15 ივლისს გუნდის შეკრებისა და მასთან გაცნობის შემდეგ, რატკო დოსტანიჩმა კარსმომდგარი სეზონისათვის მომზადების პროცესი დატვირთვის ტესტით დაიწყო.
სასიამოვნო იყო ის, რომ ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი დატვირთვებს საკმაოდ კარგი მაჩვენებლებით გაუმკლავდა.
16 და 17 ივლისს ზესტაფონელებმა, ძირითადად, ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იმუშავეს. 17 ივლისს, დილით, იმერელთა სერბმა დამრიგებელმა გუნდი ორ ნაწილად გაჰყო და სანამ ფეხბურთელთა ერთი ჯგუფი მთავარი მწვრთნელისა და მისი ასისტენტების, ნებოისა ტოპალოვისა და ლევან ბაჯელიძის ხელმძღვანელობით კლუბის ბაზაზე ვარჯიშობდა, მეორე
შემდეგ კი პირველმა და მეორე ჯგუფებმა ადგილები გაცვალეს...
საღამოს ვარჯიშზე კი, ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე გათვლილი ვარჯიშის შემდეგ, ფეხბურთელებს მონატრებულ ბურთამდე მისვლის საშუალებაც მიეცათ - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს, სახალისო "ორკარა" გაჩაღდა.
რაც შეეხება 18 ივლისის განრიგს, გუნდმა დილით ივარჯიშა, ხოლო საღამოს მცირე შესვენების საშუალება მიეცემა.
fczestafoni.ge