გაემგზავრა
სამზადისი. ცხინვალის "სპარტაკი": სელექცია გრძელდება
ვლადიმერ ხაჩიძე: ჩვენი ჩემპიონატი ნაკრებისთვის კონვეიერად ვერ გამოდგება
ვლადიმერ ხაჩიძე: ცხინვალის "სპარტაკის" კოზირი გუნდის ხელწერაა
ვლადიმერ ხაჩიძე: ქომაგი რომ გვყოლოდა, არ დავქვეითდებოდით
ზვიად მეტრეველი: მადლობა პრეზიდენტს, დიმა სანაკოევი სულ გვერდში გვედგა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული